როგორ მოვიყვანოთ იდეალური წიწაკა: თითქოს მაღაზიაში იყიდეთ

411

როგორ მოვიყვანოთ ბულგარული წიწაკა სახლის პირობებში, თანაც ფანჯრის რაფაზე? ეს ძალიან მარტივია. ჩვენს დღევანდელ სტატიაში ჩვენ ვეცდებით, ამ შესანიშნავი და სასარგებლო ჰობის ყველა საჭირო ნიუანსი გაგაცნოთ.

ახალი წიწაკების მოსავლის მისაღებად, ქალაქგარეთ ნაკვეთის შეძენა საჭირო არაა. ბოსტნეულს მხოლოდ თქვენი ხელით, გრამი ქიმიის გარეშე მოიყვანთ. ამისთვის ცოტაოდენი ძალისხმევა და, მაგალითად, მაიონეზის რამდენიმე ქილა დაგჭირდებათ.

ბულგარული წიწაკა სახლის პირობებში

ნათურები

უპირველეს ყოვლისა, უნდა დარწმუნდეთ იმაში, რომ თქვენი საცხოვრებელი წიწაკის მოსაყვანად შესაფერისია. სამხრეთი და ცენტრალური რეგიონები შესანიშნავი მდებარეობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგჭირდებათ სპეციალური ნათურები მცენარეებისთვის.

ჩვეულებრივი ნათურები ამ მიზნით არ გამოდგება: ისინი არც ისე დიდხანს ძლებს, ცუდად ფანტავს სინათლეს და მუდმივად ხურდება. საბოლოო ჯამში, ნებისმიერ ნერგს მოაკლდება სინათლე და ახალგაზრდა მცენარე, თუ გადარჩება, ზედმეტად სუსტი იქნება კარგი მოსავლისთვის.

ლუმინისცენტური ნათურა გაცილებით პერსპექტიული ვარიანტია. იგი უფრო მეტ სინათლეს გვაძლევს, თითქმის არ ხურდება და დიდხანს გვემსახურება. ზოგიერთ მაღაზიაში, მათზე ხანგრძლივი გარანტია მოქმედებს, ამიტომ ეს ნათურები სწორედ ამ მიზნისთვისაა ზედგამოჭრილი.

დღეისათვის, ყველაზე საინტერესო ვარიანტია შუქდიოდური ნათურები, რომლებიც უფრო მეტ სინათლეს იძლევა, ვიდრე ლუმინისცენტური, უფრო დიდხანს ძლებს და საერთოდ არ ხურდება. რაც ყველაზე მთავარია, არსებობს მრავალფეროვანი სპექტრის ნათურები, ამიტომ შეიძლება მცენარეების კონკრეტული სახეობისთვის ყველაზე შესაფერისი სანათები აირჩიოთ. სახლში მოყვანილ ბულგარულ წიწაკას ასეთი უყვარს.

ნიადაგი

წიწაკებისთვის შესაფერისია მხოლოდ დაბალი მჟავიანობის ნიადაგი. პირდაპირ მაღაზიაში იკითხეთ დაბალი pH-ის ნიადაგი, ეს საკმარისი იქნება. თუ ჩვეულებრივი მიწის აღება გადაწყვიტეთ, გირჩევთ ასეთი ნაზავის აღებას: 2 წილი კორდის მიწა, 1 წილი ნეშომპალა, 1 წილი ქვიშა. ბუნებრივია, ყველაფერი სუფთა უნდა იყოს, ზედმეტი ნაგვის გარეშე.

თესლი

გასაკვირია, თუმცა, თქვენთვის გამოდგება მაღაზიაში ნაყიდი ტკბილი წიწაკებიდან ამოღებული თესლი. განსაკუთრებით, ნარინჯისფერი და წითელი ბოსტნეული. უბრალოდ გამოიყენეთ წიწაკების რბილობი დანიშნულებისამებრ, თესლი კი გამოაშრეთ რამდენიმე დღით.

