როგორ მოვამზადოთ სტაფილოს სალათი

0
635

თითოეულ ქალს მოხდენილი ფორმების შესანარჩუნებლად თავისი საიდუმლო აქვს. ზოგი 6–ს მერე არ ჭამს, ზოგი კალორიებს ითვლის, სპორტულ დარბაზში ვარჯიშობს და ყველა შესაძლო დიეტას ცდის. დიეტური რაციონების უმეტესობა აგებულია კვების მკაცრად შეზღუდვაზე ან იმ პროდუქტებზე, რომელთა ჭამის ფუფუნება ყველას არ აქვს. რა თქმა უნდა, ავოკადო და ორაგული წარმოუდგენლად სასარგებლოა, მაგრამ ფასი?

როცა დედა სტაფილოს სალათს ამზადებდა, ყოველთვის მეუბნებოდა: „სწორი ვახშამი ნებისმიერ დიეტას სჯობს“. დღემდე ყოველ საღამოს სტაფილოს ხეხავს და უკვე 68 წელია ფორმებს არ კარგავს!

სტაფილოს სალათი

უმი სტაფილოს გლიკემიური ინდექსია 35, ხოლო მოხარშულის – 85. ახალი ძირნაყოფი ყველა უჯრედისს და ვიტამინს ინარჩუნებს, ამიტომ სტაფილო სასარგებლოა მათთვის, ვისაც გახდომა სურს. სწორედ უმი სახით სტაფილოს მოხმარება ძალიან სასარგებლოა!

აი, სტაფილოს წვენმა სჯობს არ გაგიტაცოთ. 100 გრ წვენი მხოლოდ 56 კალორიას შეიცავს, მაგრამ შეიძლება ძლიერი ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. სტაფილოს წვენის დღიური დოზა 350 მლ–ს არ უნდა აჭარბებდეს.

მაშინაც კი, თუ კერძის მომზადების დროს კალორიებს არ ითვლით, ეს სალათი აუცილებლად მოგეწონებათ. ის ძალიან სასარგებლო, გემრიელი და დაბალკალორიულია – 100 გრ პროდუქტი მხოლოდ 88,9 კალორიას შეიცავს. ვახშმისთვის იდეალური ვარიანტია: თქვენ არ იშიმშილებთ, ხოლო სტაფილოს წყალობით საჭმლის მონელება გაუმჯობესდება და ნივთიერებათა ცვლა აღდგება.

ინგრედიენტები:

  • 330 გრ სტაფილო
  • 4 კვერცხი
  • 60 გრ არაჟანი
  • 1 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით

სხეულის ფორმებთან პრობლემა არ მაქვს, მაგრამ სტაფილოს სალათს კვერცხით ხშირად ვამზადებ. ჩვეულებრივ, ინგრედიენტებს არ ვწონი, 3-4 საშუალო ზომის სტაფილოს და 2–3 ს/კ არაჟანს ვიღებ. სალათი 3-4 პორციაზეა გათვლილი.

მომზადება:

1. სტაფილო გაასუფთავეთ და მსხვილ სახეხზე გახეხეთ.

2. მოხარშული კვერცხი კუბებად დაჭერით ან გახეხეთ.

3. დაქუცმაცებული ნიორი და მარილი დაუმატეთ. თუ ნიორი არ გიყვართ, ნებისმიერი სანელებელი გამოიყენეთ, რომელიც თქვენ მოგწონთ.

4. აურიეთ და ვახშმობას შეუდექით!

ეს საბაზო რეცეპტია, მაგრამ სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუმატოთ სეზამის, გოგრის ან სელის თესლი, ვაშლი, ბოლოკი, ქიშმიში, გახეხილი ყველი, მოხარშული ხორცი. ამით გემოს მხოლოდ გააუმჯობესებთ. თუ მკაცრ დიეტაზე ხართ, სტაფილოს სალათის მომზადებამდე კალორიები დაითვალეთ და ყველა ინგრედიენტი აუცილებლად აწონეთ.

თუ მარტივად მოსამზადებელი და ვიტამინებით მდიდარი სალათი მოგეწონათ, რეცეპტი მეგობრებსაც გაუზიარეთ. სავახშმოდ უკეთეს ვარიანტს ვერ იპოვით. თქვენ რომელ კერძს გვირჩევთ დღის ბოლო კერძის სახით?