ცაცხვის ლიმონათი „ექიმი“ გასწავლით, სწორად როგორ გახდეთ. ნერვებს დაიმშვიდებთ და წნევას დაარეგულირებთ

1041

ცხოვრებაში ერთხელ მაინც გემრიელი და სასარგებლო ცაცხვის ჩაი გასინჯული გექნებათ, მაგრამ ცაცხვის ყვავილები არა მხოლოდ ნახარშის მოსამზადებლად გამოიყენება.

გამოცდილი დიასახლისები მის საფუძველზე სამკურნალო ნაყენს და არომატულ ცაცხვის ლიმონათს ამზადებენ, რომლის თვისებებზე „პაპარაცი“ დღეს გიამბობთ.

ცაცხვის ყვავილის თვისება

ცაცხვის ყვავილები ბევრ ღირებულ ნივთიერებას შეიცავს. ესენია ეთერზეთები, ტანინები და ფლავონოიდები, C ვიტამინი, ანტიოქსიდანტები და ამინომჟავები. მათი წყალობით ცაცხვის ყვავილი ბევრ სასარგებლო თვისებას ფლობს.

1. ფლავონოიდები სისხლძარღვებს უფრო ელასტიკურს ხდის, რაც მას ათეროსკლეროზისგან იცავს.

2. ტანინები ანთებით პროცესებს ებრძვიან.

3. გლიკოზიდებს ოფლმდენი მოქმედება აქვთ, რაც სასმელს სურდოს დროს შეუცვლელს ხდის.

4. ცაცხვის ყვავილი ორგანიზმიდან ჭარბ სითხეს გამოდევნის, რაც თირკმლების დაავადებების დროს დაგეხმარებათ. ზოგჯერ გახდომას ხელს უწყობს.

5. ცაცხვის ყვავილი სისხლს ათხელებს, ძლიერი ანტიოქსიდანტია და ქოლესტერინის დონეს ამცირებს. ცაცხვის ყვავილების ნაყენს ნაღვლის სეკრეციის და კუჭის წვენის გაძლიერების თვისება აქვთ.

6. ტკბილი სუნი ადამიანს ამშვიდებს, სტრესს ამსუბუქებს და მადას აქვეითებს, რაც თანამედროვე დიეტებში წარმატებით გამოიყენება.

ცაცხვი ერთ-ერთი იშვიათი მცენარეა, რომელიც ქალური ჰორმონის მსგავს ფიტოჰორმონებს შეიცავს. ამ ხეს სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთად ტყუილად არ მიიჩნევდნენ.

ენდოკრინოლოგები 45 წლის შემდეგ ქალებს ნახევარ წელიწადში ერთხელ ცაცხვის ყვავილების ნაყენის კურსის გავლას ურჩევენ. ეს დაბერების პროცესს აფერხებს, ორგანიზმს აახალგაზრდავებს და მენოპაუზის უსიამოვნო სიმპტომებს თავიდან აგაცილებთ.

არომატული ცაცხვის ლიმონათი

ცაცხვის ყვავილების არომატული და ბლანტიანი გემო დესერტებსა და გამაგრილებელ სასმელებში შესანიშნავად იხსნება.

ცაცხვის ლიმონათი მცხუნვარე ზაფხულის გადატანაში დაგეხმარებათ, ვიტამინების მარაგს აავსებს, სხეულს ტონუსში მოიყვანს, წყურვილს მოგიკლავთ, დაგამშვიდებთ და თავის ტკივილს მოგაშორებთ.

საინტერესოა, რომ პოლონეთში ცაცხვის ყვავილების ლიმონათი მაღაზიებში იყიდება და დიდი პოპულარულობით სარგებლობს.

ინგრედიენტები:

  • 2 მუჭა ცაცხვის ყვავილი
  • 1 ლიმონი
  • 2-3 ს/კ თაფლი
  • 3 ლ წყალი
  • პიტნის ფოთლები

მომზადება:

1. გზის მოშორებით გაშენებული ცაცხვის ხეებიდან ყვავილები შეაგროვეთ. ჩრდილში ოდნავ გააშრეთ. მზის პირდაპირ სხივებზე ცაცხვის ყვავილების გაშრობა რეკომენდებული არაა, ასე ეთერზეთების ღირებული თვისებები შეიძლება დაიკარგოს.

2. სამ ლიტრიან ქილაში 2 მუჭა ცაცხვის ყვავილები და თაფლი ჩაყარეთ. ცაცხვის ლიმონათს შეგიძლიათ პიტნა, ბარამბო, ბაზილიკი და სხვა ბალახი დაუმატოთ.

3. ლიმონი ქერქიანად რგოლებად დაჭერით.

4. ქილაში ჩაყარეთ და სუფთა, ცივი წყალი დაასხით.

5. აურიეთ, ნატურალური ქსოვილი დააფარეთ და 6-8 საათით მზიან ადგილას დადეთ. უფრო ინტენსიური გემოს მისაღებად 1 დღე გააჩერეთ.

6. ლიმონი ამოიღეთ, გაწურეთ, ლიმონი საცერში გადაწურეთ.

7. გემრიელად დალიეთ!

სეირნობის დროს სამკურნალო ცაცხვის ყვავილების შეგროვება არ დაგავიწყდეთ, ასევე ჯანმრთელი ნარევი ხელში გექნებათ!

ცაცხვის ყვავილების გამაგრილებელ სასმელს უკუჩვენება თითქმის არ აქვს, მაგრამ შარდმდენი და ოფლმდენი თვისებების გამო გულის დაავადების მქონე ადამიანებმა და მომავალმა დედებმა სიფრთხილით უნდა მიიღონ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს