თუ არ იცით, რა მოამზადოთ დღესასწაულებზე, უკვდავი კლასიკით დაწყებას გირჩევთ. ძვირფას სტუმრებს ლაბა ანუ „ხალადეცი“ ღორის ფეხებისგან ნამდვილად მოეწონებათ. ასეთი კერძი დაბადების დღეებზეც გამოგადგებათ და ნათლობის სუფრაზეც!
“პაპარაცი” გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ლაბა შესანახად და როგორ შეინახოთ დიდხანს ახალივით.
ლაბა ღორის ფეხებისგან
ინგრედიენტები:
- წყალი
- 2 ღორის ფეხი
- 4 ქათმის ფეხი
- 1 ძროხის ფეხი
- 300 გრ ღორის კანჭი
- 200 გრ ძროხის კანჭი
- 2 სტაფილო
- 1 დიდი ხახვი
- მარილი გემოვნებით
- შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით
- 4 დაფნის ფოთოლი
- შავი წიწაკის მარცვლები გემოვნებით
მომზადება:
1. პირველ რიგში, ხორცი უნდა გარეცხოთ. ხორცის არც ერთი ნაწილი უყურადღებოდ არ დატოვოთ.
ხორცი ერთ დიდ ქვაბში მოათავსეთ და ბოლომდე წყლით დაფარეთ, შემდეგ კიდევ 1 ლ წყალი დაუმატეთ.
2. ხორცით სავსე ქვაბი საშუალო ცეცხლზე დადეთ და ყურადღებით დააკვირდით, სანამ ქაფის მოხდის დრო მოვა. გამოცდილმა დიასახლისმა იცის, რომ ეს ლაბას მომზადების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. თუ ამ მომენტს გაუშვებთ, ბულიონი მღვრიე გახდება და ლაბა უკვე ისეთი გემრიელი აღარ იქნება.
ყურადღება! ხორცი საშუალო ცეცხლზე მხოლოდ ადუღების მომენტამდე უნდა ხარშოთ. შემდეგ ცეცხლს მინუმამდე დაუწიეთ.
3. ქაფის მოხდის შემდეგ ხორცი სუსტ ცეცხლზე 5 საათი გააჩერეთ. ამ დროის გასვლის შემდეგ ხორცს სტაფილო, ასევე ხახვი, დაფნის ფოთოლი და შავი წიწაკის მარცვლები დაუმატეთ. ამის შემდეგ ხორცი კიდევ 1,5 საათით გააჩერეთ.
ხახვი სჯობს არ გაასუფთაოთ, უბრალოდ გამდინარე წყალში გარეცხეთ. ბულიონი უფრო გაჯერებულ ფერს შეიძენს.
4. ცეცხლიდან გადმოდგით და ცოტა გაგრილება აცადეთ. შემდეგ ბულიონიდან ხორცი ამოიღეთ და ძვალი მოაშორეთ.
ხორცის ნაჭრები წვრილად დაჭერით და დიდ, ღრმა თასში ჩაყარეთ, შემდეგ გაწურული ბულიონი დაასხით.
5. ამის შემდეგ ლაბა ფორმებში გადაანაწილეთ და გააგრილეთ.
და ახლა იმაზე უნდა იფიქროთ, თუ როგორ შეინახოთ ლაბა სწორად. ალბათ, პასუხს ბევრი უკვე მიხვდა. უკვე გამაგრებული ლაბა შეგიძლიათ პაკეტებში შეახვიოთ და საყინულეში 1 თვე შეინახოთ.
გაყინვის შემდეგ ლაბას ძველებური იერი რომ დაუბრუნოთ, უნდა გაალღოთ და სუსტ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანოთ, შემდეგ კვლავ რამდენიმე საათით გააგრილოთ.
წარმატებულ მომზადებას გისურვებთ, გემრიელად მიირთვით!