რა მოვამზადოთ შინდისგან: კლასიკური რეცეპტები

2172

ბევრი დიასახლისი იცნობს შინდის სასწაულმოქმედ თვისებებს. თუმცა, ხელის მოკიდებას ყველა ვერ ბედავს – ერიდებიან კურკების გაცლასა და რეცეპტების სირთულეს. გადავწყვიტეთ, ეს შიში გაგიფანტოთ და გითხრათ, თუ რისი მომზადება შეიძლება შინდისგან ისე, რომ მივიღოთ გემრიელი, სასარგებლო და მარტივი კერძი.

დავიწყოთ ტრადიციული ტკბილი კომპოტითა და მურაბით. ბოლოს კი სტერეოტიპებს გავცდებით და გაგაცნობთ უგემრიელესი სოუსის რეცეპტს წიწაკით, მწვანილით, ნივრითა და სუნელებით.

რა მოვამზადოთ შინდით

შინდის უხარშავი მურაბა

ინგრედიენტები:

  • 3 კგ მწიფე შინდი
  • 3 კგ შაქარი

მომზადება

  1. მოასხით შინდს მდუღარე წყალი. გადაღვარეთ სითხე.
  2. მოაყარეთ შინდს შაქარი დიდ თასში.
  3. შეაზილეთ ხელებით, აქციეთ კენკრა ფაფაფ.
  4. დაახურეთ ცელოფანი და გააჩერეთ 2-3 საათი, შაქარი რომ გაიხსნას. ყოველ 30 წუთში მოურიეთ სუფთა კოვზით.
  5. გაატარეთ მიღებული მასა მეტალის წვრილ საცერში. ამასთან, შეგიძლიათ, რამდენიმე კენკრა ხელით აიღოთ და ბადეს უხახუნოთ. დაქუცმაცებული რბილობი საცერს გაივლის, კურკები და მყარი ნაწილები კი საცერზე დარჩება.
  6. რაც დარჩება, არ გადაყაროთ. შეაგროვეთ ნარჩენები ცალკე თასში, დაუმატეთ ცოტაოდენი შაქარი და მოხარშეთ კომპოტი.
  7. მიღებული მურაბა ჩაასხით ქილებში და დაახურეთ სტერილური თავსახურები.
  8. პროდუქტი ინახება როგორც სამზარეულოს კარადაში, ისე მაცივარშიც.

შინდის სწრაფი კომპოტი

ინგრედიენტები:

  • შინდი
  • 100 გ შაქარი 1 ლ კომპოტზე

მომზადება

  1. გაავსეთ ქილა კენკრით მეოთხედ ნაწილამდე.
  2. აადუღეთ წყალი, გაავსეთ კენკრიანი ქილა მდუღარეთი. დაახურეთ თავსახურები და გააჩერეთ 30 წუთით.
  3. გადაასხით სითხე ქვაბში, კენკრა კი ქილაში დატოვეთ.
  4. მოაყარეთ შაქარი. ამისთვის 1 ლ კომპოტზე 100 გ შაქარია საჭირო. თუმცა, თუ შინდი ძალიან მჟავეა ან თქვენ გიყვართ ტკბილი, დაამატეთ.
  5. აადუღეთ წვენი ქვაბში და ჩაასხით ისევ ქილებში.
  6. მოხუფეთ. თუ იმაზე ნერვიულობთ, რომ ქილები არ დასკდეს, შეგიძლიათ, ლიმონმჟავა დაუმატოთ. 1/4 ჩ.კ. 1 ლ კომპოტზე.

შინდის კისელი

ინგრედიენტები:

  • 125 გ შინდი
  • 125 გ შაქარი
  • 3 ს.კ. სიმინდის სახამებელი
  • 1 ლ წყალი

მომზადება

  1. დაასხით შინდის კენკრას ქვაბში წყალი.
  2. დადგით ცეცხლზე და აადუღეთ. ხარშეთ 10 წუთით ნელ ცეცხლზე.
  3. გადადეთ შინდი საცერზე. დახეხეთ პიურეს მდგომარეობამდე. კურკები გადაყარეთ.
  4. დააბრუნეთ დახეხილი კენკრა ნახარშიან ქვაბში. ისევ აადუღეთ.
  5. დაუმატეთ შაქარი და ხარშეთ კიდევ 2 წუთით.
  6. გახსენით სახამებელი წყალში, კენჭები რომ არ დარჩეს.
  7. დაუმაეთ სახამებელი შინდის ნახარშს. კიდევ 1 წუთით ხარშეთ, მოხსენით ქაფი და გამორთეთ.
  8. გაგრილების შემდეგ მოურიეთ, შემდეგ გადაწურეთ მარლაში და მიირთვით.

