მართალია, რომ აბუსალათინის ზეთი თმის ზრდას აჩქარებს

700

ჩვენ მოგვწონს ხალხი საუცხოო თმით და ამაში გასაკვირი არაფერია. ლამაზი თმა ხომ ჯანსაღი ქალის კარგი მაჩვენებელია, ამიტომ ქვეცნობიერად გვიზიდავს. აბუსალათინის ზეთის ნიღაბი ერთ–ერთი პოპულარული სააფთიაქო საშუალება გახდა თმის მოვლის რუტინაში. მართლაც ასეთი სასარგებლოა? „პაპარაცი“ ეცდება ამ ნივთიერების მოქმედების მექანიზმი გაანალიზოს და გითხრათ, თუ რას უნდა ელოდოთ მისგან.

ნიღაბი აბუსალათინის ზეთით

აბუსალათინი მცენარეული ზეთია, რომელიც ჩვეულებრივი აბუსალათინისგან მიიღება. თავად მცენარე შხამიანია, მაგრამ გადამუშავების შემდეგ მხოლოდ ზეთი რჩება სახიფათო ნივთიერებების გარეშე. ამ ზეთს მიეკუთვნება ლინოლეურის, რიცინოლის და ოლეინის ცხიმოვანი მჟავები. აბუსალათინიდან მიღებული ზეთი შემდეგ იწმინდება.

აბუსალათინის ზეთს არა მხოლოდ მედიცინასა და ყოფაცხოვრებაში, არამედ თმის მოსავლელად იყენებენ. ამბობენ, რომ ის წარბების, წამწამების, თმის და თავის კანის მდგომარეობას აუმჯობესებს. მაგრამ როგორ?

რიცინოლის მჟავა, რომელსაც აბუსალათინი დაახლოებით 80% შეიცავს, პროსტაგლანდინ E2-ს ლოკალურ გამოყოფას ასტიმულირებს. ეს, თავის მხრივ, კანის სისხლძარღვებს აფართოებს. თუ ზეთის წასმისას კანზე მასაჟურ მოძრაობებს გაიკეთებთ, სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება.

თუ თავის კანის სისხლძარღვებში ბევრი სისხლი გადის, აქ თმის გასაზრდელად უფრო მეტი საშენი მასალაც ხვდება. გამოდის, რომ მოკლე პერიოდში თმის ბოლქვები უფრო მეტ ჟანგბადს და საჭირო მკვებავ ნივთიერებებს იღებს.

ამრიგად, აბუსალათინი თმის ინტენსიურ ზრდას უდაოდ ხელს უწყობს. ასევე დაზიანებული კანი, ფოლიკულა და ბოლქვი სწრაფად აღდგება. თმა ძლიერ მტვრევას შეწყვეტს და ბუნებრივ ბზინვარებას შეიძენს.

აბუსალათინის ზეთი წამწამებისა და წარბებისთვის

გაფრთხილებთ, რომ აბუსალათინის ზეთი წამწამებზე დიდი სიფრთხილით უნდა წაისვათ. თქვენი რქოვანა და სკლერა ყოველ წამს ძალიან სპეციფიკური შემადგენლობის ცრემლით ირეცხება. არ ღირს ამ დახვეწილ პროცესებში ჩართვა, რადგან მცირე რაოდენობის ზეთმაც კი თვალების დატენიანებზე შეიძლება ცუდი გავლენა იქონიოს.

აი, წარბებზე შეგიძლიათ მშვიდად წაისვათ. თავიდან პატარა ნაწილზე მოსინჯეთ რომ ზეთზე ალერგია შეამოწმოთ.

როგორ გამოვიყენოთ აბუსალათინის ზეთი

წარბებზე ზეთი წაისვით და 15 წუთიდან რამდენიმე საათით გაიჩერეთ. ასე ზეთი კანში კარგად შეიწოვება, შემდეგ შეგიძლიათ ჩამოიბანოთ. ასევე აუცილებლად დაიმასაჟეთ.

თმის ძირებში აბუსალათინის ზეთი მხოლოდ მაშინ უნდა წაისვათ, როცა ის ცხიმიანია. ასეთ შემთხვევაში ზეთს შამპუნით ადვილად ჩამოიბანთ. თუ ზეთს სუფთა თმაზე წაისვამთ, მისი მოშორება პრობლემატური იქნება. თუ ცხიმიანი თმისკენ მიდრეკილება გაქვთ, ზეთი ძალიან დიდხანს არ გაიჩეროთ.

თუ იშვიათი და თხელი თმა გაქვთ, ზეთი შეგიძლიათ თმის წვერებზე წაისვათ, რომ დაყოფისგან დაიცვათ. თმა, რომელიც ძლიერ იხვევა, შეგიძლიათ ზეთით მთელ სიგრძეზე დაფაროთ.

ზეთის წასმის შემდეგ თავზე შეგიძლიათ 1–2 საათით პარკი დაიფაროთ. შამპუნით მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოიბანეთ. პროცედურა კვირაში მაქსიმუმ 2–ჯერ გამოიყენეთ, რადგან შეიძლება თმა ცხიმით გადატვირთოთ.

აღსანიშნავია, რომ შედეგს პირველივე გამოყენებაზე ვერ დაინახავთ. ეს პროცედურა წელიწადში 1–2–ჯერ 2–3 კვირიანი კურსით უნდა ჩაიტაროთ. ყოველი კურსის დასრულების შემდეგ არსებით გაუმჯობესებას შეამჩნევთ.

ვიმედოვნებთ, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო იყო და შედეგს აუცილებლად გაგვიზიარებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს