რატომ არ შეიძლება წყლის განმეორებით ადუღება

1966

მდუღარე წყლის პრობლემა ბევრს აწუხებს. დღეს „პაპარაცი“ ეცდება ისეთ მნიშვნელოვან კითხვებს გასცეს პასუხი, რომლებიც ამ თემას ეხება.

მდუღარე წყალი

რატომ ადუღებს ხალხი წყალს? ითვლება, რომ ონკანის წყლის გამოყენება ჩაის ან ყავის გამოსაყენებლად არ ღირს, თუ წინასწარ არ დაამუშავებთ.

წყლის ნაწილობრივ გაწმენდა შეიძლება ადუღებით, დაყენებით ან ფილტრის დახმარებით. წყლის ადუღება ყველაზე სწრაფი და ეფექტური მეთოდია.

წყალი დუღილის შემდეგ ჟანგბადით ღარიბი ხდება, თუმცა დუღილის წყალობით შეგვიძლია ჩაი ან ყავა გავიკეთოთ.  დუღილის შემდეგ ჰიდროკარბონატი ნადებად გადაიქცევა, ამიტომ წყლის ჩაიდანში დიდხანს დატოვება არ შეიძლება. დროთა განმავლობაში ნადები ნაწილობრივ წყლის ხსნარში გადადის.

აი, რამდენიმე მარტივი წესი, რომელთა დახმარებით მდუღარე წყლის მოხმარებით კარგ განწყობას შეინარჩუნებთ.

წყლის ადუღების და მისი შენახვის წესები

1. წყლის რამდენჯერმე ადუღება არ ღირს. თუ ადუღებამდე წყლის შეცვლის შესაძლებლობა გაქვთ, აუცილებლად ასე მოიქეცით. ასევე შეგიძლიათ თავიდანვე ცოტა წყალი ჩაასხათ.

2. ანადუღარი წყალი ცალკე ჭურჭელში შეინახეთ. ჩაიდნის წყალი სჯობს ადუღების შემდეგ იმწამსვე დალიოთ.

  1. არ დაგავიწყდეთ ჩაიდნის ნადებისგან გაწმენდა თვეში ერთხელ მაინც.

4. ანადუღარი წყლის დიდხანს შენახვას აზრი არ აქვს.

5. მაშინაც კი, თუ წყალს ერთხელ ადუღებთ, დიდხანს დუღილი არ ღირს.

თუ თქვენი ჩაიდანი ნადებით დაბინძურებულია, შეგიძლიათ მის მოსაშორებლად ერთ–ერთი ქვემოთ მოცემული მეთოდი გამოიყენოთ.

როგორ მოვიშოროთ ნადები

1. ლიმონის მჟავა როგორც ჩვეულებრივ, ისე ელექტრულ ჩაიდანში ნადებს სწრაფად მოაშორებს. ჩაიდანში წყალი ჩაასხით ისე, რომ მან ნადების ზონა დაფაროს და ლიმონის მჟავა (100 გრ 1 ლ–ზე) დაუმატეთ. წყალი აადუღეთ და გასაგრილებლად დატოვეთ.

2. კერამიკის, მინის, ასევე უჟანგავი ფოლადის ჩაიდანში ნადებს ადვილად გაუმკლავდება სუფრის ძმარი. მოქმედების პრინციპი იგივეა, როგორც ლიმონის მჟავის დროს.

3. სოდა ნებისმიერი ჩაიდნის გასაწმენდად გამოგადგებათ, თუმცა ძალიან ძველ ან სქელ ნადებს შეიძლება ვერ გაუმკლავდეს. წყალი სოდასთან ერთად ადუღებამდე რამდენჯერმე მიიყვანეთ, რომ ეფექტურად გაწმინდოთ.

4. თქვენს ჩაიდანს გაზიანი წყალიც დაეხმარება. სასურველია, გამჭვირვალე გაზიანი წყალი გამოიყენოთ. გაზიანი წყლის ბოთლი გახსენით და გაზის ნაწილს გამოშვების უფლება მიეცით, შემდეგ ჩაიდანში ჩაასხით და აადუღეთ.

ამ მარტივი წესების დაცვით არა მხოლოდ გემრიელი ჩაის დალევას შეძლებთ, არამედ ჯანმრთელობაზეც იზრუნებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს