ზამთრისთვის ვაშლის შენახვის ყველაზე მარტივი მეთოდი ზუსტად რამდენიმე თვეში გამოგადგებათ. ცივ სეზონზე გემრიელი შინაურული ღვეზელებით თავის განებივრება დიდი სიამოვნებაა!
მეორე მხრივ, ასეთი ვაშლის კონსერვი გამოგადგებათ, როგორც ჯემი ან მურაბა ჩაიზე მისაყოლებლად. შეგიძლიათ პურს წაუსვათ ან მის გარეშე მიირთვათ. მოკლედ, ვაშლის შიგთავსი ყველგან გამოგადგებათ. მაშინ სამომავლოდ რატომ არ უნდა მოვიმარაგოთ?
ვაშლის შენახვა ზამთრისთვის
ინგრედიენტები:
- 300 გრ შაქარი
- 1,3 კგ ვაშლი
- ვანილი გემოვნებით
მომზადება:
1. მაგარი და მკვრივი ვაშლი შეარჩიეთ. სჯობს შემოდგომის ჯიშის ვაშლი იყოს.
2. თუ ქერქი ძალიან მაგარი აქვს, უბრალოდ გათალეთ. თავად ვაშლი ჯერ ოთხად, შემდეგ თხელ ზოლებად დაჭერით. მზა ვაშლი ზუსტად 1 კგ დაგჭირდებათ. სჯობს სამზარეულოს სასწორი გამოიყენოთ.
3. ღრმა თასში ვაშლი და შაქარი ჩაყარეთ. სურვილის შემთხვევაში ვანილი დაუმატეთ. ცოტა ვაშლი შეანჯღრიეთ, რომ შაქარი ძირში ჩავიდეს. ეს წვენის ნორმალურად გამოსაყოფად არის საჭირო.
4. ქილები გაასტერილეთ და თავსახურები აადუღეთ. ეს მნიშვნელოვანი პროცესია. 1,5 საათში ვაშლს დაუბრუნდით. მან უკვე წვენი გამოიღო. ვაშლი სქელძირიან ქვაბში გადაიტანეთ და სუსტ ცეცხლზე დადგით.
5. მას შემდეგ, რაც მასა ადუღებას დაიწყებს, ცეცხლზე დაახლოებით 10-15 წუთით გააჩერეთ. ვაშლი გამჭვირვალე გახდება.
6. ახლა აუჩქარებლად ქილები ტკბილი შიგთავსით გაავსეთ და თავსახური დაახურეთ. აჩქარებამ შეიძლება ქილების დასკდომა გამოიწვიოს. მზა კონსერვები თბილად შეფუთეთ და ასე გაგრილება აცადეთ.
კონსერვები შეგიძლიათ ცივ შენობაში, მაგალითად სარდაფში ან უბრალოდ მაცივარში შეგიძლიათ შეინახოთ. იდეალური იქნება, თუ მომზადებას ახლავე დაიწყებთ, რადგან რაც უფრო გვიან გახსნით კონსერვს, მით უფრო დიდი შანსია, რომ ის გაფუჭებული იყოს. შენახვა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია.
ვაშლის კონსერვი შეგიძლიათ გამოიყენოთ ღვეზელის, შარლოტას, დიდი ვაშლის ღვეზელის და მსგავსი კერძების მოსამზადებლად. როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ის ყოველგვარი დანამატის გარეშეც გემრიელია. შეგიძლიათ უბრალოდ ცხელ ჩაის მიაყოლოთ.