სად ჩავყაროთ სარეცხი ფხვნილი ისე, რომ მანქანა დიდხანს არ გაფუჭდეს

0
21517

სად ჩავყაროთ სარეცხი ფხვნილი? ეს არც ისეთი მარტივი კითხვაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. მის გარშემოც ტყუილად კი არ მიმდინარეობს მუდმივი დავა.

თითქოს-და არსებობს ინსტრუქცია, რომელიც შავით თეთრზე ამბობს: “ჩაყარეთ საჭირო რაოდენობის სარეცხი საშუალება სპეციალურ უჯრაში.” თუმცა, ჩვენი დაკვირვებული დიასახლისების დაჟინებული მზერა აქაც ამჩნევს მწარმოებელთა შეცდომას.

ამბობენ, ფხვნილი არაეფექტურად გამოიყენება, იჭედება დანაყოფში, მილებში და ა.შ. არის თუ არა სიმართლის მარცვალი ამ მტკიცებაში და რამდენად მნიშვნელოვანია უჯრის დანაყოფები? მოდით, ახლა ამ კითხვებს ერთად ვუპასუხოთ.

სად ჩავყაროთ სარეცხი ფხვნილი

უჯრის დანაყოფების დანიშნულება

სხვადასხვა წარმოების სარეცხი მანქანის უჯრები სხვადასხვანაირად გამოიყურება. ჩვეულებრივ, ისინი სამ ნაწილადაა დაყოფილი. იმის გაგება, თუ რომელი მათგანი რისთვისაა გათვლილი, მასზე დატანილი ნიშნებით შეიძლება.

ციფრი 1 ან ასო “ა”, ჩვეულებრივ, აღნიშნავს დანაყოფს, რომელშიც ფხვნილს წინასწარი რეცხვის დროს ყრიან. მე, მაგალითად, მას ძალიან იშვიათად ვიყენებ. ციფრი 2 ან ასო “ბ” შეესაბამება რეცხვის ძირითადი ციკლის დანაყოფს. ყვავილით ან ვარსკვლავით დანიშნულია სავლების, დამარბილებლისა და კონდიციონერის ჭურჭელი.

თუ თქვენს მანქანაზე ნიშნები არაა ან არ ჩანს, უბრალო გამოცდილებას დაეყრდენით.  ჩართეთ მანქანა სწრაფი რეცხვის რეჟიმზე, ჩალბობის გარეშე. გახსენით უჯრა და ნახეთ, სად ჩადის წყალი. უჯრის ეს ნაწილი იქნება მეორე (B).

რა უნდა გავაკეთოთ, თუ ფხვნილის ჩაყრა რეცხვის დაწყებამდე დაგავიწყდათ

ვერტიკალური ჩაყრის მანქანებში ფხვნილის დანაყოფი თავსახურის ქვეშაა მიმაგრებული. მისი გახსნა რეცხვის დროს კი, დიდი ალბათობით, არ გამოვა. გვერდითა ჩაყრის მანქანებში კი უჯრის გაღება და ფხვნილის ჩამატება ნებისმიერ მომენტში შეიძლება.

თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ პროგრამაც და ფხვნილის ჩაყრა რეცხვის შესაფერისი ეტაპის დაწყებამდე უნდა მოასწროთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ჩალბობისას წყალი, პირველ რიგში, დანაყოფ A-ში ხვდება, ხოლო სწრაფი რეცხვის დროს – B-ში. ვარსკვლავით ან ყვავილით დანიშნულ დანაყოფში წყალი რეცხვის ბოლოს ჩადის.

შეიძლება თუ არა ფხვნილის ჩაყრა დოლაბში

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ასეთ ხერხს მხოლოდ დადებითი მხარეები აქვს. პირველ რიგში, ნაკლების ჩაყრა შეიძლება და იგი პირდაპირ მიაღწევს დანიშნულების ადგილამდე.

მეორეც, უჯრა არ ბინძურდება, მანქანაში არსებული შემაერთებელი მილები კი ფხვნილით არ ჩაიხერგება. თუმცა, პრაქტიკაში ყველაფერი ასე კარგად არაა. ამ მეთოდს უარყოფითი მხარე უფრო მეტი აქვს, ვიდრე თვალსაჩინო უპირატესობა.

დავიწყოთ იმით, რომ მწარმოებლების გათვლით, წყალი უჯრაში წნევის გამოყენებით ჩადის. ამასთან, ფხვნილი იხსნება, ქაფდება და მხოლოდ ამის შემდეგ ჩადის თეთრეულთან.

ფხვნილის დოლაბში ჩაყრით, მას უფრო მეტი დრო სჭირდება გასახსნელად. ესე იგი, უნდა გაზარდოთ რეცხვის ხანგრძლივობა და, შესაბამისად, ელექტრობის ხარჯი. მეტიც, გაუხსნელი გრანულები შეიძლება თეთრეულზე დარჩეს. ყველაზე წარუმატებელ შმთხვევაში კი, თეთრ ქსოვილზე ტოვებს ლაქებს.

თუმცა, არსებობს სიტუაციებიც, როცა სარეცხი საშუალების დოლაბში ჩაყრა არამხოლოდ შეიძლება, არამედ რეკომენდებულია მწარმოებლების მიერ. ჩვენ ვგულისხმობთ რეცხვას თხევადი სარეცხი საშუალებების ან აბების, კაფსულების, კუბების გამოყენებით.

დასკვნა

  1. ფხვნილი შეგიძლიათ მანქანის დოლაბში ჩაყაროთ, თუმცა, ეს აუარესებს რეცხვის ხარისხს, ზრდის მის ხანგრძლივობასა და ელექტრობის ხარჯს.
  2. თუ უჯრაში ფხვნილი არ რჩება, ესე იგი, მანქანა უმკლავდება მის გახსნას და მის დოლაბში ჩაყრას აზრი არ აქვს.
  3. თუ ყოველ ჯერზე საჭიროზე მეტ ფხვნილს იყენებთ, იგი დანაყოფში დარჩება. ეს გამოიწვევს მანქანის გაუმართავობას. გაითვალისწინეთ ისიც, რომ რეცხვის რეჟიმში, ძლიერი გაცხელების გარეშე, ფხვნილის ხარჯი მცირდება.
  4. დროთა განმავლობაში, უჯრის ზედაპირზე ჩნდება ჭუჭყი, ობი და სოკოც კი. ჭურჭლის გაწმენდა მარტივია, რამდენადაც მისი გამოღება შეიძლება. ჩვენ უკვე მოგიყევით, როგორ უნდა გაწმინდოთ მეგ-ი, საკანალიზაციო ფილტრები, მოსახსნელი უჯრა და შემავსებელი რეზინები. 

სარეცხი საშუალების უჯრა მანქანის კონსტრუქციაში ტყუილად არ გაჩენილა. მისი კონსტრუქცია წლებითაა გამოცდილი და ეფექტურად ასრულებს თავის ფუნქციებს, აუმჯობესებს რეცხვის ხარისხს. თუ თქვენთვის უფრო მოსახერხებელია ფხვნილის პირდაპირ დოლაბში ჩაყრა, შეიძინეთ სარეცხი საშუალების სპეციალური ფორმები.