საკვებ სოდას როგორც სახლში, ასევე აგარაკის ნაკვეთზე სხვადასხვა პრობლემების მოგვარება შეუძლია. თუმცა ამის შესახებ ყველა მებაღემ არ იცის. ის საყვარელი მცენარეებისთვის უსაფრთხოა. სოდის გამოყენების დროს ერთი წესი დაიმახსოვრეთ: თუ სოდის ნახარშის მომზადება გსურთ, სითხე 55 გრადუსზე მეტად არ გააცხელოთ. ასეთ შემთხვევაში სოდა ყველა სასარგებლო თვისებას დაკარგავს.
ნაცროვანი სოკო
ამ სოკოვან დაავადებას ცხელ ამინდში ნებისმიერი კულტურის და ყვავილის დაზიანება შეუძლია. მცენარეებზე მოთეთრო-მონაცრისფერო ნადები წარმოიქმნება, რომელიც ფოთლებს და აღმონაცენებს აზიანებს. დაავადება გვერდით მყოფ ნერგებს სწრაფად აზიანებს. სწორედ ამიტომ, ყველა მცენარის დაკარგვის დიდი რისკი არსებობს.
თეთრებად ღირებული სოდა ძვირადღირებული ფუნგიციდების კარგ ალტერნატივას წარმოადგენს. ნაცროვანი სოკოს საწინააღმდეგოდ ამ ფხვნილის გამოყენების არა ერთი ვარიანტი არსებობს.
- პროფილაქტიკის მიზნით: 1 ს/კ სოდა, ნახევარი ჭიქა თხევადი საპონი და 4 ლ წყალი აურიეთ. ნარევი კვირაში ერთხელ საფრქვეველით გამოიყენეთ. სასურველია წვიმიან ამინდში გამოიყენოთ.
- დაზიანების დროს: 1 ლ წყალი, 1 ს/კ სოდა, 1 ს/კ მცენარეული ზეთი, 1 ს/კ ჭურჭლის სარეცხი საშუალება. ამ ნარევით დაავადებული კულტურები ყოველდღე დანამეთ. ზეთი სოკოს გარსს შემოეხვევა და მოკლავს.
რაც მთავარია, სოკო გარემოსა და ადამიანისთვის სრულად უსაფრთხოა. სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ ნაყოფის გამოღების დროსაც დაამუშაოთ.
სარეველებთან ბრძოლა საკვები სოდის დახმარებით
ქვაფენილში ამოსული მცირე სარეველების მოშორებას კონცენტრირებული სოდის ხსნარის (2-4 ს/კ სოდა 1 ლ წყალზე) დახმარებით შეძლებთ. მას ამ ხვერელებში ასხამენ. რამდენიმე დღეში ბალახი გახმება. პროცედურა ყოველ 5 კვირაში გაიმეორეთ. მთავარია – სოდა არ დაგენანოთ. რაც უფრო გაჯერებულია სითხე, მით უფრო მალე დაამარცხებთ სარეველებს.
სოდა კომბოსტოს მავნებლების წინააღმდეგ
მუხლუხოს შეუძლია მოსავლის გარეშე დაგტოვოთ. ის კომბოსტოს ახალ ფოთლებს ანადგურებს. მათ მოსაშორებლად და ბოსტნეულის დასაცავად, საკმარისია საკვები სოდა და ფქვილი თანაბარი პროპორციით აურიოთ და მიწის ზედაპირზე მოაყაროთ. შეგიძლიათ თავად ნერგებსაც დააყაროთ. ასეთი სატყუარა მავნებლებისთვის სასიკვდილოა.
სოდიანი სასუქი პომიდვრისთვის
სოდიანი ხსნარი პომიდორს ფიტოფთორის რისკისგან დაიცავს. ამისთვის ყოველ 2 კვირაში მორწყეთ. ხსნარის მოსამზადებლად 5 ს/კ ნატრიუმის ბიკარბონატი 1 ვედრო წყალში გახსენით. ამასთან ნაყოფის შაქრიანობა გაიზრდება.
სოდა, როგორც ბუგრების საწინააღმდეგო საშუალება
ბუგრი ნებისმიერი მცენარისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. მცენარეს ყვავილობის პერიოდში აზიანებს. პატარა ხოჭოები მცენარის ღეროებს მთლიანად ფარავენ. ეს ნებისმიერი მებაღისთვის დიდი უსიამოვნებაა. ამ დროს ნერგებს ქიმიური ხსნარებით არ ამუშავებენ. სწორედ ამიტომ, სოდიანი ხსნარი (12-15 გრამი ნახევარ ლიტრ წყალში) „მწვანე ცხოველის“ ნამდვილი მხსნელი იქნება.
სოდა – ნიადაგის მჟავიანობის დამარეგულირებელი
საკვები სოდა ყველაზე ხელმისაწვდომი ტუტე საშუალებაა, რომელიც ნიადაგის მჟავიანობას ამცირებს. თუ მჟავე ნიადაგი გაქვთ, 100 გრ სოდა 1 ლ წყალში გახსენით. ამ სითხით წინასწარ გაფხვიერებული ნიადაგი მორწყეთ. შემდეგ თოხით გაათანაბრეთ.
ნიადაგის გასატუტოვნებლად ნერგების დარგვის დროს თითოეულს მწიკვი სოდა მოაყარეთ. ასე კულტურებს ლპობისგან დაიცავთ.
შეუცვლელი საშუალება ყურძნისთვის
ნაყოფის სხვადასხვა სახის დაავადებისგან დასაცავად ვაზს სოდიანი ხსნარით ნამავენ. 1 ვედრო წყალში 75 გრ სოდა გახსენით. კენკრის მომწიფებისას დაამუშავეთ. შემადგენლობა ყურძნის შაქრიანობას გაზრდის.
სოდაზე დაფუძნებული ხელის დასაბანი საშუალება
ეს ხალხური პროდუქტი ბაღში მუშაობის შემდეგ სასარგებლო იქნება. სოდის და წყლის ნარევი ხელიდან ჭურჭს მოგაშორებთ. ნებისმიერ საპონზე უფრო ეფექტურია. ის კანის ზედა ფენაში აღწევს და ჭუჭყს სწრაფად ხსნის.
სოდა – უსიამოვნო სუნის შთანთქმელი
კომპოსტს შეიძლება დანაწევრების დროს უსიამოვნო სუნი ჰქონდეს. გარდა ამისა, მიკრობების და დაავადების გამომწვევი ბაქტერიების გასამრავლებლად შესანიშნავი საშუალებაა. ყველა ამ პრობლემის მოსაშორებლად კომპოსტს 1 ს/კ საკვები სოდა მოაყარეთ.
ვარდის გაცოცხლება სოდით
ამ მიზნით გამოცდილი მებაღეები ვარდის ბუჩქს შემდეგი ნარევით რწყავენ: 1 ს/კ სოდა, ნახევარი ჩ/კ ნიშადურის სპირტი და 1 ჩ/კ ფორთოხლის წვენი 5 ლ წყალში გახსენით. ასეთი დამუშავების შემდეგ ახალი აღმონაცენები სწრაფად გამოჩნდება და მცენარე უამრავი დაავადებისგან დაცული იქნება.
თეთრებად ღირებული სოდა ბოსტნისთვის უნივერსალური საშუალებაა. პროპორციების დაცვით მავნებლებს, სხვადასხვა დაავადებებს მოიშორებთ და ნაყოფის გემოს გააუმჯობესებთ.