ჩვენს დიდ ოჯახში საყოფაცხოვრებო საქმეებთან დაკავშირებით ყველას თავისი მოსაზრება ჰქონდა. მაგალითად, ზოგი ამბობდა, რომ ჯერ მტვერსასრუტით უნდა გავწმინდოთ, შემდეგ მტვერი ავიღოთ. ზოგი, კი, პირიქით. ყველაზე მეტად ტანსაცმლის და მისი შენახვის პირობებზე კამათობდნენ. რას არ იპოვიდით თაროებზე. ლავანდა ჩრჩილის მოსაშორებლად, სურნელოვანი საპონი, ცარცი ტარაკნების საწინააღმდეგოდ (ყოველი შემთხვევისთვის). ყველაზე მეტად მაინც კარადაში მარილის დანახვა მაკვირვებდა.
ბებიას სახლში მარილს ყველგან იპოვიდით: კომოდში, სამზარეულოს კარადაში. მხოლოდ წლების შემდეგ მივხვდი, რომ ეს ნამდვილად ყველაზე მოქმედი მეთოდია!
რატომ უნდა დატოვოთ მარილი კარადაში
მარილი ძალიან ბევრ კულტურაში სიწმინდის სიმბოლოდ ითვლება. მას შინაურულ საყოფაცხოვრებო ქიმიას ხშირად უმატებენ, კოსმეტოლოგიაში ღრმა წმენდისთვის იყენებენ. ახლახანს ყველა კარადაში მარილის შენახვა დავიწყე: ნივთები სისუფთავეს ინარჩუნებენ, უსიამოვნო სუნი, რომელსაც წლები ვერ ვიშორებდი, გაქრა.
მყრალი სუნის გაჩენის უამრავი მიზეზი არსებობს. ეს ეხება არა მხოლოდ ტანსაცმლის კარადას, არამედ ავეჯის სხვა ნივთებს. აი, როდის სჯობს მარილით სავსე ჭიქის შენახვა.
- თუ შენობაში გაზრდილი ტენიანობაა.
- თუ საკუჭნაო გაქვთ (მყრალი სუნი ჩნდება იქ, სადაც ერთი და იგივე ნივთი დიდხანს დევს).
- თუ სახლში მწეველი ადამიანი ცხოვრობს. თამბაქოს სუნს ტანსაცმელი იწოვს, მისგან კი თავად კარადა. რომ არაფერი ვთქვათ სახლში მოწევაზე.
- თუ სახლში სოკო და ობი ხშირად ჩნდება.
- თუ საკვების და ტანსაცმლის ჩრჩილს, სხვა მავნებლებს ებრძვით.
ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა უსიამოვნო სუნი ბოლომდე გაუმშრალი ნივთების შენახვის დროს ჩნდება (ზამთარში განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოთ). ასევე იმ შემთხვევაში, თუ კარადაში ოფლიან ან ბინძურ ნივთს ინახავთ, იქნება ეს სპორტული ფორმა თუ პერანგი კეტჩუპის ლაქებით.
მარილი ერთდროულად ორ პრობლემას აგვარებს: სუნს შთანთქავს და ტენიანობას ებრძვის. ყველა ზედმეტ ტენს შთანთქავს და მაგრდება. ამის შემდეგ უნდა გამოცვალოთ. გამოგადგებათ მარილით სავსე უბრალო ჭიქები. მარილი აუცილებლად ღია ჭურჭელში უნდა ჩაყაროთ. ამ ამოცანას კარგად უმკლავდება სოდაც.
მარილით სავსე ჭიქების კიდევ ერთი გამოყენება – მაცივრის თაროებზე დადეთ. ასე კონდესანტს და შერეულ არომატებს სწრაფად მოიშორებთ. გარდა ამისა, პროდუქტები სიმშრალეს დიდხანს შეინარჩუნებენ.
ერთადერთი, რასაც მარილი ბოლომდე ვერ მოგაშორებთ, მავნებლებია. მათ მოსაშორებლად რაღაც უფრო სერიოზული დაგჭირდებათ. სამაგიეროდ, მოგაშორებთ ნივთებს, რაც მათ ასე იზიდავს: ტენიანობა და მყრალი სუნი.
თავად მარილს სასიამოვნო სუნი არ აქვს, მაგრამ ამას ადვილად აღმოფხვრით. უბრალოდ მარილს რამდენიმე წვეთი ეთერზეთი დაუმატეთ. გამოგადგებათ ლავანდა, ლიმონის ბალახის და ნაძვის ხის სუნები – ასე ჩრჩილისგან დამატებით დაცული იქნებით. მარტივი ხრიკი მარილით ძალიან ძველია, მაგრამ მაინც მუშაობს. გამოცდილია!