ამის შემდეგ, აიღეთ თქვენთვის მოსახერხებელი პატარა ჭურჭელი და დააფინეთ ფსკერზე ჩვეულებრივი ხელსახოცი. საღებავებისა და სპირტიანი დანამატების გარეშე. დაასველეთ იგი და ფრთხილად დაალაგეთ ზედაპირზე თესლი, ერთმანეთისგან თითო სმ დაშორებით.

ახლა უკვე შეგიძლიათ ხელსახოცი დაალბოთ, ან დაახუროთ ცელოფანი და დახვრიტოთ რამდენიმე ადგილას. თესლის მორწყვა უფრო იშვიათად შეიძლება, სამ დღეში ერთხელ, მაგალითად.

ამრიგად, თესლი 14-20 დღეში გაღვივდება. ამის შემდეგ, წიწაკის თესლი წამოიზრდება და მათი გადარგვა უკვე შესაძლებელი იქნება.

სახლში ბულგარული წიწაკის დარგვა უმჯობესია თებერვლის ბოლოდან მარტის დასაწყისამდე, ზამთარში (თუ კარგად გაანათებთ), ივლისის ბოლოდან სექტემბრის დასაწყისამდე. ორიენტირდით იმაზე, რომ ამოცენების შემდეგ მცენარეს ბევრი მზის შუქი დასჭირდება.

მოვლა

უმჯობესია, თითოეული თესლი ცალკე კონტეინერში, ნიადაგში დათესოთ. ასე ისინი ერთმანეთს არ შეუშლიან ხელს და ფესვებიც არ გადაიკვანძება. ამ მომენტიდან, მცენარე ძალას მოიკრებს მზის გულზე ან ნათურის ქვეშ. ნერგები უნდა მორწყოთ დღეში ან ორ დღეში ერთხელ. გამოიყენეთ თბილი წყალი.

ოთახის ტემპერატურა 25 გრადუსს არ უნდა ჩასცდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარეს შეიძლება დაეწყოს უსარგებლო სტრესი, რომელიც უარყოფითად აისახება მის ზრდასა და, შესაბამისად, მოსავალზე.

წიწაკები ორ კვირაში ერთხელ უნდა შეასუქოთ. 3 ლ წყალზე აიღეთ 6 ს.კ. ხის ფერფლი და ამ მასით მორწყეთ მცენარეები. ფერფლის გარდა, შეგიძლიათ აზოტზე დამზადებული სპეციალური საშუალებები გამოიყენოთ. გამოდგება მრავალძარღვას ან ჭინჭრის ნახარშები.

სახლის ბულგარული წიწაკა: მოსავალი

წიწაკა თვითმტვერვადი მცენარეა. თუმცა, ზოგიერთმა სპეციალისტმა შენიშნა, რომ მას დახმარება ხელს არაფერში შეუშლის. ამისთვის, ყველა ყვავილის შიდა ნაწილს რამდენჯერმე გადაატარეთ ფუნჯი. მსგავსი რამ მხოლოდ ერთი სახეობის მცენარეებზე უნდა გააკეთოთ, თორემ მომდევნო თესლი გაფუჭდება.

პირველი წიწაკა მოწყვიტეთ, მცენარემ მთელი ძალა მასზე რომ არ დახარჯოს და ყვავილები არ ჩამოსცვივდეს. რამდენადაც წიწაკა ფანჯრის რაფაზე უნდა გაიზარდოს, ბუჩქზე 4-5 ნაყოფზე მეტი არ გააჩეროთ, მცენარე რომ არ გადაღალოთ.

თესლი, რომელსაც მოსავლიდან ამოიღებთ, ჯანმრთელ მცენარეებად იქცევა. მათი შენახვის ვადა მაქსიმუმ 5 წელია. წარმატებები ამ საინტერესო და სასარგებლო საქმეში. დაე, მოსავალმა თავისი სიუხვითა და მრავალფეროვნებით გაგახაროთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს