რა უნდა იცოდეთ ტუჩსაცხის ფერის შესახებ, თუ მალე შვილიშვილებს ელოდებით

759

მოდის ჭეშმარიტმა მიმდევრებმა იციან, რომ ტუჩსაცხის ფერი პირდაპირაა დამოკიდებული ტანსაცმელსა და მთლიან მაკიაჟზე. თუ აქცენტს თვალებზე აკეთებთ, ტუჩები ხორცისფრად უნდა შეიღებოთ. ხოლო, თუ ყურადღების მიქცევა სწორედ ტუჩებზე გსურთ, აირჩიეთ უფრო მკვეთრი ტუჩსაცხი. თუმცა, არსებობს კიდევ ერთი კრიტერიუმიც, რომელსაც ყურადღებას ყველა გოგონა და ქალი არ აქცევს.

ეს საკითხი მეტწილადაა დამოკიდებული თქვენს ასაკზე. თუ ტუჩსაცხის ფერს არასწორად შეარჩევთ, თქვენს ასაკზე უფროსი გამოჩნდებით. შუა ხნის ასაკის ქალბატონებზე ზოგიერთი ფერი კი უადგილოდ და დაუდევრად გამოიყურება. თუმცა, როგორ მივხვდეთ, რა არის უკეთესი თქვენი ტუჩებისთვის? ამ კითხვაზე პასუხს ქვემოთ გაგცემთ.

როგორ შევარჩიოთ ტუჩსაცხის ფერი სწორად

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ვიზაჟისტები ირწმუნებიან, რომ ახალგაზრდა გოგონებს უხდებათ ტუჩსაცხის ნებისმიერი ტექსტურა და ფერი. გასაკვირი არაა, რომ ყველაზე მოდური მაკიაჟი ყოველთვის ახალგაზრდა გოგონებზეა ნაჩვენები. თუმცა, ამასაც აქვს თავისი ნიუანსები. მაგალითად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ტუჩების ფორმაც.

თხელ ტუჩებს არ უხდება მუქი ფერები და მკრთალი ტექსტურის ტუჩსაცხი. საქმე ისაა, რომ ასეთი კოსმეტიკა ტუჩებს უფრო ათხელებს. ჩვენ ხომ ვიზუალური ეფექტის მიღწევასა და მხოლოდ ლამაზი ნაწილებისთვის ხაზგასმას ვცდილობთ. ამ შემთხვევაში, საუკეთესო ვარიანტია ბრჭყვიალა ტუჩსაცხის ან ატლასის ტექსტურის პრიალა ვარიანტების აღება. ისინი ტუჩებს საჭირო მოცულობას მისცემს.

30 წლამდე ექსპერიმენტებს არ შეუშინდეთ. შედეგად, აუცილებლად იპოვით იმ ტუჩსაცხების ვარიანტს, რომელიც სწორედ თქვენ გიხდებათ. აი, 30 წლის შემდეგ კი, როგორც წესი, ქალები უპირატესობას დამატენიანებელი ტექსტურის პომადებს ანიჭებენ. ამასთან, ისინი სულ უფრო ნაკლებად იყენებენ ბრჭყვიალა ტუჩსაცხებს. სადღესასწაულო მაკიაჟისთვის ირჩევენ კლასიკურ წითელს ან ბორდოსფერს. გარდა ამისა, აქტუალობას არ კარგავს ხორცისფერი (nude) ვარიანტებიც. მათ შორის, საუკეთესოდ ითვლება ნაზი მოვარდისფრო ელფერები.

40 წლის ასაკში, გირჩევთ წითელი პიგმენტის მქონე ფერს. ეს შეიძლება იყოს ალისფერი, ბორდოსფერი ან ვარდისფერი ფერები ასეთი პომადები აახალგაზრდაბებს სახეს და ტუჩებისკენ სისხლის მოზღვავებას უწყობს ხელს. შესაბამისად, ამავე მიზეზით უნდა თქვათ უარი ხორცისფერ და სტაფილოსფერ ტუჩსაცხენზე. რამდენადაც ისინი მაკიაჟს აფერმკრთალებს.

ამ ასაკში აქტუალურია მატი და პრიალა ტექსტურებიც. აი, ბრჭყვიალა თხევად ტუჩსაცხებზე უარი უნდა თქვათ. გარდა ამისა, თუ 40 წელს გადააბიჯეთ, ნუ შეიღებავთ ტუჩებს სხვა ფერის ფანქრით. შედეგად, მაკიაჟი სტილისტურად დასრულებულად ჩაითვლება.

