შეიძლება ითქვას, რომ ფინელ სკოლის მოსწავლეებს სწავლაში გაუმართლათ: სხვა თანატოლებისგან განსხვავებით, ისინი სკოლის საქმიანობასა და საშინაო დავალებებზე ნაკლებ დროს ხარჯავენ. სხვათა შორის, მშობლები არ წუწუნებენ: ქვეყანაში უფასო სასკოლო განათლებაა. ყველა ფინანსურ საკითხს სახელმწიფო აგვარებს, მაგრამ ეს შედარებით მცირე ინვესტიციაა.
ამას როგორ ახერხებენ? ფინეთში განათლება მსოფლიოს ანალოგებისგან განსხვავდება. ისინი საშუალო განათლების 7 ძირითად პრინციპს იყენებენ. მე–10 კლასი დამატებითად ითვლება, რომელიც მხოლოდ ძველი ნიშნების და გასული მასალის გასამყარებლად არსებობს. მოდით, ყველაფერი დეტალურად განვიხილოთ.
თანამედროვე ტექნოლოგიები განათლებაში
ფინეთის საშუალო სკოლა მოსწავლეების თანდათანობით დატვირთვას იყენებს. თუ ბავშვს მაქსიმალურ დონეზე გადასვლა სურს, ის ირჩევს „ლუკიოს“ – ფინეთის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დასკვნით ეტაპს მომავალში უმაღლესი პროფესიული ან აკადემიური განათლების მიღების შესაძლებლობით.
როგორც უკვე ითქვა, ფინეთის სკოლებში 7 ძირითად პრინციპს იყენებენ. მათზე დეტალურად გიამბობთ.
1. თანასწორობა
ფინეთის საგანმანათლებლო სისტემაში ყველა თანასწორია: სკოლები, საგნები, მშობლები, მოსწავლეები, მასწავლებლები, უფროსის და ბავშვის უფლებები.
მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლა იღებს პროპორციულ დაფინანსებას იმის მიუხედავად, თუ სად მდებარეობს. ამრიგად, სკოლა ერთნაირად აღჭურვილია და თანაბარი შესაძლებლობა აქვს. მშობლებს ბავშვის შორს წაყვანა არ სჭირდება, რადგან მეზობლად ნებისმიერი სკოლა ისეთივე კარგია, როგორც დიდ ქალაქში.
ერთი საგნის მეორეზე უპირატესობა არ არსებობს. მათემატიკასა და ფიზკულტურაზე ერთნაირი დრო იხარჯება. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ნიჭით დაჯილდოებულ ბავშვებზე, რომლებიც მუსიკით, ხატვით ან სპორტით უფრო ღრმად არიან დაკავებულნი.
მშობლის სტატუსი გავლენას არ ახდენს ბავშვის სწავლის პროცესზე. ანკეტაში მშობლების მუშაობის ადგილის მითითება აკრძალულია. ბავშვებს კლასში თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, იქნება ის გენიოსი თუ ჩამორჩენილი. ფინელები ცდილობენ ახალგაზრდები საზოგადოებაში მაქსიმალურად ჩართონ და მათი შესაძლებლობები განავითარონ.
მასწავლებლის სტატუსიც ერთია. მასწავლებელი – ადამიანი, რომელიც თავის საგანს ასწავლის. არც მეტი, არც ნაკლები. თუ მასწავლებელი რჩეულს გაიჩენს ან ვინმეს მიღწევებს შეამცირებს, მასთან კონტრაქტი შეწყდება. ურთიერთობას მხოლოდ პროფესიული ხასიათი აქვს, როგორც სამსახურში.
მოსწავლეებსაც მასწავლებლების შეურაცხყოფა არ შეუძლიათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მშობლებს დიდი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ფინეთის სკოლა როგორც მოსწავლის, ასევე მასწავლებლის უფლებებს ერთნაირად აქცევს ყურადღებას. მაქსიმალური თანასწორობა ყველასთვის.
2. ყველაფერი უფასოდ
ფინეთის სკოლა უზრუნველყოფს უფასო კვებას (სასადილოში), კლასგარეშე აქტივობებს (ექსკურსიები, მუზეუმები), მგზავრობას (სკოლის ავტობუსით სკოლაში და სახლში), თუ მოსწავლე სკოლიდან 2 სმ დაშორებით ცხოვრობს. გარდა ამისა, წიგნები, საკანცელარიო ნივთები და ტექნიკა (პლანშეტი, ნოუთბუქი) უფასოა.
რაც ყველაზე საინტერესოა, მშობლების მხრიდან თანხის შეგროვება და მასწავლებლებისთვის საჩუქრების გადაცემა აკრძალულია.
3. ინდივიდუალური მიდგომა
თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად უდგებიან. თუ მოსწავლე დავალებას ვერ უმკლავდება, უფრო მარტივ ამოცანას აძლევენ, ან პირიქით, – უფრო „ვარსკვლავურ“ ამოცანას. ხშირად ერთსა და იმავე კლასში მოსწავლეები სხვადასხვა დავალებას ასრულებენ.