შინდის მწნილი

ინგრედიენტები:

  • მსხვილი შინდი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 5-6 მარცვალი შავი პილპილი
  • 2-3 კვირტი მიხაკი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 2 ჩ.კ. 9%-იანი ძმარი

მომზადება

  1. დაჭერით ნიორი თხელ ფირფიტებად.
  2. ჩაალაგეთ ქილის ფსკერზე დაფნის ფოთოლი, პილპილი, მიხაკი და ნიორი.
  3. ჩაყარეთ გარეცხილი კენკრა.
  4. დაასხით კენკრას მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20 წუთით.
  5. ამის შემდეგ, გადაღვარეთ სითხე ქვაბში. აადუღთ და კიდევ 5 წუთით ხარშეთ.
  6. ამავდროულად, ჩაყარეთ ქილებში მარილი, შაქარი და ძმარი.
  7. დაასხით მდუღარე წყალი და მოხუფეთ.
  8. ჩააბრუნეთ ქილები და გააგრილეთ საბანში.
  9. შეინახეთ მაცივარში, გემრიელად მიირთვით!

შინდის ცხარე სოუსი

ინგრედიენტები:

  • 3 კფ მწიფე შინდი
  • 100 გ ქინძი
  • 2 თავი ნიორი
  • 1 ჩ.კ. ქინძის თესლი
  • 100 გ წითელი ცხარე წიწაკა
  • 1 ჩ.კ. შავი პილპილის მარცვლები
  • 1 ჩ.კ. სურნელოვანი პილპილის მარცვლები
  • 3 ჩ.კ. ხმელი სუნელი
  • 3 ჩ.კ. ხმელი რეჰანი
  • შაქარი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • 30-40 მლ ღვინის ძმარი

მომზადება

  1. გარეცხილ შინდს დაასხით წყალი და აადუღეთ.
  2. ხარშეთ 10-15 წუთით.
  3. კენკრა გადადეთ თასში და აცადეთ გაგრილება. კენკრის ნახარში არ გადაღვაროთ, კიდევ დაგჭირდებათ.
  4. დახეხეთ გაგრილებული შინდი მსხვილ საცერში. კურკები შეგიძლიათ გადაუაროთ.

5. ჩაყარეთ გაცრილი მასა ნახარშში. ურიეთ ერთგვაროვნებამდე.

6. დადგით ქვაბი ცეცხლზე, ააადუღეთ და ნელ ცეცხლზე 15 წუთით ხარშეთ. დაუმატეთ მარილი და შაქარი გემოვნებით.

7. შავი პილპილი, ხმელი რეჰანი და ქინძი წინასწარ დააფქვიეთ.

ჩაყარეთ ბლენდერში მწვანილი, ნიორი და ცხარე წიწაკა. დაუმატეთ დაფქული სუნელები, ხმელი სუნელი, ღვინის ძმარი და შინდის ნახარში.

9. ათქვიფეთ ყველაფერი ბლენდერში, ერთგვაროვანი პიურეს მიღებამდე.

10. მიღებული მასა ჩაასხით შინდიან ქვაბში.

11. მოურიეთ და ხარშეთ კიდევ 15 წუთით.

12. ამავდროულად, გაასტერილეთ ქილები და თავსახურები.

13. ჩაასხით ცხელი სოუსი ქილებში. მოხუფეთ, ჩააბრუნეთ და გააგრილეთ ბოლომდე.

14. მზა სოუსი ოთახის ტემპერატურაზე უნდა შეინახოთ.

თქვენ რას ამზადებთ შინდით?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს