კიტრის შინაურული კონსერვების მოყვარულებს ხშირად აინტერესებთ, თუ როგორ მოამზადონ მარილწყალი გამჭვირვალე და გემოთი მსუბუქი, რომ სუფრაზე გატანისას ბოსტნეული არა მხოლოდ გემრიელი, არამედ გარეგნულადაც მადის აღმძვრელიც იყოს.
ვპასუხობთ: სინამდვილეში ამ საკითხს კომპლექსურად უნდა მიუდგეთ. თეთრი ნადები და უსიამოვნო სუნი უამრავი კულინარიული შეცდომის შედეგია. ასეთი რამ რომ არ მოხდეს, ყველა შეცდომა განვიხილოთ.
როგორ მოვამზადოთ მარილწყალი
მიზეზი 1. ჰერმენტულობა
თეთრი ნადები აუცილებლად გაჩნდება, თუ მოხუფულ ქილაში თუნდაც ცოტა ჰაერი მაინც ხვდება. თეთრი ობისთვის ეს საკმარისია, რომ მთელი კერძი გააფუჭოს. კარგი დიასახლისი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ:
- თავსახურის ხარისხი საკმაოდ კარგია და ჰაერს ნამდვილად არ უშვებს;
- ქილის ყელი წესრიგშია და ჩატეხილი არაა;
- მოსახუფი ინსტრუმენტი გამართულია;
ეს ძირითადი მომენტებია, რომლებშიც დარწმუნებული უნდა იყოთ.
მიზეზი 2. სტერილურობა
აქ ყველაფერი მარტივადაა. ჭურჭელი და თავსახური კარგად გასტერილებული უნდა იყოს. კიტრი – გარეცხილი. წინააღმდეგ შემთხვევაში კონსერვში მავნე მიკროორგანიზმები გაჩნდება და გამრავლდება, რომლებიც პროდუქტს გააფუჭებენ.
მეთოდი 1. ქილების თავსახურები მდუღარე წყალში მოათავსეთ და მინიმუმ 5 წუთით გააჩერეთ. თავად ქილებში მეოთხედ ნაწილამდე სუფთა წყალი ჩაასხით და მიკროტალღურ ღუმელში მაქსიმალურ სიძლიერეზე 3-5 წუთით ჩართეთ.
მეთოდი 2. ქვაბი წყლით შუამდე გაავსეთ და აადუღეთ. აქ თავსახურები ჩაყარეთ. ზემოდან საწური ან კარგი საცერი დაადეთ, მასზე კი ქილები ყელით ქვემოთ. პატარა ქილები ასე 6-8 წუთით გაასტერილეთ, დიდი სამლიტრიანი ქილები დაახლოებით 25-30 წუთით.
მეთოდი 3. ცივ ღუმელში ქილები და თავსახურები რეზინის გარეშე (რომ არ გადნეს) ჩააწყვეთ. ქილები ღუმელში 110 გრადუს ტემპერატურაზე დაახლოებით 20 წუთით გააჩერეთ. მისი მოცულობა მნიშვნელოვანი არაა. ამის შემდეგ რამდენიმე წუთით გაგრილება აცადეთ, რომ შედეგად მინა არ გასკდეს.
მიზეზი 3. შენახვის პირობები
კონსერვის შესანახად ტემპერატურა 0-დან 7 გრადუსამდე უნდა იყოს. სახლის პირობებში ქილები ზუსტად 3 დღე გაძლებს, შემდეგ კი პროდუქტის გაფუჭების რისკი არსებობს.
მიზეზი 4. კიტრის „ქიმიურობა“
ნიადაგში ქიმიური სასუქის არსებობა მცენარეზე კარგ გავლენას არ ახდენს. რა უნდა ვთქვათ კონსერვზე: სწორედ ნიტრატები იწვევენ კერძის ზედაპირზე თეთრი ფირს. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი პროდუქტის გამოყენებას არ გირჩევთ. თუმცა კიტრი თეთრი ფირით შეგიძლიათ მიირთვათ (დიდი სურვილის შემთხვვაში), თუ:
- კიტრი თეთრი სითხის მიღმა ჩანს;
- ქილის თავსახური შებერილი არაა;
- გამუქებიდან 3 დღეზე ნაკლები გავიდა;
- კიტრს მარილწყლის სუნი აქვს და არა მყრალი სუნი;
ასეთი კიტრი კარგად უნდა გარეცხოთ და გამოიყენოთ, როგორც ინგრედიენტი, მაგალითად, „სალიანკასთვის“.
დასკვნა. რეკომენდაციები
- დაკონსერვებამდე პროდუქტები კარგად გარეცხეთ.
- მაქსიმალურად ნატურალური კიტრი გამოიყენეთ, რომელიც ქიმიკატების გარეშეა გაზრდილი.
- რეცეპტს მიჰყევით, საკუთარი სურვილით არაფერი დაამატოთ ან მოაკლოთ.
- იოდიზირებული მარილი არ გამოიყენოთ.
- მხოლოდ სტერილური და მთელი ჭურჭელი გამოიყენეთ. იგივე ეხება თავსახურს და დამჭერ მოწყობილობას.
- მარილწყალი 2–ჯერ უნდა აადუღოთ. ძმარი ბოლოს დაუმატეთ.
ვიმედოვნებთ, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, რომ შეცდომები არ დაუშვათ და წამომწყება წარმატებით დაასრულოთ.