მასწავლებლები გაკვეთილების შემდეგ სკოლის მოსწავლეებს მხარს უჭერენ, კლასგარეშე გაკვეთილებს ატარებენ. ეს უფასოდ ხდება. სიტყვაზე, მასწავლებლის ხელფასი 5 ათასი ევროა. ამ მიზეზით ფინეთში რეპეტიტოტებზე მაღალი მოთხოვნა არაა.
4. პრაქტიკული მხარე
ერთადერთი აუცილებელი ტესტი ფინეთის სკოლაში – საშუალო განათლების დასრულების ტესტი. ამასთან ფინელები შედეგებზე დიდად არ ნერვიულობენ. საკონტროლო, დამოუკიდებელი ან სხვა ტესტები საერთოდ არ ტარდება.
ფინელები სწავლობენ იმას, რაც საჭიროა აქ და ახლა: არანაირი ლოგარითმები და ჩაღრმავებული ფიზიკა. სამაგიეროდ ბავშვებმა კარგად იციან, თუ როგორ გამოთვალონ ფასდაკლების პროცენტი მაღაზიაში, ინტერნეტს თავდაჯერებული მომხმარებლის დონეზე სარგებლობენ. იციან, როგორ შექმნან პორტფოლიო, სავიზიტო ბარათი და როგორ გამოიყენოთ საბანკო ბარათები.
5. ნდობა
ნდობა მოსწავლეებსაც ეხება და მასწავლებლებსაც. მასწავლებელს სხვადასხვა შემოწმების და მართვის გამო სტრესი არ აწუხებს. ის სწავლების იმ მეთოდს იყენებს, რომელსაც უფრო შესაფერისად თვლის. მასწავლებლებთან მხოლოდ ერთწლიანი კონტრაქტი ფორმდება გაგრძელების შესაძლებლობით. ამრიგად, მოსწავლეებისთვის სწავლების საუკეთესო მეთოდს არჩევენ.
მოსწავლეების მიმართაც ნდობის პოლიტიკა გამოიყენება. ბავშვის გაცდენებს არავინ აღნიშნავს. თუ საგანმანათლებლო ფილმის ყურებისას ბავშვი წიგნს კითხულობს, გამოდის ასეა საჭირო. ესეც სწავლაა და დროს ტყუილად არ ხარჯავს.
6. ნებაყოფლობითობა
ყველა გენიოსი არაა. ყველა პროფესია კარგ მოპყრობას იმსახურებს. თუ მასწავლებელი ხედავს, რომ ბავშვი ვერ ხვდება ან ამა თუ იმ დისციპლინის გაგება არ სურს, შესაბამისად რეაგირებს. ცუდ ნიშნებს არ უწერს, უბრალოდ არკვევს, თუ რომელი საგანი გამოდის უკეთ და ბავშვის მთელ ენერგეტიკას აქეთ მიმართავს.
ასე კლასში მოსწავლის ქცევა არ უარესდება, რადგან მას სწავლა ნამდვილად აინტერესებს. ქვეყანაში ცუდი და კარგი პროფესიები არ არსებობს, ამიტომ არავინ არავის გმობს. უკიდურეს შემთხვევაში მეორე წელს ტოვებენ, რაც საზოგადოებაში გაკიცხვის საგანი არაა.
7. სწავლის არსი – დამოუკიდებლობა
ყველა ინფორმაცია, რომელსაც მოსწავლეებს აძლევენ, წიგნებში უკვე არის. ფაქტიურად, ისინი ახალს არაფერს ამბობენ. სკოლა ცდილობს ბავშვს ასწავლოს დამოუკიდებლობა, საზოგადოების სასარგებლო წევრად ყოფნა, თანატოლებს და მასწავლებლებს შორის ურთიერთობა, ასევე დროის საფუძვლების გაგება.
მასწავლებლებს სურთ, რომ მოსწავლეებს შეეძლოთ წიგნების, ინტერნეტის და სხვა წყაროების გამოყენება. ასე ბავშვები ზრდასრული ცხოვრებისთვის ემზადებიან. განათლება ერთნაირ სკოლებში ერთნაირი მთავარი პრინციპებით ხდება, თუმცა მეთოდი შეიძლება განსხვავებული იყოს.
ფინელები სასკოლო მასალის სწავლების ასეთ მეთოდს ყველაზე სწორად მიიჩნევენ. ბავშვები და მშობლები არ ისტრესებიან, მასწავლებლები კი ზეწოლას არ ახდენენ. სისტემას პრობლემურ ბავშვებთან გამკლავება და მათი შესაძლებლობების წახალისება შეუძლიათ.
საერთაშორისო კვლევის თანახმად, რომელიც ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ PISA–მ ჩაატარა, ფინელმა სკოლის მოსწავლეებმა მსოფლიოში ყველაზე მაღალი განათლების დონე აჩვენეს. ასევე ისინი პლანეტაზე ყველაზე მკითხველ ბავშვებად არიან აღიარებულნი და ბუნებრივ მეცნიერებაში მე–2 და მათემატიკაში მე-5 ადგილს იკავებენ, რასაც ვულოცავთ!