როგორ დავძლიოთ ქრონიკული დაღლილობა

0
281

ასეთი სასმლის მომზადება უმარტივესია. საკმარისია, ყველაფერი აადუღოთ, გააგრილოთ და გადაწუროთ. შედეგი კი შესანიშნავი იქნება. სასმელს საკმაოდ სპეციფიკური გემო აქვს, თუმცა, მას სწრაფად შეეგუებით. მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ეს წამალი სულ რამდენიმე დღეში აღადგენს ორგანიზმის ძალებს.

სასმლის მოქმედება

ნაყენის მთავარი ინგრედიენტია ბანანი, რომელიც მდიდარია კალიუმით, მაგნიუმითა და ფოსფორით. კალიუმი აძლიერებს ყველა კუნთის ბოჭკოს, მათ შორის, გულის კუნთსაც. ფოსფორი კი გვეხმარება ნახშირწყლების მონელებაში. სხვათა შორის, გადამწიფებული ბანანის გამოყენებაც შეგიძლიათ – სასმლის მოქმედება არ შესუსტდება.

რაც შეეხება დარიჩინს – იგი გვეხმარება ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებებთან, გაფანტულ სკლეროზთან და მენინგიტთან, უნაყოფობასთან და შაქრის მაღალ დონესთან ბრძოლაში. მთავარია, აირჩიოთ დარიჩინის ჩხირები და არა ფხვნილი.

ინგრედიენტები:

  • 200 მლ წყალი
  • 2 ც ბანანი
  • 2 ჩხირი დარიჩინი

მომზადება და გამოყენება

  1. ჩააგდეთ დარიჩინი ცივ წყალში და აადუღეთ. დაჭერით ბანანი რგოლებად, ჩაყარეთ დარიჩინიან წყალში და ისევ აადუღეთ.
  2. გააგრილეთ და გადაწურეთ. მიირთვით დაძინებამდე 1 საათით ადრე.

თუ ამ საძილე საშუალებას უახლოესი კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს მიირთმევთ, დაივიწყებთ საკვების მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, გაგიუმჯობესდებათ მეხსიერება და აიწევს ჰემოგლობინი. ეს სასმელი განსაკუთრებით სასარგებლოა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში – აძლიერებს იმუნიტეტს.