რისი გაკეთება შეიძლება ჭურჭლის ძველი ღრუბლებისგან

2153

სამზარეულოს ღრუბელი ამ ოთახში ერთ-ერთი ყველაზე ჭუჭყიანი ნივთია. როგორც წესი, აქამდე ღრუბელს ყოველ ათ დღეში ვცვლიდი და ძველს ნაგვის ურნაში ვუძახებდი. ერთხელაც ვნახე, როგორ იყენებენ ამ “ნაგავს” ჩემი მეგობრები.

ამის შემდეგ, ნაცნობების გამოკითხვა დავიწყე და აღმოვაჩინე, რომ პარალონის ძველი ღრუბლების გამოყენება კიდევ ბევრი სასარგებლო რამისთვის შეიძლება. ამ სტატიაში რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ.

სად წავიღოთ სარეცხი ღრუბლები

დრენაჟი ოთახის მცენარეებისთვის

როგორც მისი უმცროსი ნათესავი – ფლორისტიკული ღრუბელი – სამზარეულო ღრუბელიც იწოვს სითხეს და, აუცილებლობისამებრ, დიდი რაოდენობით წყალსაც გასცემს. მოხერხებულმა მებაღეებმა ეს საშუალება დიდი ხნის წინ მოიფიქრეს და გამოიყენეს კიდევაც.

ამოჭერით ღრუბელში ქოთნის დიამეტრზე ცოტათი ნაკლები ზომის ნაჭერი. ჩაუშვით იგი ქოთანში რბილი მხარით ზემოთ და დააყარეთ ნიადაგი. ახლა, უხვი მორწყვის შემთხვევაში, წყალი ქოთნის ლამბაქში არ ჩაიწრიტება, ღრუბელში შეიწოვება. როცა ნიადაგი გაშრება, ღრუბელი თანდათან დაუბრუნებს მას შემონახულ წყალს.

მიწათმოქმედების დამხმარე საშუალება

იგივე ხრიკი გამოადგებათ სათბურის მფლობელებსაც. თუ ცხელი ამინდია, მცენარეების რეგულარულად მორწყვა კი არ გამოგდით, შემონახული ღრუბელი გიშველით.

საგულდაგულოდ დაალბეთ ძველი ღრუბლები წყლით და მცენარის ძირებთან დაალაგეთ. მისგან გამოსული სითხე თანდათან დაატენიანებს ნიადაგს და არ მისცემს მცენარეებს გახმობის საშუალებას.

თესლის გასაღვივებელი საშუალება

ღრუბელი ამ დავალებას ძალიან კარგად უმკლავდება. სველი პარალონი რამდენიმე ადგილას ჩაჭერით და ჭრილებში მოათავსეთ თესლები. დაახურეთ კიდევ ერთი სველი ღრუბელი.

შემდეგ დაასხით წყალი გამშვირვალე პლასტმასის კოლოფში და დაახურეთ თავსახური. ახლა გაახვიეთ მთელი ეს კონსტრუქცია პოლიეთილენის ფირში და გამათბობელთან ახლოს მოათავსეთ. 1-2 კვირაში თესლი ამოცენდება.

ლაქის მოსაშორებელი საშუალება

უბრალოდ მოათავსეთ ღრუბელი მცირე ზომის შუშის ქილაში. დაასველეთ იგი ლაქის მოსაშორებელი სითხით და უნივერსალური საშუალება მზადაა. გამოყენების შემდეგ, ქილას დაახურეთ და გამოიყენეთ ხელმეორედ, საჭიროებისამებრ.

იატაკისა და სხვა ზედაპირების დასაცავი საშუალება

ძველი ღრუბლისგან შეიძლება საფენების გამოჭრა, რომლებიც ანტივანდალური მასალის როლს შასრულებს. თუ მათ ლარნაკის ან ავეჯის ფეხებზე მიაწებებთ, გალაქულ იატაკსა თუ პლასტმასის რაფას დაკაწრვისგან დაიცავს.

ფეხსაცმლის სარეცხი საშუალება

ძალიან ჭუჭყიანი ღრუბელიც კი გამოდგება ფეხსაცმლის საწმენდად. რა თქმა უნდა, ამ დავალებას იდეალურად გაუმკლავდებოდა მელამინის ღრუბელი. თუმცა, მისი სპეციალურად შეძენა საჭირო არაა, ძველი ღრუბლები ყოველთვის ხელთ გაქვთ და არც დაგენანებათ.

ფეხსაცმლის გასაწმენდად, დაალბეთ ღრუბელი და გახეხეთ ნივთი. მყარი მხარე გამოიყენეთ ძირისა და მყარი ჭუჭყის გასარეცხავად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს