ხაჭოკვერა შოკოლადის ჭიქურით. მაღაზიაში ნაყიდზე 100-ჯერ უფრო გემრიელია

0
642

ტკბილი ხაჭოკვერა შოკოლადის ჭიქურით ყოველთვის წარმოუდგენლად გემრიელი იყო. განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს შინაურული ხაჭოკვერაა თვითნაკეთი შიგთავსით. თუ ბავშვობაში ასეთს არ გიკეთებდნენ, დროა თქვენი ბავშვების განებივრება ისწავლოთ. ან საკუთარი თავი გაანებივრეთ, რადგან უკვე დიდი ხართ და შეგიძლიათ საკუთარ თავს ამის უფლება მისცეთ.

შინაურული ხაჭოკვერა

ამ რეცეპტით საკმაოდ მსხვილი ხაჭოკვერა გამოგივათ. გთავაზობთ 2 სხვადასხვა მეთოდს, როგორ გააფორმოთ ხაწოკვერა. თქვენ ის ვარიანტი აირჩიეთ, რომელიც უფრო მოგწონთ.

ინგრედიენტები ხაჭოს მასისთვის:

  • 360 გრ ხაჭო
  • 40 გრ კარაქი
  • 50 გრ შაქრის ფხვნილი
  • მწიკვი ვანილი

ინგრედიენტები ჩვეულებრივი ჭიქურისთვის:

  • 150 გრ შავი შოკოლადი
  • 30 გრ მცენარეული ზეთი

ინგრედიენტები ჭიქური როშესთვის:

  • 250 გრ შავი შოკოლადი
  • 80 გრ მცენარეული ზეთი
  • 100 გრ კაკალი

მომზადება:

1. ხაჭოს შაქრის ფხვნილი, გამდნარი კარაქი და ვანილი დაუმატეთ. თუ ხაჭო მსხვილია, წინასწარ წვრილ საცერზე ან სახეხზე გახეხეთ. სჯობს რბილი და პასტის მსგავსი ხაჭო გამოიყენოთ.

2. ამის შემდეგ ხაჭოს მასა (ყველა ინგრედიენტი) დააბლენდერეთ. შეგიძლიათ გემო გაუსინჯოთ და დარწმუნდეთ, რომ სიტკბო საკმარისია. ამის შემდეგ მიღებული მასა საკონდიტრო ტომარაში ჩადეთ. ასე მუშაობა გაგიადვილდებათ.

3. დრო მოვიდა შოკოლადი მოამზადოთ. წყლის ორთქლზე ან მიკროტალღურ ღუმელში გაადნეთ. თუ მეორე ვარიანტს აირჩევთ, ყოველ 30 წამში შოკოლადი ღუმელიდან გამოიღეთ და აურიეთ.

4. როცა შოკოლადი ბოლომდე გადნება, მცენარეული ზეთი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

5. ამის შემდეგ სუფთა სილიკონის ფორმა აიღეთ. ისეთი, როგორიც სურათზეა ნაჩვენები. რა თქმა უნდა, თქვენ შეიძლება სხვა ფორმის და ზომის გქონდეთ.

6. თითოეულ ორმოში ცოტა შოკოლადი ჩაასხით და ფუნჯით კედლებსა და ძირზე გადაანაწილეთ. შემდეგ ფორმა რამდენიმე წუთით საყინულეში შედეთ.

7. ახლა პროცესი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ: შოკოლადი ჩაასხით, კედლებზე თანაბრად გადაანაწილეთ და კვლავ მაცივარში შეინახეთ რამდენიმე წუთით.

8. როცა შოკოლადი გამაგრდება, ხაჭოს მასა დაუმატეთ. შიგთავსისთვის შეგიძლიათ კარამელი მოამზადოთ ან შინაურული მურაბა გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში ხაჭოს მასით ფორმა ნახევრად გაავსეთ, შემდეგ შიგთავსი ჩაასხით და ბოლოს ხაჭოთი ბოლომდე გაავსეთ. ოღონდ შოკოლადისთვის 2 მმ დატოვეთ.

9. ამის შემდეგ ზემოდან შოკოლადი ფრთხილად მოასხით და საყინულეში შეინახეთ. 1,5-2 საათში შეგიძლიათ სილიკონის ფორმიდან ამოიღოთ და ისიამოვნოთ.

მეორე მეთოდი

ეს მეთოდი უფრო მარტივი და სწრაფია. ამ მეთოდით შოკოლადი საყინულიდან გამოღების შემდეგ არ გალღვება.

1. იგივე სილიკონის ფორმა აიღეთ და ხაჭოს მასით ბოლომდე გაავსეთ.

2. ამის შემდეგ ფორმა საყინულეში მინიმუმ 2 საათით გააჩერეთ. მთავარია, რომ მასა კარგად გამაგრდეს.

3. სანამ ელოდებით, ჭიქური როშე მოამზადეთ. ამისთვის შოკოლადი გაადნეთ, მცენარეული ზეთი დაუმატეთ. შემდეგ კაკალი წვრილად დაჭერით და ტაფაზე შეწვით. ყველაფერი აურიეთ და ჭიქური მაღალ ჭიქაში ჩაასხით.

4. გაყინული ხაჭოკვერა ჩანგლით ან დანით დაიჭირეთ და შოკოლადის ჭიქურაში ჩაუშვით. ხაჭოკვერას ძალიან დაბალი ტემპერატურის გამო შოკოლადი წამიერად მიეკვრება. სწორედ ამიტომ, შეგიძლიათ ხაჭოკვერით ახლავე ისიამოვნოთ.

ვიმედოვნებთ თქვენც ასეთი გემრიელი გამოგივიდათ. შინაურული ხაჭოკვერა შესანიშნავი დესერტია, რომელიც ყველა ბავშვს უყვარს. რა უნდა ვთქვათ ბავშვებზე, უფროსებიც მასზე გიჟდებიან.