ფიჭვის გირჩების მურაბა არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოა

3544

როგორ მზადდება ფიჭვის გირჩების მურაბა, როდის შევაგროვოთ გირჩები, ამას ჩვენი სტატიიდან გაიგებთ. „პაპარაცი“ საუკეთესო და გამოცდილ რეცეპტს გთავაზობთ, რომელთა დახმარებით ტკბილეულის მომზადებას შეძლებთ. ამასთან მზა პროდუქტის სწორად შენახვასა და გამოყენებაზე გიამბობთ.

როდის შევაგროვოთ გირჩები მურაბის მოსახარშად

გირჩები შეგიძლიათ შეაგროვოთ მაშინ, როცა ჯერ კიდევ ახალი გახსნილი და გამყარებული არაა. მწვანე, რბილი, წებოვანი, 3-4 სმ სიგრძის ნაყოფით შეგიძლიათ მურაბა მოამზადოთ. კლიმატური პირობების მიხედვით გირჩების შეგროვება ზოგან ადრე, ზოგ ადგილას კი გვიან იწყება. როგორც წესი, შეგროვების დრო მაისის შუა პერიოდში იწყება და ივნისის ბოლომდე გრძელდება.

გამოგადგებათ მხოლოდ ის მოსავალი, რომელიც გზებისა და დაბინძურებული ადგილების მოშორებით იზრდება. დაზიანებული და დამპალი ნაყოფი იმწამსვე გადააგდეთ. მას სარგებელი არ მოაქვს. მომზადებამდე, გირჩებს გადახედეთ და ცივ წყალში გარეცხეთ. ზოგიერთი დიასახლისი ნაყოფს ოთხად ან უფრო პატარა ნაჭრებად ჭრის, აქ ყველაფერი ინდივიდუალურადაა. რა თქმა უნდა, მთელი ნაყოფი ქილებში უფრო ლამაზად გამოიყურება.

მურაბის მოსახარშად მინანქრის ან უჟანგავი ფოლადის ქვაბი, სპილენძის ტაშტი ან ვედრო გამოიყენეთ. წინასწარ გაასტელირეთ და თავსახური მოამზადეთ. შესანახად ადგილი გაათავისუფლეთ.

მურაბა შეგიძლიათ როგორც ფიჭვის, ასევე ნაძვის, კედარის გირჩებისგან მოამზადოთ. დღეს კონკრეტულად ფიჭვის გირჩებზე ვისაუბრებთ. მთავარ ინგრედიენტებს სხვადასხვა პროპორციით წყალი, შაქარი და წიწვოვანი მცენარის ნაყოფი წარმოადგენს. მომზადების მეთოდიც განსხვავდება,

ფიჭვის გირჩების მურაბა – რეცეპტები

გირჩის მურაბის მთავარი რეცეპტი:

  1. გემრიელი მურაბის მოსამზადებლად პირველ რიგში, ნაყოფი გარეცხეთ და გამოხდილი წყალი ისე დაასხით, რომ გირჩები რამდენიმე სანტიმეტრით დაიფაროს. ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ (არ აადუღოთ) და 12-14 საათით გააჩერეთ;
  2. მითითებული დროის შემდეგ წყალი გადაასხით და შაქრის ფხვნილს 1:1 პროპორციით აურიეთ. სიროფი (გირჩების გარეშე) დაბალ ცეცხლზე დადგით და გასქელებამდე ადუღეთ, სანამ ლამაზ წითელ შეფერილობას არ მიიღებს.
  3. ნარევს მთელი ან დაჭრილი გირჩები დაუმატეთ და კიდევ 5-7 წუთით ხარშეთ. ადუღების შემდეგ ქილებში მოსახუფად გადაანაწილეთ. ფიჭვის გირჩების მურაბას მოტკბო-მომჟავო და სასიამოვნო გემო აქვს, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. ზამთრისთვის აუცილებლად მოამზადეთ!

დათვების სასტუმრო  – დაქუცმაცებული ნაყოფისგან მზადდება

1 კგ მოსავალზე 1,2 კგ შაქარი და 800 გრ წყალი აიღეთ. გარეცხილი და გადარჩეული ფიჭვის გირჩები წვრილად დააქუცმაცეთ. ცალკე კონტეინერში წყალი აადუღეთ, შაქარი დაუმატეთ და მუდმივად აურიეთ.

როცა შაქარი გადნება, მცირე პორციებით დაჭრილი გირჩები დაუმატეთ და კიდევ 5 წუთით ხარშეთ. თასს ქსოვილი დააფარეთ და სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ. მსგავსი მოქმედება 2-ჯერ გაიმეორეთ. ბოლო ხარშვის შემდეგ, ადუღებული მურაბის მასა მზა ქილებში გადაანაწილეთ და მოხუფეთ.

ფიჭვის გირჩების ასეთი მურაბა ბავშვებს ძალიან მოსწონთ, რადგან გირჩები შეგიძლიათ შეჭამოთ, რაც მთავარია ასე მოქცევა საჭიროა. გახსოვდეთ, ფიჭვის გირჩების მურაბას თავისი სარგებელი და უკუჩვენება აქვს, ამიტომ ძვირფასო მშობლებო ამის შესახებ დეტალურად წაიკითხეთ, სანამ ბავშვებს მისცემთ ან თავად გამოიყენებთ.

გირჩის თაფლი

ფიჭვის გირჩის თაფლის გემო შეუდარებელი გამოდის, მას გამოხატული წიწვოვანი არომატი აქვს, ინგრედიენტები კი იგივეა – ნაყოფი, შაქრის ფხვნილი და წყალი. გარეცხილ გირჩებს წყალი ისე დაასხით, რომ გირჩები ზემოდან 22 მმ-ით დაიფაროს, გაზზე დადგით და დაბალ ცეცხლზე 20-30 წუთით თავდახურული ადუღეთ. 24 საათით გააჩერეთ.

შემდეგ სიროფი გადაასხით, გირჩები ამ რეცეპტში არ დაგჭირდებათ, ამიტომ გადააგდეთ. თაფლი დაახლოებით 90 წუთით ხარშეთ, სანამ არ გასქელდება. შემდეგ ცხელი თაფლი ზამთრისთვის მოხუფეთ.

ბინაში ოთახის ტემპერატურაზე დიდხანს ინახება. სასარგებლო თაფლი ზამთარში არა მხოლოდ გემრიელი, არამედ კარგი ხალხური საშუალება იქნება სურდოს და ბრონქიტის დროს.

ახალგაზრდა გირჩების მურაბა ხარშვის გარეშე

ნედლი ტკბილეული ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს, მაგრამ მისი შენახვა მხოლოდ მაცივარში შეიძლება. დესერტის მოსამზადებლად გარეცხილი ნაყოფი რამდენიმე ნაწილად დაჭერით და შაქარში ამოავლეთ.

ნაჭრები დაფაზე დააწყვეთ, თითოეულს დამატებით შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. როცა ქილა გაივსება, ჩითის თხელი ქსოვილი დაახურეთ და ბნელ, თბილ ადგილას შეინახეთ. შაქრის სწრაფად და თანაბრად გასადნობად ხანდახან ქილები შეანჯღრიეთ.

როცა შაქრის ფხვნილი ბოლომდე გადნება, ქილები კაპრონის თავსახურით მოხუფეთ და მაცივარში შეინახეთ. პროფილაქტიკის მიზნით დილით, უზმოზე 1 ს/კ მიიღეთ და 1 ჭიქა წყალი დააყოლეთ.

როგორ მოვამზადოთ გირჩების მურაბა ხველების საწინააღმდეგოდ

ხველების საწინააღმდეგოდ გირჩების მურაბის მოსამზადებლად 1 კგ ნაყოფზე (რეცეპტით მთელი გირჩები აიღეთ) 3 ლ წყალი დაგჭირდებათ. ინგრედიენტები შეაერთეთ, დაბალ ცეცხლზე მინიმუმ 3 საათით ადუღეთ, შემდეგ 12 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ სითხე ცალკე თასში გადაასხით, შაქრის ფხვნილი 1:1 პროპორციით დაუმატეთ, სიროფი კვლავ ცეცხლზე დადგით და თაფლის მასის მიღებამდე ხარშეთ. მომზადებამდე 5-7 წუთით ადრე, გირჩები კვლავ ჩაუმატეთ. სურდოს, ძლიერი მშრალი ხველის, ანგინის და მსუბუქი ფორმის ტუბერკულოზის დროს 1 ჩ/კ გირჩების მურაბა მიიღეთ.

