ძველი თაობიდან წარსულის ამბები ხშირად გვესმის. ჩვენი ბებიები და ბაბუები სსრკ–ს ნივთებს აქებენ და მათ გამძლეობას ხაზს უსვამენ. გარდა ამისა, გასული საუკუნის სხვადასხვა კერძებს დღემდე ამზადებენ და კვების პროდუქტების მაღალ ხარისხს იხსენებენ. მაგრამ ნამდვილად ასეთი გემრიელი იყო საბჭოური საჭმელი? დღეს ამის შესახებ გიამბობთ.
ჩვენ მიჩვეული ვართ სუპერმარკეტებში ვაჭრობას და სხვადასხვა მწარმოებლების ნდობას, მაგრამ პროდუქტის შემადგენლობაზე დახედვა ყველას არ ახსენდება. არადა ფერადი ეტიკეტის მიღმა შეიძლება იმალებოდეს ბევრი დანამატი, არომატის გამაძლიერებელი და კონსერვანტი. შეიძლება თუ არა საბჭოური საკვები თანამედროვეს შევადაროთ და რატომ ითვლება დღემდე ეტალონად?
საბჭოური საჭმელი: 6 საინტერესო ფაქტი
გემოს დანამატების არ ქონა
კვების პროდუქტები მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისგან მზადდებოდა. პირველ რიგში, პროდუქტში არ შედიოდა საღებავები და გემოს გამაძლიერებლები. მეორეც, მასში კონსერვანტებს არ ამატებდნენ. სწორედ ამიტომ, კვების პროდუქტებს უფრო ნაკლები შენახვის ვადა ჰქონდათ, ვიდრე მიჩვეული ვართ. ნატურალური შემადგენლობა საჭმლის გემოზე გავლენას ახდენდა. გასაოცარი არაა, რომ ის ყოველთვის ერთნაირად კარგი იყო და ხალხს მასში ეჭვი არ ეპარებოდა.
სტანდარტები
აბსოლუტურად ყველა კვების პროდუქტი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა. სწორედ ამიტომ, არც ერთ საწარმოს უფლება არ ჰქონდა, რომ მკაცრი სტანდარტები არ დაეცვათ. გარდა ამისა, წესების დარღვევა კანონით ისჯებოდა.
ხორცის პროდუქტები
სსრკ–ში ხორცის პროდუქტები განსაკუთრებით ხარისხით გამოირჩეოდა. პირველ რიგში, ხორცის ნებისმიერი შემცვლელი აკრძალული იყო. მეორეც, ძეხვის მოსამზადებლად მხოლოდ ხორცი გამოიყენებოდა. არანაირი სუბპროდუქტი და ხორცძვლოვანი ფქვილი. თანამედროვე წარმოებაში კი მაქსიმუმ 30% ნატურალური ხორცი გამოიყენება. დანარჩენი კი დანამატები და შემცვლელებია.
რძის პროდუქტები
სსრკ მაღაზიის დახლებზე რძის პროდუქტებით სიმრავლით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ყველა შესაძლო პოზიცია მხოლოდ ნატურალური შემადგენლობის იყო. რძეში ან ხაჭოში სახამებელს და კონსერვანტებს არ იყენებდნენ. სწორედ ამიტომ, პროდუქტები გაცილებით ცოტა ხნით ინახებოდა, ვიდრე თანამედროვე იოგურტი და სხვა პროდუქტი.
ჩაი
განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ინდური ჩაი შეფუთვაზე სპილოს გამოსახულებით. ამ პროდუქტში არანაირი არომატული დანამატი ან საღებავი არ იყო. უფრო მეტიც, სასმელს სპეციალურ ჩაიდანში ამზადებდნენ. თანამედროვე დაპაკეტებული ჩაი კი შეგიძლიათ ცივ წყალში დააყენოთ. ეს საკმარისია, რომ მის ხარისხში ეჭვი შეგეპაროთ.
დეფიციტი
საბჭოური წარმოების აშკარა პლიუსების მიუხედავად, ხაჭოს დეფიციტი ხშირი შემთხვევა იყო. ბევრი კვების პროდუქტი მაღაზიის დახლებიდან უბრალოდ ქრებოდა. მაგალითად, ბანანი ფუფუნებად ითვლებოდა და მისი ყიდვა ყოველთვის შესაძლებელი არ იყო.
ვერ უარყოფთ, რომ იმ დროს მაღალი ხარისხის პროდუქტებს აწარმოებდნენ. საბჭოური კვების პროდუქტები მკაცრი სტანდარტით იწარმოებოდა. ვიმედოვნებთ, რომ თანამედროვე საწარმოები და ქარხნები ამ საკითხს უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდებიან. თქვენ გახსოვთ საბჭოური საჭმელები?