როგორ შევწვათ თევზი უსუნოდ, ზეთის შხეფების, ზედმეტი ცხიმის და ჭუჭყის გარეშე

8808

შემწვარი თევზი წარმოუდგენლად გემრიელია. როგორ შეიძლება ხრაშუნა, ოქროსფერი ქერქის და შიგნით ნაზი ხორცის ცდუნებას გაუძლოთ. ამ კერძის ერთადერთი ნაკლი მომზადების პროცესია. სამზარეულო ივსება უსიამოვნო სუნით, რომელიც შეიძლება მთელ სახლში გავრცელდეს. ხოლო ცხიმის შხეფებზე ფიქრიც კი არ მსურს. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ შევწვათ მოივა არასასურველი მომენტების გარეშე.

ეს მეთოდი სხვა თევზის შეწვის დროსაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასეთ ხრიკს იყენებენ დიდი გამოცდილების მქონე მეთევზეები. მათ ნამდვილად იციან თევზის მომზადების ყველა საიდუმლო ხრიკი. თუ მათ რჩევებს გამოიყენებთ, სამზარეულო შეწვის შემდეგაც სუფთა დარჩება. აიღეთ თევზი და მოდით, გამოვცადოთ!

როგორ შევწვათ მოივა უსუნოდ და ცხიმის შხეფების გარეშე

მოივა კარგია იმით, რომ შეწვის შემდეგ მზესუმზირასავით იჭმება. პატარა ხრაშუნა თევზი ლუდთან შესანიშნავად წავა ან ფილმის ყურების დროს პოპკორნს თავისუფლად ჩაანაცვლებს. აი, მისი სწორად შეწვა ყველამ არ იცის. მოივას საკმაოდ სპეციფიკური და არც თუ ისე სასიამოვნო სუნი აქვს. რა გავაკეთოთ?

პირველ რიგში, კარგად გარეცხეთ და თევზი გაწმინდეთ. სულ ცოტა წიწაკა და მარილი მოაყარეთ.

ტაფა კარგად გაახურეთ და მზესუმზირას ზეთი დაასხით. ზეთს მარილი მოაყარეთ. ასე თევზის შეწვის დროს შხეფების გაჩენას თავიდან აიცილებთ. თევზი ტაფიდან მარილს შეიწოვს, სწორედ ამიტომ, წინასწარ ზედმეტად დამარილება არ ღირს.

უმი კარტოფილი აიღეთ, გარეცხეთ და რგოლებად დაჭერით. 2-3 ნაჭერი ტაფაზე მოათავსეთ და მოივასთან ერთად შეწვით. ასე თევზის სუნის გაქრობას შეძლებთ.

სუფთა, მშრალ პაკეტში ფქვილი ჩაყარეთ, რომ მასში თევზი ამოავლოთ. რაც უფრო ბევრი თევზი გაქვთ. მით უფრო მეტი ფქვილი დაგჭირდებათ.

თევზი პაკეტში ჩადეთ და კარგად შეანჟღრიეთ. ასე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოივას საფანელით დაფარავთ და სამზარეულოს სისუფთავეს შეინარჩუნებთ.

ახლა ისღა დაგრჩენიათ თევზი ტაფაზე გადაიტანოთ და მომზადებამდე შეწვათ. აუცილებლობის შემთხვევაში კარტოფილი ახალი ნაჭრით ჩაანაცვლეთ.

მხოლოდ 3 მარტივ ხრიკს შეუძლია დიასახლისს კოშმარები მოაშოროს. ახლა ზეთის ლაქებზე ნერვიულობა აღარ მოგიწევთ. სამზარეულოში მზა კერძის სასიამოვნო სუნი იტრიალებს, ხოლო მიმწვარის სუნი წარსულში დარჩება. ამიერიდან, გემრიელი და სასარგებლო თევზი თქვენი სუფრის ხშირი სტუმარი გახდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს