ჩემთვის ბავშვობის ყველაზე გემრიელ მოგონებად გოგრისა და ფორთოხლის წვენი რჩება. დედაჩემი მას ქილებში ხუფავდა და ზამთრამდე არ ხსნიდა. რა კარგი იყო სკოლიდან სახლში მოსვლა და ასეთი წვენის დალევა… დღეს გეტყვით, როგორ უნდა მოამზადოთ იგი.
გოგრისა და ფორთოხლის წვენი
ინგრედიენტები:
- 1 დიდი გოგრა
- 2 ფორთოხალი
- 300 გ შაქარი
- 0.5 ს.კ. ლიმონმჟავა
მომზადება
1. გარეცხეთ და ოთხად გაჭერით გოგრა, ამოაცალეთ გული. ამის შემდეგ გაფცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად (დაახლ. 2.5×2.5).
2. უნდა მიიღოთ 2 კგ დაჭრილი გოგრა. ჩაყარეთ ნაჭრები ქვაბში და დაასხით წყალი ისე, რომ ბოსტნეული მთლიანად დაფაროს და 2 სმ-თი მაღლა აღმოჩნდეს.
3. დადგით გოგრა საშუალო ცეცხლზე. როგორც კი სითხე ადუღდება, ჩართეთ ტაიმერი 30 წუთძე. ამ დროში გოგრა ძალიან დარბილდება, წყალი კი აივსება სასარგებლო ნივთიერებებით.
4. ამავდროულად, დაწურეთ ფორთოხლის წვენიც. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ხელის ან ელექტრო წვენსაწური.
5. 30 წუთის შემდეგ, ამდენივე ხნით აცადეთ გაგრილება გოგრას. შემდეგ ათქვიფეთ ბლენდერით ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
6. მიღებულ მასას დაუმატეთ შაქარი, ფორთოხლის წვენი და ლიმონმჟავა. დადგით ქვაბი ცეცხლზე კიდევ ერთხელ, ოღონდ ამჯერად 5 წუთით.
7. როცა ლიმონმჟავისა და შაქრის კრისტალები გაიხსნება, ჩაასხით წვენი წინასწარ მომზადებულ გასტერილებულ ქილებში.
სულ ესაა! გოგრის წვენი მზადაა ზამთრისთვის. გემრიელად მიირთვით.