არომატული წიწაკის მარინადი ზამთრისთვის

0
1560

გადავწყვიტე, შესანიშნავი რეცეპტი გაგიზიაროთ და გითხრათ, თუ როგორ უნდა მოამზადოთ არომატული წიწაკის მარინადი ზამთრისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს მოტკბო-მჟავე დასაყოლებელი მოგეწონებათ.

ბულგარული წიწაკის კონსერვი

ინგრედიენტები:

  • 5 კგ ბულგარული წიწაკა
  • 200 გ თაფლი
  • 300 გ შაქარი
  • 4 დაფნის ფოთოლი
  • 1.5 ლ წყალი
  • 1.5 ჭიქა ზეთი
  • 75 გ ქვა-მარილი
  • 1.5 ჭიქა ვაშლის ძმარი
  • 10 კბილი ნიორი
  • 30 მარცვალი პილპილი

მომზადება

1. დასაწყისისთვის, გარეცხეთ და გაასუფთავეთ ბულგარული წიწაკა და დაჭერით 5 ნაწილად. ნიორი – თხელ ფირფიტებად.

2. შემდეგ შეურიეთ წყალს ზეთი, მარილი და შაქარი. დადგით ცეცხლზე და აადუღეთ. დაუმატეთ ძმარი, 4 დაფნის ფოთოლი და შავი პილპილის მარცვლები.

3. შემდეგ დაუმატეთ მარინადს დაჭყლეტილი ნიორი და წიწაკა, ხარშეთ 4 წუთით.

ახლა ჩაალაგეთ წიწაკები გასტერილებულ ქილებში, მოხუფეთ და შეფუთეთ საბანში. დაელოდეთ სრულად გაგრილებას.

ბულგარული წიწაკის კონსერვი ძალიან უხდება ხორცს, თევზსა და სხვა გარნირს. შეგიძლიათ ზამთრის სალათებში ინგრედიენტად გამოყენებაც.