ელეგანტური 50 წლის ქალები კი უნდა მოერიდონ ღია ტუჩსაცხებს. სახეს ახალგაზრდულობა რომ მიანიჭოთ, გირჩევთ წითელ და ღვინისფერ პომადებს. ზედმეტად მუქი და მატი პომადები შვილებს აჩუქეთ. მათ გამო, ტუჩები კარგავს ბუნებრივ მოცულობას. გარდა ამისა, აქტუალობას არ კარგავს კლასიკური პრიალა და ნახევრად მატი ტექსტურებიც, რომლებიც ტუჩებს დამატებით ატენიანებს.

ტუჩსაცხის ფერები, რომლებიც გაბერებთ

რა თქმა უნდა, ნებისმიერი პომადის ფერის შერჩევის უფლება გაქვთ, უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ზოგიერთი მათგანი გაბერებთ. მაგალითად, ბორდოსფერი, ალუბლისფერი, იისფერი და ყავისფერი ტუჩსაცხები ღრმა მუქი ფერით არ უხდებათ ახაგალგაზრდა გოგონებს. იდეალურად მოხატული ტუჩები მინიმუმ 5 წელს მოგიმატებთ. თუმცა, თითოეულ წესს თავისი გამონაკლისები აქვს. ამ შემთხვევაში, წითელი პომადა არ ექვემდებარება მოდის, ასაკობრივ და კლასიკურ წესებს.

რაც შეეხება ასაკოვან ქალბატონებს, აქ ყველაფერი პირიქითაა. ღია ფერის პომადები სახეს კი არ აახალგაზრდავებს, არამედ აბერებს. თუმცა, ზედმეტად მუქ ფერებსაც უნდა მოერიდოთ. ისინი ნებისმიერ მაკიაჟს ამძიმებს. იმავეს თქმა შეიძლება სხვადასხვა პერლამუტრულ და ნარინჯისფერ ფერებზეც. მათზე უარი უნდა თქვათ.

როგორ შევარჩიოთ ტუჩსაცხი
  1. აირჩიეთ ტუჩსაცხი, რომელიც თქვენი ტუჩების ბუნებრივ ფერზე ორი ტონით მუქია. იგი საუკეთესოდ მოგესადაგებათ. ამისთვის, შეიღებეთ ქვედა ტუჩი შერჩეული პომადით და შეადარეთ ზედას. თუ განსხვავება ზედმეტად მკვეთრია, სხვა პომადის შერჩევა მოგიხდებათ.
  2. პომადის შერჩევისას გაითვალისწინეთ კბილების სითეთრეც. მაგალითად, ცივი წითელი ფერები ტუჩებს ვიზუალურად ოდნავ ათეთრებს. ნარინჯისფერი კი, პირიქით, აყვითლებს.
  3. თუ ტუჩების ვიზუალურად გადიდება გსურთ, აირჩიეთ ნათელი ფერები. თუ შემცირება – მუქი. გარდა ამისა, მატი ტექსტურის ტუჩსახები ტუჩებს ათხელებს, ხოლო პრიალა – ასქელებს.
  4. თუ ღია, ფაი ფურისფერი კანი გაქვთ, სცადეთ ვარდისფერი, ატმისფერი, ხორცისფერი ან კორალის ელფერი. ცივი ელფერის მქონე კანს უხდება ნიუდი და ღია ყავისფერი პომადები. ხოლო თბილი ელფერი შესანიშნავად უხდება მკრთალ ვარდისფერს ან ნაზ ატმისფერ ტუჩსაცხს.
  5. თუ თქვენი კანის ელფერი ნეიტრალურია, თამამად აირჩიეთ გაჯერებული ვარდისფერი ან კენკრისფერი. მუქი კანის ფერის შემთხვევაში, მოერიდეთ ყავისფერ და იისფერ კოსმეტიკას.

როგორც ხედავთ, ტუჩსაცხის ფერი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოთ ასაკზე. მაკიაჟი საფუძვლიანად შეცვლის თქვენს გარეგნობას. თუმცა, რატომ უნდა გაიფუჭოთ ახალგაზრდა სახე ან ეცადოთ გაახალგაზრდავებას შეუფერებელი კოსმეტიკით?

თქვენ როგორ ირჩევთ ტუჩსაცხებს? გაგვიზიარეთ ეფექტური რჩევები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს