ადრე თუ გვიან, ნებისმიერი ადამიანის სახეზე ჩნდება მიმიკური ნაოჭები. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ნაკეცი წარბებს შორისაა. მას უკვე 27-30 წლის ასაკში ვხედავთ, განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, ვინც ხშირად იჭმუხნება ან თვალებს ჭუტავს. ბევრი ბოტოქსის ინექციას მხოლოდ ამ ზოლების მოსაშორებლად მიმართავს. თუმცა, მე ვიცი, როგორ უნდა მოიშოროთ წარბებს შორის ნაოჭები სხვა, უფრო იაფი და ბუნებრივი გზით.
არსებობს უამრავი საშინაო მეთოდი, რომლებიც დაგეხმარებათ წარბებს შორის ნაკეცების მოშორებაში. სასურველი შედეგის მისაღებად, ეს პროცედურები რეგულარულად უნდა შეასრულოთ. თუ ნაოჭი ზედმეტად ღრმაა, მისი სრულად მოშორება არ გამოვა, თუმცა, გაფერმკრთალება ნამდვილად შეიძლება. მე ყველა ვარიანტს კომპლექსურად ვიყენებ, თუმცა, პირველ რიგში, ყველაზე მარტივს გასწავლით.
როგორ მოვიშოროთ ნაოჭები სახლის პირობებში
თეიფ-სანტავიკი
პირველ რიგში, აკონტროლეთ თქვენი მიმიკები. მესმის, ეს რთულია. სწორედ ამაში დაგეხმარებათ თეიფ-სანტავიკი. თუმცა, ეს უბრალო წებოვანი ლენტი არაა. სანტავიკი მზადდება ბამბის ან აბრეშუმისგან, რაც კანს სუნთქვის საშუალებას არ უზღუდავს. ხოლო წებო ალერგიას არ იწვევს. თუმცა, ერთი სანტავიკის 8 საათზე მეტხანს ტარება დაუშვებელია.
მოჭერით ლენტი და დაიფიქსირეთ წარბებს შორის ნაკეცი მშვიდ მდგომარეობაში. ასე კუნთი ვერ შეძლებს სრულად შეკუმშვას. დროთა განმავლობაში, ნაოჭიც გასწორებას დაიწყებს.
ალტერნატივად შეიძლება ჩვეულებრივი სანტავიკის გამოყენებაც. თუმცა, შედეგს გვიან მიიღებთ. თეიფი იმეორებს შუბლის ფორმას, პირდაპირ ცხვირის ფუძეზე დაწებებით. სტანდარტული სამედიცინო წებოვანი ლენტის დაკვრა კი, წარბებზე შეხების გარეშე, რთულია, თუმცა შესაძლებელი. აუცილებლად წაისვით სახეზე დამატენიანებელი კრემიც.
სახის სავარჯიშოები
სახის ვარჯიშები საკმაოდ პოპულარული და ეფექტურია. იგი არამხოლოდ დააგლუვებს ნაოჭებს წარბებს შორის, არამედ ინარჩუნებს მთელი სახის კანის სიმკვრივეს. აი, ეფექტური სავარჯიშოების კომპლექსი წარბებშორისი ზონისთვის.
1. წამოწიეთ წარბები მონაცვლეობით. ორივე მხარეს 5-7 მოძრაობა. თუ ვერ შეძლებთ, გაამარტივეთ სავარჯიშო – წამოწიეთ ერთდროულად ორივე წარბი.
2. ჩამოწიეთ წარბები ქვემოთ, ეცადეთ, ძლიერად შეჭმუხნოთ და ასე 5 წამით გაჩერდით. ამის შემდეგ, გამოხატეთ გაკვირვების მიმიკა, მაქსიმალურად წამოწიეთ წარბები და ისევ 5 წამით გაჩერდით. გაიმეორეთ ათჯერ.
3. მიაჭირეთ წარბებზემოთ კანი შუბლს რამდენიმე წამით. ეცადეთ, წამოწიოთ წარბები და დააფიქსიროთ 5-7 წამით, შემდეგ კი მოდუნდეთ. გაიმეორეთ ექვსჯერ.
4. დაიდეთ თითები წარბებზე. დააფიქსირეთ კუნთები თითის ბოლოებით (წარბების დასაწყისში) და ეცადეთ, შეიჭმუხნოთ. გაიმეორეთ მოძრაობა ათჯერ.
სახის ნიღაბი
სახლის ნატურალური ნიღბები შესანიშნავად უვლის კანს, კვებავს მას და აგლუვებს ნაოჭებს. წინა მეთოდებთან კომპლექსში, ჟელატინის ნიღაბი ორმაგად ეფექტური იქნება.
გახსენით 0.5 ჩ.კ. ჟელატინი 1 ს.კ. თბილ წყალში. წაისვით ნიღაბი შუბლსა და წარბებშუა ნაკეცზე. აცადეთ მასას გაშრობა და დაიტანეთ კიდევ ერთი ფენა. სრული გაშრობის შემდეგ, ჩამოიბანეთ სუფთა წყლით. გაიმეორეთ პროცედურა ყოველ მეორე დღეს, 1 თვის განმავლობაში.
კანის სწორი მოვლა დაგეხმარებათ ახალგაზრდობის კიდევ დიდი ხნით შენარჩუნებაში. არ დაგავიწყდეთ კანის კვება და დატენიანება, ეცადეთ, ნაკლები მიმიკა გამოხატოთ. ფეისფიტნესი და სანტავიკი დანარჩენს მოაგვარებს.