როგორ გადავრგოთ ნემსიწვერა შემოდგომაზე ისე, რომ შესვენების გარეშე უხვად ყვავილობდეს

0
591

იცი თუ  არა, რომ ადრე ნემსიწვერას თითოეული არისტოკრატის ოჯახში შეხვდებოდით? სამხრეთ აფრიკიდან შემოსულმა უპრეტენზიო ყვავილმა მე-17 საუკუნის თავადაზნაურთა სახლებში თავი დაიმკვიდრა, ხოლო უკვე რამდენიმე ათეულ წელში მისი ნახვა თითქმის ყველგან შეიძლებოდა. დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ მოიქცეთ, რომ ნემსიწვერამ ზამთარ–ზაფხულ, ქუჩასა თუ სახლში თავისი ყვავილობით გაგახაროთ. ამისთვის, შემოდგომაზე ნემსიწვერაზე სათანადოდ უნდა იზრუნოთ.

წლის თბილ დროს ყვავილი ბაღში ან ღია აივანზე თავს კარგად გრძნობს. ნემსიწვერა შეიძლება გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ყვავილობდეს. თუმცა, მომავალი წლისთვის დიდებული ყვავილებით რომ გაგახაროთ, მასზე სექტემბერში უნდა იზრუნოთ.

რატომ უნდა გადარგოთ ნემსიწვერა სახლში?

რთულია ნემსიწვერას სარგებელი სათანადოდ შეაფასოთ. სამშობლობში ცნობილია, როგორც ჭრილობების შემახორცებელი და სადეზინფექციო საშუალება. ითვლებოდა, რომ მას სახლში სიმშვიდე და კეთილდღეობა მოაქვს, რაც შემთხვევითი არაა: ნემსიწვერას ეთერზეთი ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებელ მოქმედებას ახდენს და თავის ტკივილს მკურნალობს.

მის სურნელს მავნებლები ვერ იტანენ! სწორედ ამიტომ, თუ ნემსიწვერას ქოთანს ფანჯარასთან დადებთ ან მის ქვეშ დაკიდებთ, ბუზები სახლში ვეღარ შემოვლენ. ბევრი მავნებელი, მაგალითად ბუგრი, ნემსიწვერას არ უახლოვდება. სწორედ ამიტომ, ოთახის მცენარეების დასაცავად ნემსიწვერას მათ გვერდით დებენ.

როგორ ვიზრუნოთ ნემსიწვერაზე შემოდგომაზე

სექტემბერი – ყვავილის ქოთანში გადარგვის და ზამთარში დამალვის დროა. ზრუნვა ყვავილის გადაჭრასაც გულისხმობს. ამის გარეშე ღერო დაჭკნება, მომავალ წელს ნაკლებ ყვავილს გამოიღებს და დაავადებების მიმართ უფრო მგრძნობიარე გახდება. დღეს გასწავლით, როგორ გადაჭრათ მდიდრული ბუჩქი ბევრი ყვავილებით. ეს შემოდგომაზე უნდა გააკეთოთ!

  • გადასარგავად ნემსიწვერა უხვად მორწყეთ და ნიადაგში წყლის სრულად შეწოვას დაელოდეთ.
  • შემდეგ ნემსიწვერა მიწის გოროხთან ერთად ფრთხილად ამოთხარეთ, ზედმეტი მიწა ჩამოფერთხეთ და მცენარე მზა ქოთანში (დრენაჟით) გადარგეთ. ქოთანი ძალიან დიდი არ უნდა იყოს.
  • გადარგვის შემდეგ ნემსიწვერა კიდევ ერთხელ მორწყეთ და გადაჭრას შეუდექით.
  • ხმელი ფოთლები, ყლორტები და ყვავილები მოაშორეთ. ლამაზი ბუჩქის შესაქმნელად მებაღეები მცენარის ნახევარი სიმაღლის გადაჭრას გირჩევენ. მზადაა!

გადარგვა და გადაჭრა დასრულებულია. ახლა ყვავილის მდგომარეობას ყურადღება უნდა მიაქციოთ, რადგან ეს მისთვის სტრესია. მცენარე უფრო მაღალ ტემპერატურას რომ მიეჩვიოს, თავიდან აივანზე დადეთ და მხოლოდ რამდენიმე დღეში შეიტანეთ სახლში.

კარგად განათებული ადგილი შეარჩიეთ. შეგიძლიათ პირდაპირ მზის სხივების ქვეშ დადოთ. სინათლის დეფიციტის დროს ფოთლები და ასევე ყვავილები პატარავდება. შესაძლოა, ფიტონათურა დაგჭირდეთ. მორწყვის გარდა, არ დაგავიწყდეთ, რომ ქოთანი დრო და დრო შემოაბრუნოთ, რომ ნემსიწვერას ბუჩქი ყველა მხრიდან თანაბრად გაიზარდოს. ზაფხულში შეგიძლიათ კვირაში 4-ჯერ მორწყათ, ხოლო ზამთარში – მხოლოდ 1-2-ჯერ.

ნემსიწვერა ულამაზეს მოგრძო ყვავილებს იძლევა, რომელიც თავისი ფორმით წეროს ან ყარყატის ნისკარტს ჰგავს. ბულგარეთსა და ბელარუსიაში ცნობილია სადეზინფექციო თვისებების წყალობით. ეს ყვავილი აივნების და ბაღების ერთ–ერთ ულამაზეს დეკორაციად ითვლება. შემოდგომაზე სათანადო მოვლის პირობებში საერთოდ ენით აღუწერელი ხდება!