გამოცდილმა მეაგარაკეებმა იციან, რომ მიწაში ნებისმიერი ხის დარგვა მცენარის მთელი ვეგეტაციური პერიოდის განმავლობაში შეიძლება. ხშირად ამას შემოდგომაზე, გაზაფხულზე ან ზაფხულში აკეთებენ. „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რომელ ხეებს რგავენ შემოდგომაზე და წლის ამ სეზონზე დარგვისთვის აუცილებელ ყველა დეტალს გაგიზიარებთ.
რომელ ხეებს რგავენ შემოდგომაზე
როდის დავრგოთ ხე? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება. საქმე იმაშია, რომ წლიდან წლამდე ამინდი იცვლება, თითოეულ ნაკვეთზე განსხვავებული მიწაა და ყველა ნერგს ინდივიდუალური მახასიათებლები აქვს. ამასთან დარგვისთვის თითოეულ სეზონს დადებითი და უარყოფითი მხარეების მთელი სია აქვს. მოდით, ერთად გავარკვიოთ, თუ რომელი ხეები უნდა დარგოთ შემოდგომაზე და რატომ.
ხეების დარგვის უპირატესობა შემოდგომაზე
1. ჩვეულებრივ, შემოდგომაზე ნერგების ბაზარზე ბევრი რამის არჩევა შეიძლება. მცენარეებს განვითარებისთვის საკმარისი დრო ჰქონდათ, ამიტომ შემოდგომაზე ხის მდგომარეობის და მისი ხარისხის დადგენა ადვილია.
2. ამ პერიოდში გამყიდველებს თითოეული სახეობისთვის დამახასიათებელი ნაყოფის ჩვენება შეუძლიათ. შეგიძლიათ გასინჯოთ კიდეც და საბოლოო გადაწყვეტილება შემდეგ მიიღოთ.
3. შემოდგომა უხვი ნალექით გამოირჩევა, ამინდი ჯერ კიდევ საკმაოდ თბილია, მაგრამ არ ცხელა. ეს კი ახალ დარგული მცენარისთვის თითქმის იდეალურ პირობებს ქმნის.
4. მცენარის ფესვებს მიწაში +4 გრადუსამდე განვითარება შეუძლიათ, ამიტომ ყინვების დაწყებამდე კარგად განვითარებას ასწრებს. იქ, სადაც მკაცრი ზამთარი არაა, ხეს გაზაფხულისთვის უკვე ძლიერი ფესვების სისტემა ექნება.
ხეების დარგვის უარყოფითი მხარეები შემოდგომაზე
- თუ მცენარეს ძალიან გვიან დარგავთ, შეიძლება ყინვებისგან დაზიანდეს.
- ზამთარში ხე ძლიერი ქარის, ყინულის, ქარბუქის და ბევრი თოვლისგან ხშირად ტყდება.
- შემოდგომასა და ზამთარში თაგვებს და ბევრ მღრღნელებს ახალი ნერგების დაზიანება შეუძლიათ.
რომელი ხეების დარგვა არ არის რეკომენდებული შემოდგომაზე
შემოდგომაზე კატეგორიულად იკრძალება ხილის ხეების და ბუჩქების არამდგრადი ჯიშების დარგვა. ესენია: მსხალი, ვაშლი, ქლიავი, გარგარი, ატამი, ალუბალი, ნუში.
ყინვაგამძლე ხეები და ბუჩქები, რომლებიც კარგად განვითარდება
ყინვაგამძლე მცენარეების სიაში შედის კაკალი, ტირიფი, არყი, წიწვოვანი ხე, შავი ცირცელი, მოცხარი, ჟოლო, ხურტკმელი და ცხრატყავა.
ხეების და ბუჩქების დარგვის დრო შემოდგომაზე
ექსპერტები გირჩევენ, რომ ნერგები ოქტომბერში დარგოთ, თუმცა თბილ ამინდებში ნერგები შეგიძლიათ შუა ნოემბრამდე დარგოთ. რა თქმა უნდა, ნერგების დარგვის პერიოდი ამინდის პირობების მიხედვით იცვლება.
თუ შემოდგომაზე დარგვის დროს გადააცილეთ
ამ შემთხვევაში ნუ იდარდებთ. უბრალოდ გვიან შეძენილი მცენარე ცივ და სველ სარდაფში გაზაფხულამდე შეინახეთ. ასევე შეგიძლიათ შემოსაზღვრულ ნაკვეთზე მიწაში დარგოთ.
ეს რჩევები გაითვალისწინეთ, რომ თქვენი შემოდგომის ნერგები კარგად გაფესვიანდეს და მრავალი წელი თვალს ახარებდეს. თქვენ რომელ სეზონზე რგავთ ხეებს? თქვენი გამოცდილება კომენტარებში თამამად გაგვიზიარეთ. წარმატებას გისურვებთ!