ქაცვის წვენი ზამთრისთვის – ქარვისფერი სასმლის სასარგებლო თვისებები და რეცეპტი

6689

ზამთრისთვის ქაცვის მომზადება იწყება მოსავლის აღებისთანავე, ოღონდ უნდა იცოდეთ, როდის და როგორ უნდა მოკრიფოთ ქაცვი. არსებობს რამდენიმე მეთოდი ამის გასაკეთებლად, თუმცა, ყველაზე მარტივია: პირველი ყინვის დროს მოკრიფეთ მოყინული კენკრა ხიდან, ყველაზე საინტერესოა ქაცვისგან წვენის დაწურვა პირდაპირ ტოტიდან.

ეს კენკრა სავსეა ვიტამინებითა და მინერალებით, მისი სასარგებლო თვისებების წყალობით, წვიმიან შემოდგომაზე თავიდან აიცილებთ გაციებას, ხოლო ზამთარში იმუნიტეტს გაიძლიერებთ.

ქაცვის წვენის რეცეპტი

  1. 1 კგ კენკრა ამოარჩიეთ, გარეცხეთ და გააშრეთ ხელსახოცზე.
  2. ჩაალბეთ მდუღარე წყალში 3-4 წუთით, მოათავსეთ საწრეტზე, რომელიც ქვაბზეა მოთავსებული.
  3. დაწურული სითხე აადუღეთ და დაუმატეთ 2-2.5 ჭიქა შაქარი.
  4. ურიეთ კრისტალების სრულად გახსნამდე.
  5. ცალკე გაატარეთ კენკრა საცერში ან ბლენდერში, დაუმატეთ მასას მიღებული სიროფი და გაათბეთ +80 °…+85 °С-მდე.
  6. ჩაასხით სასმელი გასტერილებულ ბოთლებში და დაახურეთ თავსახურები.

სასარგებლო თვისებები

  • სასმელი ზრდის სისხლში ცილისა და ერითროციტების შემცველობასა და გემოგლობინის დონეს.
  • ქაცვის წვენი სასარგებლოა გასტრიტის, კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადებების, ღვიძლის, ყელის პრობლემების, ანთებითი პროცესების, გინეკოლოდიური დაავადებების დროს.
  • C ვიტამინი, რომელსაც კენკრა შეიცავს, ცხიმების ნეიტრალიზების საშუალებაა, ამიტომ პროდუქტი სხვადასხვა დიეტის დროს გამოიყენება.
  • ნექტარი ანეიტრალებს სხვა მედიკამენტების მავნე ზემოქმედებას, რამდენადაც ორგანიზმიდან ტოქსინებს დევნის.
  • ფეხმძიმეებში, მეძუძურ დედებსა და ბავშვებში, დღეში რამდენიმე წვეთი წვენი გაზრდის იმუნიტეტს, ხელს უწყობს ბავშვის ჯანმრთელ განვითარებას, ამარტივებს მშობიარობას.
  • ესაა მულტივიტამინური, სამკურნალო და უბრალოდ გემრიელი პროდუქტი, რომელიც ყველა სახლის საწყობში უნდა ინახებოდეს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს