ყველა დიასახლისმა იცის, რომ დაკონსერვებული კომბოსტოს დიდი ნაჭრები ჭარხალთან ერთად – დაუჯერებლად გემრიელი დასაყოლებელია, რომელიც შეგიძლიათ ძმრით, ძმრის გარეშე, კორეულად, ქართულად, ხრაშუნა ტკბილი ან მჟავე, ხანგრძლივი და ხანმოკლე შენახვისთვის მოამზადოთ.
გთავაზობთ კომბოსტოს მწნილის კლასიკურ რეცეპტს:
ინგრედიენტები
- 2 კგ გვიანი სახეობის კომბოსტო
- 1 დიდი ზომის ჭარხალი
- 1 დიდი სტაფილო
- 1 დიდი თავი ნიორი
- 1 ლ სუფთა, გადადუღებული წყალი
- 150 გ შაქარი
- 2 ს.კ. მარილი
- 10 მარცვალი არომატული პილპილი
- 10 მარცვალი შავი პილპილი
- 1 ს.კ. მცენარეული ზეთი 1 ქილა კონსერვზე
- 3 ც დაფნის ფოთოლი
- 150 მლ 6%-იანი ძმარი
მომზადება
- ზამთრის სახეობის კომბოსტოს თავი გაჭერით ოთხად ცენტრიდან, შემდეგ თითოეული ნაწილი – კიდევ ითხ ნაწილად. ეს ოპტიმალური ზომაა კონსერვისთვის.
- ჭარხალი და სტაფილო დაჭერით თხელ წრეებად, ან დახეხეთ.
- ნიორი აუცილებლად თხელ ნაჭრებად დაჭერით. დაჭყლეტილი ან დახეხილი ნიორი სწრაფად კარგავს თავის არომატს.
- მომზადებული ბოსტნეული ჩაალაგეთ 1 დიდ ჭურჭელში და კარგად მოურიეთ. მიიღებთ ლამაზ მასას, რომელიც ეფექტურად გამოიყურება, განლაგებული შუშის ჭურჭელში და დასხმული მარინადით.
- ბოსტნეულის მასა ჩაალაგეთ გასტერილებულ ქილაში მჭიდროდ.
- დარჩენილი ინგრედიენტებისგან მოადუღეთ მარინადი(ყველაზე ბოლოს დაუმატეთ ძმარი). შემდეგ გამორთეთ ცეცხლი და აცადეთ გაგრილება.
კომბოსტო ჭარხლით მისართმევად მზადაა!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს