სწრაფი შოკოლად–ბანანის ტორტი ცხობის გარეშე

0
1651

დღეს „პაპარაცი“ გთავაზობთ ტორტის რეცეპტს ფხვიერი ნამცხვრით, რომელსაც ცხობა არ სჭირდება. საბედნიეროდ, გემრიელი დესერტის მოსამზადებლად მხოლოდ 15 წუთი დაგჭირდებათ. თუმცა ეს ტორტი მთელი დღე გაგახარებთ. ასე, რომ მზადებას სწრაფად შეუდექით!

ფხვიერი ნამცხვრის ტორტი ცხობის გარეშე

ინგრედიენტები:

  • 400 გრ შაქრიანი ფხვიერი ნამცხვარი
  • 180 გრ კარაქი
  • 10 გრ ჟელატინი
  • 100 მლ წყალი
  • 400 გრ არაჟანი
  • 100 მლ რძე
  • 6 ს/კ შაქარი
  • 3 ს/კ კაკაო
  • 2 ბანანი
  • შოკოლადი გასაფორმებლად

მომზადება:

1. პირველ რიგში, ჟელატინს წყალი დაასხით. ამის შემდეგ ფხვიერი ნამცხვარი დააქუცმაცეთ. ამისთვის შეგიძლიათ ბლენდერი ან სახეხი გამოიყენოთ, თუმცა ბლენდერით საქმეს უფრო სწრაფად მორჩებით, თან უფრო მოსახერხებელია. შემდეგ დაქუცმაცებულ ფხვიერ ნამცხვარს გამდნარი კარაქი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

2. აიღეთ ფორმა, სჯობს სახსნელი ფორმა გამოიყენოთ. მასში ფხვიერი ნამცხვრის ნაფშვენი გადაიტანეთ. მარტივი ცომი ფორმის ძირში კოვზით თანაბრად გადაანააწილეთ და კარგად ჩატუმბეთ.

3. ამის შემდეგ პატარა ქვაბი აიღეთ და გაზქურაზე დადეთ. რძე ჩაასხით, შაქარი და წყალში გასივებული ჟელატინი დაუმატეთ. ასევე კაკაო დაუმატეთ. მასა გააცხელეთ და მუდმივად აურიეთ, სანამ ჟელატინი ბოლომდე არ გაიხსნება. თუმცა ადუღებამდე არ უნდა მიიყვანოთ, რადგან ჟელატინი თავის თვისებებს დაკარგავს. ერთგვაროვან შოკოლადის მასას არაჟანი დაუმატეთ და აურიეთ.

4. ბანანს ქერქი მოაშორეთ, ნახევარი ბანანი შუაზე სიგრძეზე გაჭერით. შემდეგ ბანანის ნაჭრები ტორტზე მოათავსეთ და შოკოლადის მასა დაასხით. თუ ბანანი ზემოთ ამოდის, კოვზით ან ჯოხით ოდნავ ჩატუმბეთ. ამის შემდეგ ტორტი მაცივარში შეინახეთ. 2-3 საათში ფორმა ფრთხილად მოხსენით და გახეხილი შოკოლადით გააფორმეთ.

ამ რეცეპტით წარმოუდგენლად ნაზი შოკოლადი–ბანანის დესერტი გამოგივათ, რომელიც თქვენ ნამდვილად მოგეწონებათ. გემრიელად მიირთვით!