პერელმანის სახალისო სამეცნიერო ამოცანები Google-ის დონის ინტელექტუალებისთვის

532

Google-ისა და Microsoft-ის IT-გიგანტები იმით არიან ცნობილი, რომ ვაკანსიის შევსებისას განსაკუთრებულ დავალებებს ასრულებენ. მაგალითად, კანდიდატებს არამხოლოდ პროფილურ სპეციალობასთან დაკავშირებულ კითხვებს უსვამენ, არამედ ყოველგვარ ლოგიკურ დავალებებსაც აძლევენ. რით უკავშირდება ეს ყველაფერი 1913 წელს გამოსულ “საინტერესო ფიზიკას” იაკობ პერელმანისგან? პასუხი ჩვენს სტატიაშია.

სახალისო ფიზიკა

იაკობ პერელმანი 1882 წლის 22 ნოემბერს, ქალაქ ბელოსტოკში დაიბადა. მისი სახელი არ უკავშირდება გახმაურებულ სამეცნიერო აღმოჩენებს. თუმცა, მისი წვლილი საბჭოთა და მსოფლიო მეცნიერებაში ნამდვილად დიდია.

ამის დაჯერება რთულია, თუმცა, მისი “სახალისო ფიზიკა”, რომელსაც ბავშვობაში ბევრი კითხულობდა, 1 საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1913 წელს გამოვიდა. იმ დროიდან, სამეცნიერო ცოდნისადმი ინტერესი მილიონობით ბავშვს აღუძრა სხვადასხვა ქვეყნიდან. დღეს კი იგი სამართლიანად ითვლება სამეცნიერო-სახალისო ჟანრის ფუძემდებლად.

პერელმანის სამეცნიერო-პოპულარულისგან განსხვავებით, სამეცნიერო-სახალისო წიგნები მხოლოდ არ საუბრობს მეცნიერების შესახებ. ისინი გვისვამს კითხვებს, გვთავაზობს დავალებებს რეალური ცხოვრებიდან, გვაძლევენ მასალას დასაფიქრებლად, ცდებისთვის. ასეთი წიგნის ნებისმიერ გვერდზე, მკითხველი შეძლებს ნამდვილი აღმოჩენის გაკეთებას, რაც მას აჩვევს თავისუფლად და შემოქმედებითად ფიქრს.

თანამშრომლების არჩევის პრობლემა

ეს კი სწორედ ისაა, რაც დღეს IT-კორპორაციებს ყველაზე მეტად სჭირდებათ. შრომის ბაზარი ხომ სავსეა მაღალქულიანი კურსდამთავრებულებით. თუმცა, ისეთი თანამშრომლების პოვნა, რომლებიც შეძლებენ აზროვნების საზღვრებისა და რთული პრობლემების გადაჭრის არასტანდარტული მიდგომის დემონსტრირებას, მარტივი არაა. რთულიც კია.

სწორედ ამიტომ, ათასობით კანდიდატს ჩახლართული კითხვების საცერში ატარებენ. სამწუხაროდ, ყველა ის კითხვა, რომლებსაც Google-ში გასაუბრებაზე სვამენ, არავინ იცის. ამასთან, მათ რეგულარულად აახლებენ. თუმცა, გამოსავალი არსებობს. უნდა ისწავლოთ არასტანდარტულ კითხვებზე პასუხების დამოუკიდებლად გაცემა. ამაში კი, საყვარელო მკითხველებო, იაკობ პერელმანის დროით გამოცდილი წიგნები დაგეხმარებათ.

პერელმანის სახალისო სამეცნიერო ამოცანები

როდის ვმოძრაობთ მზის გარშემო უფრო სწრაფად – დღისით თუ ღამით?

ჩვენ ერთი პლანეტა გვაქვს და, როცა მის ერთ მხარეს ღამეა, მეორეზე აუცილებლად დღე იქნება. ამიტომ, კითხვა შეიძლება უცნაური და უაზროც კი ჩანდეს, თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. მოდით, გავერკვეთ.

სანამ ამ სტატიას კითხულობთ, ჩვენი პლანეტა თავსიი ღერძის გარშემო უდიდესი სისწრაფით მოძრაობს. მაგალითად, წერტილი ეკვატორზე ყოველ წამს 500 მეტრით იცვლება. ამავდროულად, დედამიწა მზის გარშემო ორბიტაზეც ტრიალებს. აქ სიჩქარე უფრო მაღალია: დაახლოებით 30 კმ წამში.

როგორც ედავთ, ჩვენ ორ მოძრაობას ვასრულებთ: მზისა და დედამიწის ღერძის გარშემო. ისინი ჯამდება. თუმცა, შედეგი სხვადასხვანაირია იმის მიხედვით, თუ დედამიწის რომელ მხარეს ვიმყოფებით.

თუ ნახატს დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ღამის მხარეს, ღერძის გარშემო ბრუნვის სიჩქარეს ემატება დედამიწის მოძრაობის შემხვედრი სიჩქარე, ხოლო დღის მხარეს, პირიქით, აკლდება.

ჰოდა, გამოდის, რომ შუაღამით თბილისის მაცხოვრებელი ყოველ წამს მზის სისტემაში 1 კმ-თი უფრო მეტ მანძილს გადის, ვიდრე შუადღეს.

ბორბლის ყველა ნაწილი თანაბარი სიჩქარით მოძრაობს?

შესაძლოა, შეგინიშნავთ, რომ ველოსიპედის ან მოტოციკლის ბორბლის ზედა ნაწილი, სწრაფი მოძრაობის დროს, შერეულად ჩანს, ხოლო ქვედა ნაწილები დაყოფილად ჩანს. რაში შეიძლება მდგომარეობდეს ამ უცნაური მოვლენის საიდუმლო?

ისევ და ისევ რთულია ამის დაჯერება, თუმცა, მოძრავი ბორბლის ზედა ნაწილი მართლად ქვედაზე უფრო სწრაფად მოძრაობს! როგორც დედამიწის ბრუნვის შემთხვევაში, ჩვენ აქ ვხედავთ ორ მოძრაობას: ღერძისა და ორბიტის გარშემო.

ზემოთ, ღერძის გარშემო მოძრაობა ემატება ორბიტის გარშემო სიჩქარეს, ხოლო ქვემოთ – აკლდება. ამიტომაც გამოდის, რომ შედარებით უძრავისთვის, ბორბლის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობს.

რა მდგომარეობაშია შეუძლებელი სკამიდან ადგომა?

ცოტა თუ დაიჯერებს, თუმცა, არსებობს მდგომარეობა, რომელშიც უბრალოდ შეუძლებელია სკამიდან ადგომა ისე, რომ ტორსისა და ხელების მდგომარეობა არ შეიცვალოს. დაჯექით ისე, როგორც ბიჭი ზის ნახატზე. როგორც არ უნდა დაძაბოთ კუნთები, ადგომას ვერ შეძლებთ. რატომ?

პასუხს სტატიკა გვიკარნახებს. ესაა ფიზიკის ნაწილი, რომელშიც სხეულების თანასწორობა განიხილება. მისი წესების თანახმად, “სხეული წონასწორობაშია თუ მასათა ცენტრზე გავლებული შვეული საყრდენ ფართობზე გადის.”

მდგომი ადამიანი მანამ არ დაეცემა, სანამ ღერძი, რომელიც სიმძიმის ცენტრიდან გამოდის, იმ ფართობში ექცევა, რომელიც ტერფების კიდეებითაა შემოსაზღვრული. სწორედ ამიტომაა ასე რთული თოკზე ან ცალ ფეხზე დგომა.

მჯდომარე ბიჭის შემთხვევაში, სიმძიმის ცენტრი ხერხემალთან ახლოს, ჭიპიდან დაახლოებით 15-20 სმ-ის ზემოთაა მოქცეული. თუ მისგან გაავლებთ პერპენდიკულარულ ხაზს, იგი სკამქვეშ იატაკს შეეხება. გამოდის, რომ ასადგომად ან კორპუსი უნდა დახაროთ წინ, ან ფეხები შეაცუროთ სკამქვეშ.

ერთი სიტყვით, ფიზიკა მტვრიან სახელმძღვანელოში მოცემული ფორმულები კი არა, ცხოვრებაა, რომელიც ჩვენ გარშემო მიმდინარეობს. პერელმანის წიგნები კი მასში უკეთ გარკვევაში დაგეხმარებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს