როგორ მოვიქცეთ, თუ ხმალა გახმა და უსიცოცხლო იერი მიეცა

0
1050

გლადიოლუსი (ხმალა) ბავშვობიდან ჩემი საყვარელი ყვავილი იყო. მახსოვს, პირველ კლასში რომ მივდიოდი, დედაჩემმა მომცა ყვავილი, რომელიც ჩემზე მაღალი იყო. ასე ამომიცნო პირველკლასელების ბრბოშიც. ახლა უკვე თავადაც შემიძლია ამ სილამაზის გაზრდა. მინდა გაგიზიაროთ მისი მოვლის რეკომენდაციები და გასწავლოთ. როდის უნდა ამოთხაროთ მისი ბოლქვები.

როდის ამოვთხაროთ ხმალას ბოლქვები

ძველ დროში, ზამბახისებრთა ოჯახის ამ მცენარეს აღიქვამდნენ სარეველად, რომელიც ხორბლის მინდვრებზე იზრდებოდა. თუმცა, დროთა განმავლობაში, ხალხმა გაიაზრდა, თუ რამდენად ლამაზია ეს ყვავილი და დაიწყეს მისი მოყვანა ბაღებში. ახლა ეს მრავალწლიანი ბუჩქი ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი და მარტივად მოსავლელია.

ეს ულამაზესი მცენარე მოსავლელად პრეტენზიული სულაც არაა. უბრალოდ საგულდაგულოდ შეარჩიეთ ფერები და სახეობა. არსებობს მისი 200-ზე მეტი სახეობა. ერთი ბოლქვიდან ერთი მორჩი ამოდის, რომელიც 150 სმ-მდე სიმაღლეს აღწევს.

თანამედროვე მებაღეები უპირატესობას ჰიბრიდულ ან ჯუჯა გლადიოლუსებს ანიჭებენ უპირატეობას, თუმცა, არანაკლებ პოპულარულია ველური სახეობებიც. ყველაზე ხშირად იხილავთ იისფერ ყვავილებს ჭაობისფერ ხმალაზე, რომელიც ალპურ მთებში იზრდება. აგრეთვე, აუცილებლად შეხვდებოდით დასათესავ სახეობასაც. მას ლამაზი იისფერი ან ვარდისფერი ყვავილები აქვს, ზარის ფორმის.

ამ მცენარის გამრავლების რამდენიმე გზა არსებობს. მათ შორის ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდია დაკვირტვა, რომლის დროსაც 1 ბოლქვისგან 20-მდე ნერგს ვიღებთ. იგი მიწიდან უნდა ამოიღოთ და დააშოროთ დედა-ბოლქვს ყვავილების ამოყრისთანავე.

გახსოვდეთ, რომ დარგვამდე აუცილებლად უნდა გააცალოთ ბოლქვს კანი. აგრეთვე, გვირჩევენ ბოლქვის დამუშავებას ზრდის სტიმულატორით. დარგეთ მცენარე მხოლოდ მაშინ, როცა ტემპერატურა ათ გრადუსს მაინც მიაღწევს და ნიადაგის ზედა ფენა გათბება.

ხმალას უყვარს სინათლე და წყალი. არავითარ შემთხვევაში არ დარგოთ იგი ჩრდილში ან წყალთან ახლოს. სასურველია, მორწყოთ ყოველ მეორე დღეს, ხოლო თუ ზაფხული ცხელია, ყოველ საღამოსაც. არ გაზარდოთ ყვავილები ერთსა და იმავე ადგილას ორ წელზე მეტხანს. ასეთ შემთხვევაში, მცენარე შეიძლება გახმეს და დაკარგოს ლამაზი ყვავილები.