გამოცდილმა მშობლებმა იციან, რომ ბავშვებისგან დამსახურებული პატივისცემის მიღება მარტივი არაა. ესაა ხანგრძლივი, შრომატევადი გზა, რომლის დროსაც დედ-მამა მშობლის ავტორიტეტის ჩამოყალიბებას სწავლობს. ვიღაც ამას უფრო მარტივად ახერხებს, სულისა და ხასიათის სიძლიერის ძალით. ვიღაც კი ბავშვისთვის უმნიშვნელო ადამიანად იქცევა, რომლის აზრსაც მისთვის იოტისოდენა აზრიც კი არ აქვს.
მშობლობა ძალაინ მყიფე და ინდივიდუალური თემაა. თუმცა, არსებობს რამდენიმე ასპექტი, რომლებსაც შეგვიძლია ყველა მშობლისთვის საერთო ცნება ვუწოდოთ. დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ, ყურადღება გაამახვილოთ ზრდასრულთა 5 მოკლე წესზე. ისინი დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ როგორ უნდა ჩამოაყალიბოთ მშობლის ავტორიტეტი შვილთან.
მშობლის დამსახურებული პატივისცემა შვილისგან
მშობლის ავტორიტეტი სხვადასხვა ფსიქოლოგიური და სოციალური კვლევების აქტუალური თემაა. დღეს ამ პრობლემაზე ყველგამ საუბრობენ. მაგალითად, ცნობილმა უკრაინელმა ფსიქოლოგმა დიმიტრი კარპაჩოვმა თავისი გვერდის მიმდევრებს გაუზიარა საინტერესო დაკვირვებები. მან გამოყო ხუთი მარტივი, თუმცა აზრიანი წესი, რომლებიც ყველა მშობლისთვის აქტუალურია.
როგორ ჩამოვაყალიბოთ მშობლის ავტორიტეტი
- პირველ რიგში, არასდროს დატუქსოთ ბავშვი გაუფრთხილებლად. ნებისმიერი სასჯელი ან უბრალოდ ხმის მაღალი ტონი ნებისმიერი მშობლის მხრიდან ბავშვისთვის დიდი სტრესია. გარდა ამისა, ბავშვებს უნდა ესმოდეთ, რაში მდგომარეობს მათი დანაშაული და რატომ გაბრაზდა დედა ან მამა.
- მეორეც, არ გააყოლოთ საკუთარი სიტყვები ქარს. ნუ მისცემთ ბავშვს ცარიელ პირობებს და ნუ მოატყუებთ მას. ზრდასრულებისგან განსხვავებით, ბავშვებს ეს ყველაფერი ახსოვთ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია არ დაგავიწყდეთ, რას ეუბნებით შვილს. ეს იმიტომ, რომ პატარამ შეიძლება წყენა შემოინახოს, საბოლოოდ კი უფრო სერიოზულ პრობლემებში გადაიზარდოს.
- მშობლები მისაბაძი ადამიანები უნდა იყვნენ. ეს აბსოლუტურად ყველაფერს ეხება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აჩვენოთ ბავშვს თქვენი პატივისცემა ერთმანეთისადმი. მცირე წლებიდან, ბავშვი ჰარმონიასა და დადებით ატმოსფეროში უნდა იზრდებოდეს. არასდროს იკამათოთ ბავშვების წინაშე.
- ასწავლეთ ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობა იმაზე, რასაც აკეთებს. თუმცა, ამასთან, მშობელი უნდა დაეხმაროს მას, თუ ბავშვი ამას ითხოვს. დაე, ბავშვმა იგრძნოს, რომ თქვენი იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეს და რჩევებიც მიიღოს.
- ბავშვს ახასიათებს კითხვების დასმა, რაც ნორმალურია. ამიტომ, ნუ გაუბრაზდებით შემდეგი “რატომ?”-ისთვის, ბავშვს ხომ სამყაროს შეცნობა სურს. ყველა პასუხს პირველივე ჯერზე ვერ ხვდებიან. მომთმენი იყავით, უპასუხეთ მათ კითხვებს და ასწავლეთ შვილებს. ასე იგრძნობენ თქვენს მხარდაჭერას, მათთვის ავტორიტეტად იქცევით.
“კაპიტანი და მისი გუნდი”
ოჯახურ ურთიერთობებზე უნდა იმუშავოთ. ბავშვთან კონტაქტის დასალაგებლად და მის ავტორიტეტად ქცევისთვის, მას უნდა ესმოდეს, რომ არსებობს წესები. წარმოიდგინეთ, რომ მშობლები გემის კაპიტნები არიან, ბავშვები კი – მათი გუნდი. თქვენ ერთი მიმართულებით მიცურავთ და ითვალისწინებთ ერთმანეთის სურვილებსა და მოთხოვნილებებს. თუმცა, ამასთან, გუნდი კაპიტანს ექვემდებარება.
გარდა ამისა, ბავშვებთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანია, ხედავდეთ განსხვავებას დიალოგსა და კამათს შორის. ბავშვებს უნდა ესაუბროთ, თქვენი სიმართლე ყვირილითა და გამოგონილი ავტორიტეტით არ უნდა დაამტკიცოთ. მხოლოდ სწორი სიტყვები და დასკვნები გააგებინებს ბავშვს, თუ რაშია მართალი. ყველაფერზე კარგად დაფიქრდით, ბავშვს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები მისთვის გასაგებ ენაზე აუხსენით. დიახ, ეს ხანდახან რთულია, თუმცა, სწორედ ამაში მდგომარეობს მშობლის საქმე.
სამწუხაროდ, მშობლებს ხშირად ავიწყდებათ, რომ თავადაც ოდესღაც ბავშვები იყვნენ. ყოველდღიური რუტინა, სამსახური, მოვალეობები და დაღლილობა პატარა ბავშვის შუქს აქრობს, რომელიც ყველა ჩვენგანში ცხოვრობს. ბავშვებისგან დამსახურებული, უტოპიური პატივისცემის მოსაპოვებლად, უფრო ხშირად დააყენეთ საკუთარი თავი მათ ადგილას. მაშინ, დიდი ალბათობით, შეძლებთ სრულყოფილად გაუგოთ თქვენს პატარას.
როგორ ფიქრობთ, რა უნდა იცოდეს მშობელმა, რათა შეძლოს მშობლის ავტორიტეტის ჩამოყალიბება? მოუთმენლად ველით თქვენს აზრებს კომენტარებში.