ზამთრის ბაღი აივანზე: რომელი მცენარეების დარგვა შეიძლება აქ

1353

რაც თავი მახსოვს, სახლში ყოველთვის რაღაც მცენარე იდგა: ნემსიწვერა, ალოე, კაქტუსები, იები… ოთახის მცენარეებისადმი სიყვარულის შეჩერება ვერც ჩვენმა კატებმა შეძლეს. ხან მიწას თხრიან, ხან ქოთნებს ტეხენ, ხან ფოთლებს ღრღნიან. ეს და სხვა პრობლემები მაშინ მოგვარდა, როცა ზამთრის ბაღი აივანზე მოვაწყეთ.

ოთახების ფანჯრის რაფები გასუფთავდა. გაქრა წელიწადში ორჯერ გადარგვის საჭიროებაც. ეს ყველაფერი ჩვენი კოლექციის განახლების დამსახურებაა. ახლა უპირატესობას ყინვაგამძლე მცენარეებს ვანიჭებთ, რომლებმაც ჩვენი ლოჯია ნამდვილ ფლორარიუმად აქცია.

ყინვაგამძლე მცენარეები

კომბოსტო

ოღონდ ჩვეულებრივი კი არა, დეკორატიული. მისი ფოთლები შეიძლება ნაზ პასტელურ ან კრემისფერ ფერებში იყოს შეღებილი. იერით გვახსენებს უზარმაზარ ნახევრადღია კვირტს. ყვავის ჩვეულებრივი ბოსტნეულივით – ძლიერ მოყინვებამდე.

კამელია

ესაა მარადმწვანე მცენარე, რომელიც -10 გრადუსსაც კი უძლებს. იგი ყვავის 0-15 გრადუს ტემპერატურაზე და გვახარებს თავისი უხვი ყვავილობით ნოემბრიდან ზამთრის ბოლომდე. იდეალურია ღია აივნებისთვისაც კი.

ხვიარა მცენარეები

ჩემი რჩეული ვარიანტია! მოსავლელად უპრეტენზიოა, ყოველთვის მკვეთრი ფერი და შესანიშნავი სურნელი აქვს. ღია აივანზე თავს შესანიშნავად იგრძნობს. ოპტიმალური ტემპერატურა +6 – -10 გრადუსია. გირჩევთ შემდეგ სახეობებს: ბზა, ღვია, შინდის ბუჩქი, კვიპაროსი, ტუია და დეკორატიული ნაძვი.

კაქტუსები და სუკულენტები

ჩვენი ძველი კოლექციიდან, აივანზე გადაინაცვლა კაქტუსმა და იქაურობას კარგადაც შეეგუა. ზამთარში მათი მორწყვა თითქმის არაა საჭირო, თითქოს ზამთრის ძილით იძინებენ. ამასთან, ჩვენი მჩხვლეტავი მეგობრები მაინც ისეთივე ლამაზებია.

დაფნა

დაფნის ფოთოლი სუნელების თაროზე სასურველი სტუმარია. რატომ არ გაზრდით მას სახლში? ამასთან, ეს მცენარე თავს შესანიშნავად გრძნობს 5-15 გრადუს სითბოზე. დაფნისთვის გამოდგება დახურული აივანი ან თბილი რეგიონები, რამდენადაც ყინვა მას მაინცდამაინც არ უყვარს.

ჰებე

კიდევ ერთი მარადმწვანე ბუჩქია, რომელიც კარგად ეგუება სიცივეს (6-10 სითბო). ზამთარში მას სძინავს, თუმცა, მისი ლამაზი ფოთლები ფიგურული ნახატებით მთელი წლის განმავლობაში გაგახარებთ.

სუმბული

ბაღის მცენარეა, რომელიც ექსპერიმენტებს არ უშინდება. მაგალითად, სუმბული 5-8 გრადუსზეც გააგრძელებს ყვავილობას. თუმცა, კვირტების გაჩენას ბინაში უნდა დაელოდოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაიტანოთ აივანზე.

ყოჩივარდა

ზამთრის კლასიკაა. ჩვენთან იგი პირდაპირ ზამთარშიც ყვავის! ვარდისფერი, იისფერი ან თეთრი ყვავილები აივანს გააფერადებს, თუმცა მცენარე საკმაოდ პრეტენზიულია. ყოჩივარდა ხშირად უნდა მორწყოთ, მოარიდოთ მზის პირდაპირ სხივებსა და ორპირებს. კარგია მხოლოდ შემინულ აივნებზე.

მანანა

თუ გაგიმართლებთ და ამ მცენარეს მოიპოვებთ, მთელი ზამთარი გაგახარებთ პატარა, ნაზი ვარდისფერი ყვავილებით. მართალია, მცენარე ყინვაგამძლეა, ნიადაგის ტორფით დათბობა აუცილებელია.

ჭანჭყატა

თუ ჰებე ვერ იპოვეთ, ლამაზი ფიგურული ფოთლებით ჭანჭყატაც მოიწონებს თავს. თუმცაღა, ერთფეროვანი ფოთლები ყინვას უკეთ იტანს. ეს მცენარე თავს კომფორტულად გრძნობს 10-16 გრადუს სითბოზე, თუმცა, საგანგებო სიტუაციაში მედგრად იტანს 35-გრადუსიან ყინვასაც. ასე ნუ დასტრესავთ, თუმცა მაინც გაითვალისწინეთ.

ბევრი დრო დამჭირდა აივნის მცენარეებზე მოსარგებად. ჯერ ყველაფერ ზედმეტი გავიტანეთ და დავდგით 2 რბილი სკამი. ახლა ესაა იდეალური ადგილი საყვარელი ყავით ტკბობისთვის. თქვენ რომელი მცენარეები გაქვთ აივანზე და რამდენად გიმარტივდებათ მათი მოვლა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს