როგორ შევინახოთ შაშკვლავის ფოთლები ახალ წლამდე

0
3688

სამზარეულოში საკმაოდ კონსერვატიული ვარ. არ მიყვარს ზედმეტი ექსპერიმენტები და პროდუქტის გაფუჭება მორიგი სიახლის მცდელობის დროს. თუმცა, ხანდახან რაღაც მემართება, ჩვეული რუტინა ძალიან მოსაწყენად მეჩვენება. აი, მაშინ ვიყენებ ახალ პროდუქტს. განსაკუთრებით მომწონს სუნელების, სანელებლებისა და ბალახეულის ჩანაცვლება. ისინი კერძის არსს არ ცვლის, თუმცა, მას განუმეორებელ გემოს აძლევს. წელს ჩემი “სამიზნე” რეჰანი გახდა. ეს სანელებელი ძალიან მომწონს, თუმცაღა, მისი სეზონი მალე მიიწურება. ახლა ვეძებ გზას, რომელიც რეჰანს ისე შემანახინებს, მთელი წელი რომ შემეძლოს მისი გამოყენება.

როგორ შევინახოთ რეჰანი

ახალი ინგრედიენტის გამოყენებას თუ გადავწყვეტ, სულ ვცდილობ, მასზე ყველაფერი გავიგო. არამხოლოდ შენახვის პირობები, არამედ მისი წარმოშობა და ისტორია. არ დაიჯერებთ, რამდენი საინტერესო ფაქტის გაგება შეიძლება მცენარის აღწერის წაკითხვისას. მაგალითად, იცოდით, რომ შაშკვლავს სხვა ქვეყნებში რეიხონს, რეიგანსა და სამეფო ბალახსაც უწოდებენ? სწორედ ეს სამეფო ბალახი ითვლებოდა წმინდად ინდოეთში. იქაურებს სწამდათ, რომ მცენარე დევნიდა ბოროტ სულებსა და მორიელებს.

თუ არასდროს გინახავთ, როგორ იზრდება ბაზილიკი, იცოდეთ, რომ მას ოთხკუთხა დატოტვილი ღერო, რომელიც თითქმის 1 მეტრსაც კი აღწევს ხოლმე, და უამრავი ფოთოლი აქვს. ეს მცენარე მცირე თეთრ-ვარდისფერი და იისფერი ყვავილებით ყვავის. ჩვეულებრივ, ჩვენს ბაზარზე იპოვით ოპალისფერ შაშკვლავს, ევროპაში კი ლიმონისფერი ან მწვანეა გავრცელებული.

შენახვა და გამოყენება

რეჰანი შესანიშნავად ავსებს პომიდვრისა და ყველის კერძებს. ამ ინგრედიენტების დამატება კი თითქმის ყველაფერში შეიძლება. მაგალითად, შეგიძლიათ მოამზადოთ პასტა ან არომატული გულსართი ლავაშისთვის, ხაჭოთი. რეჰანი ძალიან უხდება ბადრიჯანსაც.

აი, რეჰანის შენახვა კი ჩემთვის დღემდე გადაუჭრელი საკითხია. განსაკუთრებით, თუ დიდი ხნით ვაპირებ შენახვას. ზამთრისთვის მომზადება რომ დავიწყე, გამოვკითხე დაქალები, რომლებიც ჩემსავით იყენებენ ამ ბალახს სანელებლად. აი, შენახვის როგორი ვარიანტები მასწავლეს მათ:

რეჰანის შენახვის ვარიანტები

  1. ბლენდერში ათქვიფეთ და გაყინეთ ყინულის ფორმებში.
  2. გადარგეთ ნაკვეთიდან ქოთანში (მოულოდნელი ბონუსი – სასიამოვნო არომატი მთელ ბინაში).
  3. უბრალოდ გაახმეთ (მაღაზიის ვარიანტზე გაცილებით უკეთესი გამოვა).
  4. წვრილად დაჭერით, ჩაალაგეთ ქილებში და დაასხით ზეთი (ბევრი ზეთი დაგჭირდებათ, თუმცა მას მოგვიანებით სხვა მიზნებითაც გამოიყენებთ).

5. ქოთანში დათესეთ.

6. დააქუცმაცეთ, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და ნიორი.

7. გაახმეთ და დააფქვიეთ ყავის საფქვავში.

8. გარეცხეთ, გააშრეთ პირსახოცზე, ფოთლები დააცალკევეთ და ჩაალაგეთ ჰერმეტულ ელვიან პარკებში, ჰაერი საწრუპავით გამოიყვანეთ.

9. მოამზადეთ პესტოს სოუსი და გაყინეთ.

ამ საშუალებათაგან ჯერ არც ერთი არ გამომიცდია და ძალიან მეშინია, პროდუქტი არ გავაფუჭო. იქნებ, თქვენ გიცდიათ რომელიმე ან იცით, როგორ შეიძლება შაშკვლავის შენახვა მთელი წლით?