რატომ უნდა ჩადოთ ორქიდეას ქოთანში ყინულის კუბები

464

ორქიდეა ფალენოპსისი ოთახის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მცენარეა. როგორც წესი, მას უკვე აყვავებულს ვყიდულობთ. თუმცა, დგება მომენტი, როცა ყვავილები ცვივა და მცენარის მფლობელი იწყებს იმაზე ფიქრს, თუ რას “აშავებენ” მოვლის დროს.

ამ სტატიაში ჩვენი რედაქცია გეტყვით, თუ რატომ არ ყვავის ორქიდეა და როგორ შეიძლება ამ პრობლემის გამოსწორება.

ზოგადად, ფალენოპსისის ყვავილობის საშუალო ხანგრძლივობა 3 თვეს არ აღემატება. ჩვეულებრივ, ეს წელიწადში ორ-სამჯერ ხდება. ყვავილობას შორის დროის ინტერვალი რამდენიმე თვემდე მერყეობს.

ორქიდეას ყვავილების გაშლის ულამაზესი მომენტის დაჩქარებაში შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ:

როგორ ავაყვავოთ ორქიდეა

  1. შეუქმენით ორქიდეას ტემპერატურული ცვლილებები: დადგით ქოთანი ღამით გრილ ადგილას (15 გრადუსამდე).
  2. შეზღუდეთ აზოტის რაოდენობა სასუქში. ფოსფორი კი დაუმატეთ, რამდენადაც სწორედ ეს ნივთიერება ასტიმულირებს ყვავილობას.
  3. დაატენიანეთ ჰაერი მცენარის გარშემო.
  4. მოათავსეთ ორქიდეას ქოთანი 5 დღით ბნელ ადგილას. 3 კვირაში, იგი კვირტებს გამოიღებს. ეს საშუალება მხოლოდ ზრდასრული და ჯანმრთელი მცენარეებისთვის უნდა გამოიყენოთ.
  5. მორწყვის ნაცვლად, ქო თანში ჩაალაგეთ ყინულის რამდენიმე კუბი – ასე იგი უფრო სწრაფად აყვავდება.

6. თუ შენიშნეთ, რომ მცენარეს, რომელიც არ ყვავის, აქტიურად ეზრდება ფესვები ან ფოთლები, ესე იგი, მას განვითარების პერიოდი აქვს. მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ უნდა ელოდოთ მის აყვავებას. მოითმინეთ.

რაც ყველაზე მთავარია – ორქიდეას შესაფერისად უნდა მოუაროთ. მას უყვარს სინათლე და ეშინია ზედმეტი სითხის. იქნებ, თქვენც გაქვთ ამ პრეტენზიული მცენარის მოვლის თქვენეული მეთოდები? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს