როცა 40 წელს გადასცდები, როგორც ამბობენ, ბედნიერება უკვე იმაში მდგომარეობს, რომ ისეთმა დაღლილმა არ გაიღვიძო, როგორმაც დაიძინე. ზურგში “სროლა”, კისრის გაკავება, მუხლის ტკივილები, ხელების გაბუჟება… თუმცა, არსებობს ძილის პოზები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ, შეამსუბუქოთ მაინც ეს მტკივნეული სიმპტომები.
არ გჯერათ? ამაოდ! ძილს ჩვენი ცხოვრების მესამედს ვუთმობთ, სწორად ძილი კი უფასო წამალია. მაშ, რატომ არ უნდა მიიღოთ მისი დახმარება, რათა შეინარჩუნოთ და გააუმჯობესოთ კიდევაც ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ძილის პოზები
თუ კისერი გტკივათ:
თუ გვერდზე წოლა გიყვართ, ბალიში არც ისეთი მაღალი უნდა იყოს. მისი იდეალური სიმაღლე თქვენი მხრის სიგანეს შეესაბამება. ასეთი ბალიში საუკეთესოდ დაიჭერს კისერს ძილის დროს.
ზურგზე წოლას ანიჭებთ უპირატესობას? კისრის ტკივილს დაგრაგნილი პირსახოცი აგაცილებთ თავიდან. დაიდეთ იგი კისრის ქვეშ, მხრებსა და ბალიშს შორის, რათა კუნთებისა და კისრის მალებისთვის დამატებითი საყრდენი უზრუნველყოთ.
იაპონელები, მაგალითად, ხშირად ამბობენ: “გამრუდებული კისერი მოკლე სიცოცხლის ნიშანია.” ლეგენდარული იაპონელი მკურნალი კაცუძო ნიში კი გვირჩევს, რბილი ბალიშები მყარი მუთაქით ჩავანაცვლოთ კისრის ქვეშ. ამასთან, კისერი თავის ბუნებრივ მდგომარეობაში იქნება.
ზურგის ტკივილის დროს:
როცა გვძინავს, ჩვეულებრივ, მუხლები ერთმანეთს ეწებება. ეს თეძოებსა და წელზე კუნთების დაჭიმულობას იწვევს, რაც მალევე გადაეცემა ხერხემალს.
გვერდზე წოლისას, მოხარეთ ფეხები და დაიდეთ მათ შორის მცირე ბალიში. ასეთი მდგომარეობა განტვირთავს ხერხემლის ქვედა ნაწილს და მოხსნის დაძაბულობას.
თუ მუცელზე გძინავთ, მოხარეთ ერთი მუხლი, რათა თეძოები გახსნათ და ხერხემალს მოუხსნათ დატვირთვა, რომელიც გასწორებული ფეხების გამო ჩნდება.
თუ მხრების ტკივილი გაწუხებთ:
მხრების ტკივილის მიზეზი, ხშირად, მალთაშუა დისკებს შორის მომწყვდეული ნერვებია. დასაწყისისთვის, უნდა შემცირდეს დატვირთვა. ხოლო, თუ ტკივილი 2 კვირაში არ გაივლის, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ნებისმიერ შემთხვევაში, არ შეიძლება მტკივან მხარზე წოლა.
სხვათა შორის, სტატისტიკის თანახმად, 45%-მდე მოსახლეობა ღამით იმის გამო იღვიძებს, რომ ხელების ტკივილი და გაბუჟება არ აძლევს ძილის გაგრძელების საშუალებას.
ამ უსიამოვნო შეგრძნებებსაც შეიძლება ძილის არასწორი პოზა იწვევდეს.
ფეხების ტკივილისა და სიმძიმის დროს:
თუ მუცელზე გძინავთ, წვივები მოუხერხებელ მდგომარეობაში აღმოჩნდება და მსუბუქი მოძრაობაც კი დისკომფორტს გამოიწვევს. უმჯობესია, პოზა შეცვალოთ და გვერდზე დაწვეთ.
ძილის წინ ტერფების მსუბუქი მასაჟი და მომადუნებელი აბაზანები შესანიშნავად დაგეხმარებათ ტერფების ტკივილის დროს. ეცადეთ, ძილის დროს ფეხები ჩვეულებრივზე უფრო მაღლა დააწყოთ.
არ უგულებელყოთ ძილთან დაკავშირებული პრობლემები. ეცადეთ, სწორ მდგომარეობაში დაიძინოთ. გამოიყენეთ ბალიშები, რათა სხეულსა და საწოლს შორის არსებული სიცარილეები ამოავსოთ, რამდენადაც სწორედ ისინი იწვევს კუნთების დაძაბულობას და ქმნის დატვირთვას ხერხემალზე.