როგორ გავკრიჭოთ ვარდები შემოდგომაზე, მომავალ გაზაფხულს უხვად რომ აყვავდეს

3429

შემოდგომაზე ვარდის გაკრეჭა მნიშვნელოვანი პირობაა მისი ჯანმრთელობის, აქტიური ზრდისა და მომავალ გაზაფხულზე აყვავებისთვის.

შეიძლება თუ არა ვარდების გაკრეჭა, როგორ უნდა მოხდეს ეს და რისი გაკეთებაა აუცილებელი ამის შემდეგ? ყველა კითხვაზე პასუხს ამ სტატიაში მიიღებთ.

ვარდების კრეჭა შემოდგომაზე

რამდენად საჭიროა გაკრეჭა?

რა თქმა უნდა, ეს თქვენი გადასაწყვეტია. ველური ვარდები, მაგალითად, ამის გარეშეც მშვენივრად იზამთრებენ. თუმცა, კულტურული ვარდების გაკრეჭას ნებისმიერი გამოცდილი მებაღე გირჩევთ. ამისთვის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს.

პირველ რიგში, მცენარე გაკრეჭვის შემდეგ უფრო სწრაფად იზრდება და უკეთ ვითარდება. ხოლო ნიადაგიდან მიღებული სასარგებლო ნივთიერებები უფრო თანაბრად ნაწილდება მის ყველა ნაწილში.

მეორეც, ასეთი მცენარე უფრო იშვიათად ავადმყოფობს. ეს იმიტომ, რომ, თუ ვარდის ბუჩქს ძველ და დაინფიცირებულ ტოტებს მოაჭრით, პრობლემის გავრცელებას შეუშლით ხელს. მესამეც, ვარდების კრეჭა შემოდგომაზე ბუჩქის გადაფარებას ამარტივებს. რამდენიმეკვირტიანი ღეროს დაფარვა ხომ უფრო მარტივია, ვიდრე გრძელი რტოების.

გაკრეჭვის დრო

არ უნდა აჩქარდეს. თუ ვარდის ბუჩქებს დროზე ადრე გაკრეჭთ, შეიძლება ახალი რტოები გამოიღოს, ამიტომ, პირველი ყინვების მიხედვით ორიენტირდით.

ჩვეულებრივ, ამას ოქტომბერში აკეთებენ, ზუსტ დროს კი მთვარის კალენდრის მიხედვით საზღვრავენ. ვარდის გაკრეჭას გირჩევთ დაღმავალი მთვარის პერიოდში, როცა მცენარის წვენები ფესვებისკენ მიემართება.

როგორ გავკრიჭოთ?

დასაწყისისთვი, დაგჭირდებათ ბასრი სეკატორი. ძველი გახევებული რტოებისთვის – რკინის ხერხი. როგორც წესი, ბაღის ვარდებს მიწიდან 3-5 კვირტი დონემდე კრეჭენ.

ფლორიბუნდისა და დაწნული ვარდების ასე ძლიერად გაკრეჭას არ გირჩევთ. მათთვის ოპტიმალური იქნება სიმაღლის ნახევრამდე გადაჭრა (ზომიერი კრეჭა).

გადაჭერით რტოები 45-გრადუსიანი კუთხით, კვირტიდან 1 სმ დაშორებით. ეს ახალგაზრდა რტოს ოპტიმალურ განათებასთან მისცემს წვდომას. თუ ტოტები 1 სმ-ზე სქელია, გადაჭრის ადგილს ბაღის ნარევი უნდა წაუსვათ.

რა უნდა გააკეთოთ გაკრეჭის შემდეგ?

მოაშორეთ ბუჩქის ძირას ყველა ფოთოლი, გააფხვიერეთ ნიადაგი. მოაყარეთ ფესვის გარშემო მშრალი მიწა. შემოაყარეთ მიწა 8-10 სმ სიმაღლით.

დაწნული ვარდის მორჩები დაამრგვალეთ და მიწაზე დააწვინეთ. მათ დასაფარავად, გამოიყენეთ ტოტები და ხმელი ბალახი, 10 სმ-ზე მაღალი ფენით. სურვილისამებრ, შეიარაღდით დამატებითი დამცავი ჩონჩხით მუყაოს, ტოტების ან მავთულის გამოყენებით.

შემოდგომაზე ვარდების გაკრეჭა ბუჩქს დაეხმარება გაზაფხულზე ახალი ძალით აყვავებაში. გამონახეთ დრო ამ მარტივი პროცედურისთვის და ზაფხულს ბაღის დედოფალი უხვი და მკვეთრი ყვავილობით გადაგიხდით მადლობას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს