ბაღისთვის ერთი მცენარის არჩევა რომ მთხოვონ, ეს რეჰანი იქნება. მას დიდი, წვნიანი ფოთლები, რბილი, სასიამოვნო არომატი და ლამაზი ყვავილები აქვს. ამასთან კულინარიასა და ხალხურ მედიცინაში ხშირად იყენებენ. თუ ბალახს სახლში დარგავთ, ის ჰაერს შესანიშნავად გააჯანსაღებს. მკითხეთ, როგორ გავზარდოთ რეჰანი დამოუკიდებლად? ძალიან მარტივად!
მთავარია, მცენარე სწორად გადაჭრათ. ეს ბუჩქს ფორმას მისცემს და სიცოცხლეს გაახანგრძლივებს, ამასთან ბალახის გემოს გააუმჯობესებს. გამწვანების გასაზრდელად ახალი აღმონაცენების ყიდვა საჭირო არაა. საკმარისია, არსებულ მცენარეს რამდენიმე ტოტი მოაჭრათ და რამდენიმე მარტივი მანიპულაცია შეასრულოთ. რეჰანის გადაჭრის და გამრავლების შესახებ უფრო დეტალურად ქვემოთ გიამბობთ.
როგორ გავზარდოთ რეჰანი სახლის პირობებში
როდის და როგორ გადავჭრათ რეჰანი
ბუჩქოვანი, ტოტებიანი მცენარის ფორმირებისთვის პირველ გასხვლას დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა რეჰანს 3 წყვილი ფოთოლი გაუჩნდება და მისი სიმაღლე 15 სმ–ზე მეტი იქნება, მთავარი ღერო მე–2 წყვილ ფოთოლზე ოდნავ ზემოთ გადაჭერით. ასე მცენარეს გაახშირებთ, ხოლო გამწვანების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
შემდეგ რეჰანის მოვლა ძალიან ადვილია. რეჰანი მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველ 2-3 კვირაში გადაჭერით. მცენარის 4 ქვედა ფოთოლი ყოველთვის დატოვეთ. თუ ამას არ გააკეთებთ, ბალახი სიმაღლეში გაიზრდება, ხოლო მოსავალი შემცირდება.
გადასაჭრელად მხოლოდ ბასრი მაკრატელი ან დანა გამოიყენეთ. უბრალო გადაჭრამ შეიძლება მცენარის გაშიშვლება და მისი გახმობა გამოიწვიოს. ყვავილები შეგიძლიათ ხელით მოაშოროთ. როგორც კი თანაყვავილედი გამოჩნდება, მოაშორეთ, ზედა ნაწილი მიამაგრეთ.
როგორ გავამრავლოთ მცენარე
რეჰანის გამრავლება შეიძლება სხვადასხვა მეთოდით: თესლით, კალმით, ბოლქვით და მცენარის სხვა ნაწილით. გირჩევთ, არომატული მცენარე გადაჭრილი ტოტებიდან გაამრავლოთ. რამდენიმე მარტივი ნაბიჯით რეჰანის ძლიერ, ახალგაზრდა აღმონაცენებს მიიღებთ.
ამისთვის დაგჭირდებათ:
- წყალი
- ქილა
- რეჰანის კალმები
- თხევადი სასუქი მცენარისთვის
1. ჭურჭელი წყლით გაავსეთ და წვეთი თხევადი სასუქი დაუმატეთ. სასუქი ფესვების ზრდას ხელს შეუწყობს.
2. რეჰანის კალმები მოამზადეთ. ქვედა ნაწილზე ფოთლები მოაშორეთ. წყალში ჩაძირულ ღეროზე ფოთლები არ უნდა იყოს, რომ ბაქტერიები არ გამრავლდეს.
3. კალმები მზა ჭურჭელში მოათავსეთ. უკვე 7-10 დღეში ფესვებს დაინახავთ. ყოველ 2-3 დღეში წყალი გამოცვალეთ. სასუქის დამატება საჭირო არაა.
4. ღეროები წყალში მანამ გააჩერეთ, სანამ ფესვები 2,5-3 სმ სიგრძეზე არ გაიზრდება. ზოგიერთ კალამს უფროს მეტი დრო დასჭირდება. კიდევ 3 დღე წყალში დატოვეთ. თუ ფესვები მაინც არ განვითარდება, უბრალოდ გადაყარეთ.
5. პირველად ყველაზე ძლიერი ფესვების მქონე კალმები ჩარგეთ. ნიადაგში ფრთხილად მოათავსეთ, ფესვები მიწით კარგად დაფარეთ და მიწა დატკეპნეთ. მცენარე კარგად მორწყეთ, რომ ფესვები არ გამოშრეს.
როგორც ხედავთ, რეჰანის მოვლა ძალიან მარტივია. სწორი გადაჭრის შემთხვევაში მცენარე უფრო სქელი და ლამაზი გახდება. თუ გსურთ, ახალი და არომატული რეჰანის მწვანილი ყოველთვის ხელთ ჰქონდეთ, მინი ბოსტანი თავად შექმენით და მთელი წელი მოსავლით ისიამოვნეთ!