დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ მოამზადოთ შინაურული კეტჩუპი პომიდვრით. სოუსი პოპულარული ტყუილად არ გამხდარა. ბევრ ადამიანს მასში უნივერსალობა და მრავალფეროვნება მოსწონს.
კეტჩუპი პომიდვრით
ცოტა რამ ისტორიის შესახებ. სიტყვა „კეტჩუპი“ მოიგონეს ინგლისელებმა, რომლებმაც შეცვალეს მალაიური სიტყვები „ბადრიჯნის წვენი“ შორეული აღმოსავლეთის სოუსის დასასახელებლად. ის სოუსი დღევანდელ კეტჩუპს დიდად არ ჰგავდა, რადგან მის შემადგენლობაში შედიოდა ანჩოუსები, მოლუსკები, ღვინო, ზეთისხილი და სხვა. ამ სოუსების ვარიანტებში პომიდორი არ შედიოდა.
პომიდვრიდან კეტჩუპის გაკეთება ამერიკელებმა ისწავლეს, რის შემდეგ ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სოუსი გახდა მთელ მსოფლიოში.
ინგრედიენტები:
- 1,5 კგ პომიდორი
- 1-2 სტაფილო
- 1 ხახვი
- 4 კბილი ნიორი
- 5-7 მიხაკის კვირტი
- 0,5 ჩ/კ სააფთიაქო პაპრიკა
- 5 ბაჰარის წიწაკის მარცვალი
- 3-4 ს/კ ძმარი
- 5 ს/კ მზესუმზირას ზეთი
მომზადება:
- პომიდორი გარეცხეთ და წვენსაწურით გაწურეთ. თუ ასეთი მოწყობილობა არ გაქვთ, წვენი მარლის დახმარებით ხელით გაწურეთ.
- ხახვი და სტაფილო კუბებად საშუალო ზომაზე დაჭერით. აქ სიზუსტეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
- ღრმა ტაფაში ხახვი სტაფილოსთან ერთად ზეთში შეწვით, სანამ ხახვი გამჭვირვალე არ გახდება. ამის შემდეგ დაუმატეთ პომიდვრის წვენი, წიწაკა, პაპრიკა და რამდენიმე მწიკვი მარილი.
- ახლა სოუსი ზუსტად 1 საათით საშუალო ცეცხლზე ხარშეთ. მთლიანობაში, მისი მოცულობა 2–ჯერ შემცირდება.
- ამის შემდეგ წიწაკის და მიხაკის მარცვლები ამოიღეთ. პომიდვრის პასტა დააბლენდერეთ. ამის გაკეთებას სტაციონალური ბლენდერით მარტივად შეძლებთ, მაგრამ ხელითაც შეიძლება.
- ამის შემდეგ კეტჩუპი კვლავ ქვაბში ჩაასხით და ძმარი დაუმატეთ. ამ ეტაპზე მარილის და სიმჟავის გემო შეაფასეთ და აუცილებლობის შემთხვევაში დაამატეთ.
- სოუსი ადუღებამდე მიიყვანეთ და სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ. მოხუფული ქილები შეგიძლიათ მთელი ზამთარი გრილ ადგილას შეინახოთ. დეტალურად ნახეთ ამ ვიდეოში.
ახლა უკვე იცით, როგორ მოამზადოთ შინაურული კეტჩუპი პომიდვრით. თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.