ტაფამწვარს მხოლოდ ასე ვამზადებ. ეს კერძი მეუღლეს ბავშვივით უხარია

1041

თუ საუზმეზე ტრადიციული ომლეტი ან ტაფამწვარი უკვე მოგბეზრდათ, დროა საკუთარი თავი და ახლობლები კულინარიული აღმოჩენით გაახაროთ. ამ კერძით დილის ტრაპეზი არა მხოლოდ ნოყიერი და გემრიელი, არამედ დახვეწილიც იქნება.

კვერცხი „ორსინი“ ცნობილი მხატვრის, კლოდ მონეს საყვარელი კერძია და ეს გასაოცარი არაა. კვერცხი წარმოუდგენლად ჰაეროვანი და მსუბუქი გამოდის, თითქოსდა ნაზი სუფლეა. „პაპარაცი“ ყველაზე უჩვეულო საუზმის მომზადებას გთავაზობთ.

კვერცხი „ორსინი“

ინგრედიენტები:

  • 3 კვერცხი
  • ¼ ჩ/კ მარილი
  • 50 გრ კარაქი

მომზადება:

1. კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ.

2. ცილას მწიკვი მარილი დაუმატეთ და კარგი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. შემდეგ საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და კარაქი წაუსვით.

3. კოვზით ათქვეფილი ცილა დააწყვეთ და თითოეულში მცირე ჩაღრმავება გააკეთეთ.

4. თითოეულ ჩაღრმავებაში კვერცხის გული მოათავსეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით აცხვეთ.

ეს შესანიშნავი საუზმეს თქვენს გულს დაიპყრობს. თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს