იის ფოთლით გამრავლება ფანჯრის რაფის ამ ხავერდოვანი ლამაზმანებით გავსების მარტივი საშუალებაა.
თუმცა, როგორც ყველა სხვა საქმეს, ამ მეთოდსაც აქვს თავისი ნიუანსები.
დღეს ჩვენ გეტყვით, როგორ დააფესვიანოთ იის ფოთლები, რათა ახალგაზრდა მცენარეებმა შრომისთვის გადაგიხადონ მადლობა, უხვი და ლამაზი ყვავილობით.
იის გამრავლება ფოთლით
ფოთლის შერჩევა
დასარგავი მასალის ხარისხზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ამიტომ, ეცადეთ, აირჩიოთ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ფოთლები შუა რიგიდან. ისინი კარგად დაფესვიანდება და მეტ ნაყოფს გამოიღებს.
მომატებული ტენიანობის პირობებში, იის ფოთლები მშვენივრად ინახება 2-3 დღე. ამიტომ, შეგიძლიათ, ფოთოლი სხვა ქალაქებიდანაც კი ჩამოიტანოთ. ან ფოსტით შეუკვეთოთ.
როგორ მოვჭრათ ფოთოლი
ამისთვის გამოიყენეთ ბასრი დანა ან სამართებელი. მოჭერით ღერო 45-გრადუსიანი დახრილობით.
მისი სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 2-4 სმ-ს. ეს გაართულებს დაფესვიანბის პროცესს. ჭრილის ადგილს უნდა მოაყაროთ დანაყული ნახშირი ან ხის ფერფლი.
დაფესვიანება
მოათავსეთ იის ფოთოლი წყლით სავსე პატარა ჭიქაში. ამასთან, სითხე მხოლოდ ღეროს უნდა ეხებოდეს.
ფოთლის დასაფესვიანებლად, დაახურეთ ჭიქას პოლიეთილენის ფენა და ჩადეთ ფოთლის ღერო მომზადებულ ხვრელში.
ფესვიანი ფოთლის დარგვა
დაფესვიანებას, როგორც წესი, 2-3 კვირა სჭირდება. როცა ფესვების სიგრძე 2 სმ-ს მიაღწევს, ფოთლები შეგიძლიათ გადარგოთ მკვებავი ნივთერებებით სავსე ჭიქაში.
როგორც უკვე დავწერეთ, იას უყვარს ტენიანი ჰაერი, თუმცა, ვერ იტანს წყლის შეკავებას. ამიტომ, ჭიქაში აუცილებლად უნდა მოაწყოთ დრენაჟი.
შეგიძლიათ, ჭიქის ფსკერზე ქაფპლასტმასის ნაჭრები დაალაგოთ. ან ერთი ხვრელიანი ჭიქა მეორე, უფრო დიდ ჭურჭელში ჩადეთ. წარმოქმნილი ჰაერის ინტერვალი ფესვებს ლპობისგან დაიცავს.
ჩადეთ ფოთოლი ნიადაგში ვერტიკალურად, მიწის დატკეპნას არ გირჩევთ. დარგვისთანავე მორწყეთ ნერგი თბილი წყლით.
მორჩების გაჩენა
1-2 თვეში, სწორი მოვლის შემთხვევაში, დარგული ფოთლის გარშემო პატარა ბუჩქი გაჩნდება.
იგი ფოთოლს მაშინ უნდა მოაშოროთ, როცა ნაჯერ მწვანე ფერს შეიძენს. თითოეულ დანაყოფში 3-4 ფოთოლი იქნება, მათი სიმაღლე 3-5 სმ-ს შეადგენს.
რამდენიმე თვეში, ახალგაზრდა ია უკვე მზად იქნება ყვავილების გამოსაღებად. მორთეთ სახლი ამ ლამაზი მცენარეებით და დადებითი ემოციების უზარმაზარ მუხტს იგრძნობთ.