ანდრეი ტკაჩევი რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ღვთისმსახური, მოძღვარი და მისიონერია. მამაკაცმა განსაკუთრებული პოპულარობა მაშინ მოიხვეჭა, როცა უკრაინულ მართლმადიდებლურ არხზე წამყვანი გახდა. მართალია, მამა ანდრეის ზოგიერთი ნათქვამი არაერთხელ გააკრიტიკეს, თუმცა მისი ერთი აზრი ჩვენ საინტერესოდ გვეჩვენა. მან დაწვრილებით ახსნა, თუ რაში მდგომარეობს ოჯახში ბავშვის როლი. საინტერესოა, დაემთხვევა თუ არა იგი თქვენს აზრს? მოდით, განვიხილოთ.
ბავშვის როლი ოჯახში
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ოჯახური ურთიერთობის სიმტკიცე იმაზეა დამოკიდებული, არის თუ არა ბავშვი ოჯახში. მეტიც, ხშირად, სწორედ ეს ბავშვები ხდებიან ქორწინების კეთილდღეობის საყრდენი. მეუღლეები მიისწრაფვიან ბავშვის შეძენისკენ. თუმცა, არის თუ არა ბავშვი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის მიზანი? აი, რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით მოძღვარი.
-“ბავშვი ოჯახური ცხოვრების საიდუმლოს გასაღებია. თუ თვლით, რომ ქმარი და ცოლი ბავშვებისთვის უნდა ცხოვრობდნენ, ძალიან ცდებით. ბავშვი ოჯახური ურთიერთობის მიზანი სულაც არაა. პირიქით, ეს ქორწინების კანონზომიერი ნაყოფია. ესეც მაშინ, თუ ღმერთს სურს. თუმცა, იგი ამას ყოველთვის არ აკეთებს.
მაგალითად, ქალმა ჩაიტარა მძიმე ოპერაცია, რომელმაც მას შვილის გაჩენის შესაძლებლობა წაართვა. თუმცა, ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ქორწინება ამის გამო არასრულყოფილი, არანორმალურია? დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ქორწინების მიზანი გულწრფელი ურთიერთსიყვარული და სრული ურთიერთგაგებაა ცოლსა და ქმარს შორის.
ხანდახან, განქორწინების მსურველი მეუღლეები ერთად დარჩენას, თითქოს, ბავშვების გულისთვის ცდილობენ. თუმცა, ნუთუ ასეთი ოჯახური ცხოვრება ბედნიერებას მოიტანს? ბავშვი ხომ იმისთვის არ გაჩენილა, დანგრევის პირას მყოფი ურთიერთობები რომ იხსნას. თუ მეუღლეებს ერთმანეთი აღარ უყვართ, მათ ვერც ქალიშვილი და ვერც ვაჟიშვილი ვერ დაეხმარებათ ამ პრობლემის გადაჭრაში.
საინტერესოა, რომ ცოლი და ქმარი ერთმანეთის ნათესავები არ არიან. თუმცა, ჩემი აზრით, ეს ერთი სრულყოფილი ადამიანია. სამყაროში ხომ არ არსებობს არავინ იმაზე ახლო, ვიდრე ცოლი და ქმარი. მეტიც, ბავშვებიც კი უფრო შორს არიან მშობლებისგან, ვიდრე ცოლი და ქმარი – ერთმანეთისგან.
თუმცა, რეალურ ცხოვრებაში, როგორც წესი, შვილები უფრო მეტად უყვართ, ვიდრე მეუღლეები. როგორც ბავშვებს უყვართ დედები მათ მეორე ნახევარზე მეტად. ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, რომ ესაა ღვთაებრივი კანონების დაუშვებელი დარღვევა. განვმეორდები, ცოლი და ქმარი ერთი სრულყოფილი არსებაა. ამიტომ, მათ ერთმანეთი ყველაზე უფრო მეტად უნდა უყვარდეთ.
დარწმუნებული ვარ, ნორმალური ოჯახური ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცოლი და ქმარი თავს სრულად დებენ ურთიერთობაში. პირველი ნაჭერი საყვარელ ადამიანს უნდა მისცეთ, პირველი ლოცვა მას უნდა მიუძღვნათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნუ გაგიკვირდებათ მუდმივი სირთულეები და ცხოვრებისეული პრობლემები.
მაშ, რა როლი აკისრია ოჯახში ბავშვს? მარტივია: პატარა სასიყვარულო კავშირების კანონზომიერ შედეგად უნდა იქცეს. ბავშვი ვერ გადაარჩენს ურთიერთობას, თუმცა, მისი გაძლიერება შეუძლია. თუმცა, ამავდროულად, იგი ხელს არ უნდა უშლიდეს ცოლსა და ქმარს ერთმანეთის სიყვარულში.
ბავშვის როლი ოჯახში
ვაღიარებთ, მოძღვრის აზრი არაერთმნიშვნელოვანია. ერთი მხრივ, მართლაც უცნაურია ოჯახური ურთიერთობების დამყარება მხოლოდ ბავშვის გასაჩენად. იმაზე ხომ ზედმეტია ფიქრიც კი, რომ ბავშვს ქორწინების გადარჩენა შეუძლია. რა თქმა უნდა, რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია. თუმცა, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, როგორ მოეკიდოთ ამ პოზიციას.
ახლადგამომცხვარი დედა და მამა მაშინვე ვერ ხვდებიან, რამდენად ძლიერია ბავშვის როლი ოჯახში. მშობლები მას მხოლოდ დროთა განმავლობაში განსაზღვრავენ. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს იგი, უნდა გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ოჯახურ ურთიერთობაში უნდა სუფევდეს სიყვარული და ჰარმონია. მხოლოდ მაშინ, ოჯახს ელის მშვიდი და ბედნიერი ცხოვრება.
გაგვიზიარეთ თქვენი აზრი და შთაბეჭდილება კომენტარებში.