ბავშვები ცელქები არიან. თანაც, დედებს ხშირად ეჩვენებათ, რომ მათი შვილი ყველაზე ჭუჭყიან თამაშებს ირჩევენ. სწორედ ამიტომ, რეცხის საკითხი ძალიან მწვავედ დგას. როგორ გავრეცხოთ ბავშვის ტანსაცმელი? ამ კითხვას დღევანდელ სტატიაში გავცემთ პასუხს.
როგორ გავრეცხოთ ბავშვის ტანსაცმელი
მოსამზადებელი ეტაპი
ეს სტატიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ხარისხიანი მომზადება რეცხვასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას აგაცილებთ თავიდან. ნივთები ინარჩუნებს ფერს, ხოლო ქსოვილი – ტექსტურას. მოკლედ, ტანსაცმელი გაცილებით უფრო დიდხანს იქნება ახალივით. ეს ეტაპი მოიცავს:
- იარლიყის გამოკვლევა;
- დახარისხება;
- წინასწარი გავლება ხელით.
რომელიმე რჩევის გამოტოვებამ შეიძლება ტანსაცმელი უბრალოდ გააფუჭოთ. ამიტომ, ახლა ყველა ელემენტს გავარჩევთ.
1. იარლიყის გაანალიზება
მწარმოებლები იარლიყზე უთითებენ რეცხვასთან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას. იქ მოცემული ინფორმაცია საჭირო ტემპერატურული რეჟიმისა და შრობის მეთოდების შესახებაც მოგიყვებათ.
2. დახარისხება
თეთრი ნივთების რეცხვა ფერადებთან ერთად არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ქსოვილის შეღებვას გამოიწვევს. საბოლოო ჯამში, ტანსაცმელი უბრალოდ გაფუჭდება და დროზე ადრე მოგიხდებათ მისი გადაგდება.
3. წინასწარ გავლება
ეს რჩევა რთულ ლაქებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. რომელი ფხვნილით გავრეცხოთ ბავშვის ნივთები? ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. სისხლის ან ცხიმის ლაქებს ჩვეულებრივი რეცხვა ვერ გაუმკლავდება. გარეცხეთ ნივთები წინასწარ საპნითა და წყალბადის ზეჟანგით. მხოლოდ ამის შემდეგ მოათავსეთ სარეცხ მანქანაში.
ბავშვის ნივთები და სარეცხი მანქანა
ახლა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ თავად რეცხვის პროცესი. ამისთვის საკმაოდ ბევრი რჩევა არსებობს, ჩვენ კი ყველაზე მთავარს განვიხილავთ.
- ფხვნილის შერჩება;
- დამატებითი საშუალებების გამოყენება.
1. ფხვნილის შერჩევა
რით გავრეცხოთ ახალშობილის ნივთები? მწარმოებლებმა დიდი ხნის წინ შეარჩიეთ სპეციალური ჰიპოალერგიული შემადგენლობები. საწმენდი საშუალებების კომპონენტები არ აღიზიანებს ბავშვის მგრძნობიარე კანს. იგი სრულიად უსაფრთხოა პატარასთვის. “ზრდასრულების” ჩვეულებრივი ფხვნილი ბავშვებში ალერგიულ რეაქციებს იწვევს.
2. დამატებითი საშუალებების გამოყენება
ბავშვის ნივთების რეცხვის დროს ანტისტატიკების ან კონდიციონერების გამოყენება დაუშვებელია. მიზეზი – ალერგიული რეაქციის რისკი. ტანსაცმლიდან სტატიკური ძაბვის მოშორებაში დაგეხმარებათ უბრალო ალუმინის ფოლგა. იგი მცირე ბურთულებად უნდა დაამრგვალოთ და მოათავსოთ სარეცხი მანქანის დოლაბში (არაუმეტეს 5 ცალი). ეფექტი ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი ანტისტატიკის გამოყენებისას.
თქვენ როგორ რეცხავთ ბავშვის ტანსაცმელს?