როგორ მივიღოთ და შევინახოთ მურაბა?

ჯანსაღ, ზრდასრულ ადამიანს ზედა სასუნთქი გზების დაავადების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ანთებითი პროცესების პროფილაქტიკის მიზნით დღეში 1-2 კოვზი ტკბილეულის მიღება შეუძლია. დესერტი სასარგებლოა წნევის ცვლილებების, ინფარქტის და ინსულტის გადატანის შემდეგ. 1 კოვზ სამკურნალო მურაბას პირის ღრუში ჭრილობების მოშუშება შეუძლია.

ფიჭვის გირჩების მურაბა ორსულობის დროს და ძუძუთი კვების დროს ფრთხილად უნდა მიიღოთ – მაქსიმალური პორცია დღეში 0,5-1 ჩ/კ ვიტამინებით და მიკროელემენტებით ძალიან გაჯერებულია, ამიტომ შეიძლება ალერგია და მუცლის ღრუში მტკივნეული შეგრძნება გამოიწვიოს. მაღალი ალერგიულობის გამო დიათეზის თავიდან ასაცილებლად პატარა ბავშვებს ფიჭვის გირჩების მურაბა ¼ ჩ/კ მიეცით და თანდათან 1-2 ჩ/კ-მდე აიყვანეთ. ხანდაზმულ ასაკში დესერტისგან თავი შორს დაიჭირეთ, მასში ნივთიერებების ძლიერი კონცენტრაციაა, რომელიც სისხლის შედედებას იწვევს.

ორგანიზმის მხარდასაჭერად შეგიძლიათ უზმოზე 1 კოვზი მიიღოთ და 1 ჭიქა წყალი დააყოლოთ ან ჩაის დაუმატოთ. პატარა ბავშვებისთვის მთელი ნაყოფი გაჭერით და შუაგულიდან არომატული და სურნელოვანი, წითელი შეფერილობის ფისი ამოიღეთ. ბავშვებს ტკბილეულს სურდოს და მადის დაქვეითების დროს აძლევენ, ამისთვის 1 პატარა კოვზს მურაბას 1 ჭიქა მწვანე ჩაიში ხსნიან. ზრდასრული ადამიანისთვის დოზა ორმაგდება.

გირჩის მურაბა ბნელ, გრილ ადგილას შეინახეთ, სადაც არ გაფუჭდება. გამონაკლისს ნედლი დესერტი წარმოადგენს, რომელიც მაცივარში უნდა შეინახოთ. ყველა სასარგებლო თვისებას 1 წლით ინარჩუნებს. ამ პერიოდში დაავადების თავიდან აცილებასა და განკურნებაში დაგეხმარებათ.

რჩევები გამოცდილი დიასახლისებისგან:

  • გირჩებს წყალი დაასხით, დიდი თასი აიღეთ. გირჩებს ტივტივის თვისება აქვთ;
  • გირჩების მურაბის მომზადების დროს სიროფი მაქსიმალურად გააგრილეთ – ასე უფრო მეტ მკვებავ ნივთიერებას დააგროვებს;
  • ძლიერი გასქელების არ შეგეშინდეთ – ძალიან სქელი ტკბილეული ყოველთვის შეგიძლიათ წყალში გახსნათ.

და კიდევ, გირჩები არ გადააგდოთ, შეგიძლიათ შეჭამოთ – ყველაზე სასარგებლო ელემენტი ვარდისფერ ფისში მდებარეობს, რომელიც ნაყოფის შიგნით იმალება. ფიჭვის გირჩის მურაბა აუცილებლად შეგიყვარდებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს