ოჰ, საკმაოდ დატვირთული შემოდგომა გამოვიდა. სამუშაო დღეებში ოჯახის წევრების გასახარებლად უგემრიელეს მსხლის პეროგს ვამზადებ და საღამოს დეგუსტაციას ვაწყობ. საბედნიეროდ, მსხლის „ტყის ლამაზმანის“ მოსავალი წელს უხვია!
დღეს „პაპარაცი“ გიზიარებთ ფხვიერი პეროგის მომზადების ინსტრუქციას კარამელიზებული მსხლით. მოწყვეტას ვერ შეძლებთ!
უგემრიელესი პეროგი მსხლით
ცომის ინგრედიენტები:
- 150 გრ ფქვილი
- 70 გრ კარაქი
- 20 გრ შაქრის პუდრა
- 1 კვერცხი
- მწიკვი მარილი
შიგთავსის ინგრედიენტები:
- 6 მსხალი
- 150 გრ შაქარი
- 75 გრ კარაქი
მომზადება:
1. ფხვიერი ცომის მოსამზადებლად ბლენდერის ჭიქაში ფქვილი, მარილი, შაქრის პუდრა და ცივი კარაქი ჩაყარეთ. ერთგვაროვანი ნაფშვენის მიღებამდე დაფქვით. კვერცხი დაუმატეთ და კვლავ აურიეთ.
2. მზა ცომი დაამრგვალეთ. საკვებ პარკში გაახვიეთ და მაცივარში 1,5 საათით შეინახეთ.
3. მსხალი გარეცხეთ, გათალეთ და გული ამოაჭერით.
4. კარამელის მოსამზადებლად ცივ, მშრალ ტაფაზე შაქარი თხელ ფენად დაყარეთ და მაღალი ცეცხლი ჩართეთ. შაქრის გადნობას დაელოდეთ. პერიოდულად შაქარი მოაყარეთ იმ ადგილს, სადაც უკვე გადნა. მთელი შაქარი კარამელში უნდა გადნეს და ამასთან არ დაიწვას.
დამწვარ კარამელს მომწარო გემო აქვს, ანუ ღვეზელისთვის არ გამოგადგებათ. ყურადღება მიაქციეთ, რომ კარამელს მორევა არ სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კრისტალიზდება. უბრალოდ ტაფა ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადაწიეთ, ასე შაქარს სწრაფად გადნობაში დაეხმარებით.
5. როცა მთელი შაქარი გადნება, ცეცხლს საშუალომდე დაუწიეთ და კარაქის ნაჭერი დაუმატეთ. სილიკონის ჯოხით კარგად აურიეთ, შემდეგ მსხალი მოათავსეთ. მსხალი კარამელში 10 წუთთ გააჩერეთ, რომ კარგად კარამელიზებული გახდეს.
6. მსხალი საცხობი ფორმის ძირში მოათავსეთ. ამისთვის მე 22 სმ ზომის ფორმას ვიყენებ. ზემოდან დარჩენილი კარამელი მოასხით.
7. ცომი თხელ ფენად, 3-4 მმ სისქეზე გააბრტყელეთ. საგორავის დახმარებით ცომი მსხალს ზემოდან დაადეთ, ზედმეტი კუთხეები ფორმის შიგნით ჩაკეცეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ნახევარი საათით აცხვეთ.
8. პეროგი გააგრილეთ, ზედმეტი სითხე გადაასხით და თეფშის დახმარებით პეროგი გადმოაბრუნეთ. გემოვნებით მორთეთ. გემრიელად მიირთვით!
ყველა, ვინც ეს პეროგი გასინჯა, ამბობს, რომ ეს ყველაზე გემრიელი მსხლის პეროგია. ნაზი, არომატული პეროგი გამოგივათ. სხვათა შორის, ასეთივე პეროგი ვაშლით გავაკეთე და წარმოუდგენლად გემრიელი გამოვიდა. თქვენც სცადეთ, ოჯახის წევრებს ნამდვილად მოეწონებათ!