მოშუშული ქათმის ხორცი, ალბათ, ყველაზე წარმატებული კონსერვია სწრაფი და ნოყიერი კერძის მოსამზადებლად. ფრინველის ხორცი მეტნაკლებად დიეტურად და სხვა დანარჩენ სახეობებს შორის უფრო სასარგებლოდ ითვლება. სწორედ ამიტომ, ასეთი კონსერვი თითოეული ოჯახის წევრის რაციონში შეგიძლიათ ჩართოთ.
დღეს „პაპარაცი“ გთავაზობთ მოშუშული ხორცის კონსერვის უნივერსალურ რეცეპტს. დრო რომ არ დავკარგოთ, სჯობს ამაში თავად დარწმუნდეთ.
მოშუშული ხორცის კონსერვი
ინგრედიენტები:
- 1 ქათმის ხორცი
- მარილი გემოვნებით
- შავი წიწაკა დაფქული (გემოვნებით)
- 3 დაფნის ფოთოლი
- შავი წიწაკის მარცვლები
- წყალი
მომზადება:
- პირველ რიგში, ქათმის ხორცი პორციებად დაჭერით და ძვლები მოაშორეთ. შემდეგ ქვაბში ყველა ძვალი, ფრთების ქვედა ნაწილი და ფეხები, ასევე ქათმის ზურგი მოათავსეთ. შემდეგ წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე ხარშეთ.
- შემდეგ 1,5 ლიტრიანი ქილები თავსახურებთან ერთად გაასტერილეთ და კარგად გაშრობა აცადეთ. შემდეგ თითოეულ ქილში 1 დაფნის ფოთოლი, რამდენიმე შავი წიწაკის მარცვალი მოათავსეთ და ხორცით შუა ნაწილამდე გაავსეთ. შემდეგ თითოეულ ქილას ცოტა მარილი და დაფქული წიწაკა დაუმატეთ, შემდეგ ბოლომდე ხორცით გაავსეთ.
- ახლა ქილებს თავსახური დაახურეთ და შეათბეთ. ამისთვის ფართო ქვაბი აიღეთ და ძირში სამზარეულოს პირსახოცი დააფინეთ, შემდეგ ქვაბში ქილები მოათავსეთ და თითქმის პირამდე წყალი დაასხით. ქვაბი ქილებთან ერთად ცეცხლზე დადგით და წყლის ადუღებას დაელოდეთ, შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და 5 საათი დაელოდეთ. არ დაგავიწყდეთ წყლის დონის შემოწმება და აუცილებლობის შემთხვევაში დამატება, რომ შემთხვევით არ ადუღდეს.
- მას შემდეგ, რაც ხორცი მოიხარშება, ბულიონი (წინასწარ ძვლებიდან მომზადებული) დაასხით და ქილები მოხუფეთ.
ბოლოს ისღა დაგრჩენიათ კონსერვები თბილად შეფუთოთ და გაგრილება აცადოთ. პროდუქტი მშრალ და გრილ ადგილას შეინახეთ, ან სჯობს მაცივარში შეინახოთ.
დარწმუნებული ვარ, ასეთი გემრიელი და ნაზი ხორცი ჯერ არ გიჭამიათ. მოშუშული ქათმის ხორცი კარტოფილის კერძებს, ასევე მაკარონის ნაწარმს შესანიშნავად შეავსებს.
მოუთმენლად ველოდებით მიღებული შედეგის შთაბეჭდილებებს. გემრიელად მიირთვით!