გსურთ ოჯახის წევრები თქვენ მიერ მომზადებული რესტორნული კერძებით გააოცოთ? კარამელიზებული ღორის ხორცი მსხლით ყველაზე გამოცდილ გურმანსაც აღფრთოვანებაში მოიყვანს. რაც ყველაზე სასიამოვნოა, კერძის მომზადება რთული არაა.
ხორცის და მსხლის კომბინაცია შეუმჩნეველია, მაგრამ ასე კერძი წვნიანი, არომატული და ლამაზი გამოდის. დღეს „პაპარაცი“ გიზიარებთ ღორის ხორცის მსხალთან ერთად მომზადების ინსტრუქციას. გემოს სიტყვებით გადმოცემა რთულია, თავად უნდა გასინჯოთ!
ღორის ხორცი მსხლით
ინგრედიენტები:
- 450 გრ ღორის ხორცი (კორეული)
- 230 გრ სპაგეტი
- 2-3 მსხალი
- 1 ჩ/კ მდოგვი
- 2 ს/კ თაფლი
- 3 კბილი ნიორი
- 120 მლ სოიოს სოუსი
- 1 ს/კ სახამებელი
- მცენარეული ზეთი შესაწვავად
მომზადება:
1. ღორის ხორცი (მე კორეულს ვიყენებ) ბოჭკოების გასწვრივ, შემდეგ კი კუბებად დაჭერით. ღრმა თასში გადაიტანეთ.
2. მსხალი (სჯობს საშუალო ზომის) გარეცხეთ, გაასუფთავეთ და შუაგული მოაჭერით. მცირე ნაჭრებად დაჭერით. ხორცს მსხალი დაუმატეთ.
3. სოუსის მოსამზადებლად ცალკე თასში მდოგვი და თაფლი აურიეთ, დაქუცმაცებული ნიორი დაუმატეთ. ზემოდან სოიოს სოუსი დაასხით და კარგად აურიეთ.
მიღებული მარინადი ხორცს და მსხალს დაასხით. საკვები პარკი გადააფარეთ და 50 წუთით გააჩერეთ.
4. ტაფაზე მცენარეული ზეთი გაახურეთ. დამარინადებული ხორცი მსხალთან ერთად ტაფაზე მოათავსეთ. ძლიერ ცეცხლზე შეწვით, როცა სითხე თითქმის მთლიანად აორთქლდება, სახამებელი მოაყარეთ და აურიეთ. ჩვეულებრივ, ხორცის შეწვაზე დაახლოებით 9-10 წუთი მეხარჯება.
5. წინასწარ სპაგეტი მოხარშეთ. მზა სპაგეტი ხორცს და მსხალს დაუმატეთ. კარგად აურიეთ და 5 წუთით გააჩერეთ.
6. ესეც ასე, ღორის ხორცი მსხალთან და სპაგეტთან ერთად მზადაა. გემრიელად მიირთვით!
ღორის ხორცი მსხლით და სპაგეტით არა ერთხელ დაგეხმარებათ. ნამდვილად ყველა შემთხვევის კერძია. ის იდეალურად გამოგადგებათ როგორც სადღესასწაულო სუფრისთვის, ასევე ყოველდღიურად სავახშმოდ.
ამ კერძის მომზადება აუცილებლად სცადეთ, ოჯახის წევრები მადლიერები იქნებიან!