ნატურალური საღებავების რეცეპტები თანამედროვე კონდიტერისგან

935

ჩვენ ყველას გვსურს, რომ საიუბილეო ტორტი ან სადღესასწაულო ორცხობილა არამხოლოდ კუჭს, არამედ თვალსაც ასხარებდეს. ჩვეულებრივი პროდუქტის შეღებვაც კი, ხშირად, საინტერესო საქმიანობად იქცევა. თუმცა, იგი უსაფრთხო მხოლოდ ნატურალური საკვები საღებავების შემთხვევაში იქნება. სწორედ მათზე ვისაუბრებთ დღევანდელ სტატიაში.

ჩვენს სიაში იპოვით ყვითელ, ვარდისფერ და იისფერ სმუზის. ბავშვები შეგიძლიათ მწვანე მაკარონით გააკვირვოთ ან ცისარტყელას ნეისმიერ ფერში შეღებოთ მოხარშული კვერცხი.

მეტიც, ჩვენს სიაში მოცემული მცენარეების მკვეთრი ფერის ნახარშები, ნაწურები და წვენები გაამდიდრებს თქვენს კერძებს ვიტამინებითა და პიკანტური გემოთი.

ნატურალური საკვები საღებავები

მწვანე

იაპონური მწვანე ჩაი “მატჩა” მწვანე ჩაის დაფქვეულ ფოთლებს წარმოადგენს. ეს ფხვნილი მხოლოდ ჩაის მოსამზადებლად არ გამოიყენება. მატჩას ჩაი უვნებელი ბუნებრივი მწვანე საღებავია. მწვანე ბისკვიტის, მუსის, კრემის ან ზეფირის მომზადება გსურთ? რა პრობლემაა!

16 სმ დიამეტრის ბისკვიტისთვის, ცომს მხოლოდ 1.5 ჩ.კ. ჩაის ფხვნილი დასჭირდება. იგი კერძებს დაუმატებს იაპონურ ნოტასა და მკვეთრ მწვანე ფერს.

ოქროსფერ-ყვითელი

ასეთი ფერის მიღება მრავალი ნატურალური საკვები საღებავით შეიძლება. კურკუმა, ზაფრანა, ხეჭრელის ნაყოფი, გულყვითელას ფურცლები ლიმონის ცედრა და სტაფილოს წვენი ამაში უპრობლემოდ დაგეხმარებათ.

ახლა გეტყვით, როგორ მოამზადოთ ყვითელი საღებავი: შეურიეთ 0.5 ჭიქა წყალს 1.5 ჩ.კ. კურკუმა სარძევე ქვაბში. აადუღეთ და გააგრილეთ. შეინახეთ არაუმეტეს 2 კვირით მაცივარში.

ცისფერი

ამბობენ, რომ ბუნებაში ცისფერი და ლურჯი ფერები იშვიათად გვხვდება. თუმცა, ჩვენ მისი ნატურალური წყაროების გრძელი სიის წარმოდგენა შეგვიძლია. ესაა ბადრიჯნის კანი, მოცვი, ყურძნის ლურჯი სახეობები, იისფერი კომბოსტო ან ჩაი ანჩანი, რომელსაც ცისფერ მატჩასაც უწოდებენ.

ბლენდერში ათქვიფეთ 1/4 ჭიქა მოცვი და 1/8 ჭიქა წყალი. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ, გადაწურეთ და მიიღებთ ბუნებრივ ცისფერ საღებავს.

წითელი

იისფერ საკვებ დანამატ E120-ს ქაშენილისგან იღებენ. ესაა პატარა ხოჭოები, რომლებსაც სპეციალურად ამრავლებენ კომბოსტოს ფოთლებზე. თუმცა, ჩვენი აზრით, ეს მწერები სახლში არ გეყოლებათ.

შეიძლება, არც ისეთი მკვეთრი ფერი გამოვიდეს, თუმცა, წითელი საღებავის მიღება ჭარხლით შეგიძლიათ. დაჭერით 1 საშუალო ზომის ბოლქვი წვრილად. ჩაყარეთ ბლენდერში და დაუმატეთ ნახევარი ჭიქა წყალი. შეურიეთ და გადაწურეთ. სულ ესაა, თქვენი საკვები საღებავი მზადაა.

ყავისფერი

ყავისფერის სხვადასხვა ელფერის მიღება შეიძლება დამწვარი შაქრით, ხახვის კანით, ყავით ან კაკაოთი. რამდენიმე კოვზი კაკაო, რომელსაც ცომს დაუმატებთ, ბისკვიტს ნათელ ყავისფერ ელფერს მისცემს. თუ კაკაოს რძეში გახსნით, უფრო მუქ ფერს მიიღებთ.

თუ შაქრის გამოყენებას ამჯობინებთ, შეურიეთ წყალს 5:1 თანაფარდობით და დაასხით ტაფაზე. წვით პატარა ცეცხლზე, არ დაგავიწყდეთმორევაც. გამორთეთ ცეცხლი, როცა მასას სასურველი ფერი ექნება.

უნდა გესმოდეთ, რომ ბუნებრივი საღებავები მსუბუქ, ბუნებრივ ელფერს იძლევა და ზედმეტად მკვეთრი ფერის მიღებას არ უნდა ელოდოთ. თუმცა, იგი აბსოლუტურად უსაფრთხოა და, ლოგიკურია, უნდა გამოიყენოთ საბავშვო კერძებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს