კომბოსტოსა და სტაფილოს სალათი – საუკეთესო ვარიანტი ჯანსაღი ვახშმისთვის

815

კომბოსტოსა და სტაფილოს სალათი ძალიან სწრაფად მზადდება, თანაც, უკვე დიდი ხანია პოპულარულია თავისი დაბალკალორიულობისა და ვიტამინური შემცველობის წყალობით. იგი არაჩვეულებრივი კერძია ვახშმისთვის – მსუბუქი და მარტივად მოსანელებელი.

დაბალკალორიული სალათის რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 500 გ წვრილად დაჭრილი კომბოსტო
  • 1 ც სტაფილო
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 4 ს.კ. 3%-იანი ძმარი
  • 2 ს.კ. მცენარეული ზეთი

მომზადება

  1. დაჭერით კომბოსტო, მოაყარეთ მარილი, დაუმატეთ ძმარი და მოათავსეთ ემალის ჭურჭელში.
  2. შემდეგ დადგით ეს ჭურჭელი დიდ ცეცხლზე და გაათბეთ, სანამ კომბოსტო მოცულობაში არ შემცირდება – ამას დაახლოებით 3 წუთი სჭირდება.
  3. არ დაგავიწყდეთ ბოსტნეულის მუდმივი მორევა, თორემ მიიწვავს.
  4. გამორთეთ ცეცხლი და გააგრილეთ კომბოსტო, ხოლო სტაფილო გაფცქვენით და დახეხეთ მსხვილად ან გამოიყენეთ სტაფილოს კორეულად მომზადების მეთოდი და დაუმატეთ ბოსტნეული კომბოსტოს.
  5. ბოსტნეული კარგად შეურიეთ, შეაზავეთ ზეთითა და შაქრით და მოურიეთ კიდევ ერთხელ – თუ დიდი რაოდენობით წვენი გაჩნდა – გადაასხით.
  6. შედგით მზა კერძი მაცივარში რამდენიმე საათით, შემდეგ გაიტანეთ მაგიდაზე გარნირის სახით.

გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს