ბუასილი ყველასათვის მოულოდნელად იქცა XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად. რისკ-ჯგუფში, პირველ რიგში, აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც დიდ დროს მჯდომარე პოზაში ატარებენ, კერძოდ: ოფისის თანამშრომლები, ყველა კატეგორიის მძღოლები, სახელმწიფო მოსამსახურეები და სხვ. რაღა თქმა უნდა, დაავადება სიცოცხლისთვის არაა საშიში, თუმცა საკმაოდ ბევრ უსიამოვნებასა და დისკომფორტს იწვევს. სამკურნალო პროცედურებიც, ხშირად, უსიამოვნო შეგრძნებებს მოიცავს.
ბუასილი, თავისი არსით, სწორი ნაწლავის სისხლძარღვების გაფართოებაა, რომელსაც ახასიათებს სისხლდენა ანალური ხვრელიდან, სწორი ნაწლავის ტკივილები და უსიამოვნო შეგრძნებები საჯდომზე. ბუასილი შეიძლება შემდეგი მიზეზებით გაჩნდეს: ხშირი ჯდომა, ქრონიკული ყაბზობა, ფეხმძიმობა, სპირტიანი სასმელების ხშირი მოხმარება, ორგანიზმში ვიტამინების უკმარისობა, ზედმეტი ჭინთვები ნაწლავების გამოთავისუფლების დროს.
ბუასილის მკურნალობის ხალხური საშუალებები
ძირტკბილას ფესვის ნახარში
- 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, ხარშეთ მდუღარე წყლის თავზე (ოთქლის აბაზანაზე) 30 წუთით.
- გააგრილეთ, გადაწურეთ და დაამატეთ წყალი პირვანდელ მოცულობამდე.
- მიიღეთ თბილი ნახარში 100 მლ ოდენობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში 3-4-ჯერ.
ხეჭრელის ნახარში
- 1 ს.კ. ხმელ ქერქს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი და ხარშეთ 20 წუთით.
- გააგრილეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჭიქა ღამით, როგორც მსუბუქი საფაღარათე საშუალება.
- ნედლი ქერქის გამოყენება არ შეიძლება! მხოლოდ 1-2-წლიანი შენახვის შემდეგ უნდა გამოიყენოთ ქერქი.
- ამ საშუალების უკუჩვენებაა ფეხმძიმობა და ნაწლავების ანთებითი დაავადება.
მატიტელას ნახარში
- შეურიეთ 2-2 ჩ.კ. მატიტელას ხმელი ბალახი და გვირილის ყვავილები, 500 მლ წყალში ხარშეთ 15 წუთით ნელ ცეცხლზე და დააყენეთ 2 საათით.
- გადაწურეთ და მიიღეთ 100 მლ დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
- ესაა შარდმდენი, საფაღარათე და სისხლდენის შემაჩერებელი საშუალება.
კრაზანისა და გვირილის ნახარში
- თითო ს.კ. ხმელი ბალახები შეურიეთ და დაასხით 400 მლ წყალი.
- ხარშეთ მასა ნელ ცეცხლზე 15 წუთით და გადაწურეთ.
- მიიღეთ 50 მლ დღეში სამ-ოთხჯერ, 10 დღის განმავლობაში.
სალბის, ჭინჭრისა და ხეჭრელის ნახარში
- თითო ს.კ. ხმელი სალბი, ჭინჭრის ფოთლები და ხეჭრელის ქერქი შეურიეთ. 1 ს.კ. ნარევს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი და ხარშეთ 15 წუთით.
- გადაწურეთ და მიიღეთ 250 მლ დღეში სამჯერ.
გვირილის, ჭინჭრისა და ხეჭრელის ნახარში
- თითო ს.კ. ჭინჭრის ფოთლებსა და ხეჭრელის ქერქს შეურიეთ 1.5 ს.კ. გვირილა და დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი.
- ხარშეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთით და შეხვეული დააყენეთ 30 წუთით.
- გადაწურეთ და მიიღეთ 200 მლ დღეში ოთხჯერ, ბუასილის დროს, როცა ნაწლავი შიგნითაა, წელი ძალიან გტკივათ და მუცლის ქვედა ნაწილში თითქოს რაღაც “გჭრით”.
კრაზანის, ჭინჭრისა და ფარსმანდუკის ნაყენი
- თითო ს.კ. ჭინჭრის ფოთლებს, კრაზანისა და ფარსმანდუკის ბალახს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი.
- დააყენეთ თავსახურის ქვეშ 30 წუთით და გადაწურეთ.
- მიიღეთ 70 მლ დღეში სამჯერ.
ძახველის ნაყენი
- 3-4 ს.კ. კენკრა ჩაყარეთ შუშის ქილაში ან მინანქრიან ქვებში, დაასხით 500 მლ ვაშლის ძმარი. დააყენეთ თავდახურული თბილ, ბნელ ადგილას 8 საათით.
- დროის გასვლის შემდეგ, გადაწურეთ და მიიღეთ 1 ჩ.კ. ნაყენი, გაზავებული 100 მლ წყალში, სამჯერ დღეში, ჭამის წინ.
- მკურნალობის კურსი 2 კვირას გრძელდება. საჭიროებისამებრ, გაიმეორეთ კურსი ერთკვირიანი შესვენების შემდეგ.
ჭინჭრის, პიტნისა და კრაზანის ნაყენი
- თითო ს.კ. ჭინჭრის ხმელ ფოთლებსა და კრაზანის ბალახს შეურიეთ 1 ჩ.კ. პიტნის ფოთლები.
- დაასხით ნარევს 300 მლ წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთით, შემდეგ გააგრილეთ და გადაწურეთ.
- მიიღეთ თითო ს.კ. დღეში 4-5-ჯერ.
ჭინჭრის ნაყენი
- 1 ს.კ. ჭინჭრის ფოთლებს დაასხით 200 მლ წყალი.
- დააყენეთ ნახარში თავდახურული 30 წუთით და გადაწურეთ.
- მიიღეთ 100 მლ დღეში სამჯერ.
კომპრესები, სანთლები და აბაზანები
დინდგელისა და ქაცვის ზეთის კომპრესი
- ორთქლზე გააღბეთ 10 გ დინდგელი და 100 გ ქაცვის ზეთი, პროპოლისის გახსნამდე.
- გადაწურეთ და წაუსვით ნატურალურ ქსოვილს. დაიდეთ კომპრესი კვანძებზე. შეგიძლიათ, ზეთი უბრალოდ წაისვათ კვანძებზე დილა-საღამოს.
კარტოფილისა და თაფლის კომპრესი
გაფცქვენით და დახეხეთ კარტოფილი. 1 ს.კ. დახეხილ ბოსტნეულს დაუმატეთ 1/2 ჩ.კ. თაფლი. მასა წაუსვით რამდენჯერმე გადაკეცილ ბინტს და დაიდეთ კვანძებზე.
ნიახურის კომპრესი
ათქვიფეთ ნიახურის ფოთლები და ღეროები ბლენდერში და დაიდეთ მტკივან ადგილებში.
ჭარხლისა და სტაფილოს კომპრესი
წვრილად დახეხეთ ბოსტნეული. გაახვიეთ ბინტში ან ბამბის ხელსახოცში. დაიდეთ კომპრესი ჰემოროიდულ კვანძებზე.
მარილის აბაზანა
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება ბუასილის სამკურნალოდ მარილის აბაზანა გახლავთ. პროცედურს ჩატარებისთვის, გახსენით 500 გ მარილი 2-3 ლ წყალში, მოურიეთ და გააგრილეთ 30-35 გრადუსამდე. ხსნარი ჩაასხით ვარცლში და ჩაჯექით მასში. ასეთი აბაზანა ტკივილს მოგიხსნით და ხელს შეუწყობს ჰემოროიდალური კვანძების გაწოვას. საჭიროებისამებრ, შეგიძლიათ ასეთი პროცედურა უფრო ხშირად გაიმეოროთ.