უფროსების ბევრი პრობლემა სათავეს ბავშვობაში იღებს. სადღაც მშობლები ძალიან მკაცრები იყვნენ, სადღაც ბავშვისთვის მკაცრი წესები დააწესეს, სადღაც ზედმეტად ზრუნავდნენ. არადა ყველაფერში ბალანსის დაცვაა საჭირო, მათ შორის აღზრდაშიც. სწორედ ამიტომ, შვილების ზოგიერთი ახირება მშობლებმა კი არ უნდა აკრძალოს, არამედ წაახალისოს.
დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, რატომ უნდა დართონ მოსიყვარულე დედ–მამამ შვილებს ზოგიერთი მავნე ახირების გაკეთება. ასე ოქროს შუალედის პოვნას შეძლებთ, რომ შვილს საკმარისი თავისუფლება მისცეთ და გონივრულად შეზღუდეთ ის, რაც სარგებელს არ მოუტანს.
ბავშვების ახირებები
რომელი ახირებების აკრძალვა არ ღირს, რომ მის მეხსიერებაში დიქტატორად არ დარჩეთ? ყველას სურს, შვილისთვის იყოს არა უბრალოდ მეურვე, არამედ მეგობარი, რომელსაც ყოველთვის სითბოთი გაიხსენებენ.
1. მავნე პროდუქტების ჭამა
ბავშვები გიჟდებიან არა მხოლოდ ტკბილეულზე, არამედ გაუგებარ ჩიფსებსა და სასუსნავებზე, რომლის შემდეგ საპნით ხელის დაბანა გიწევთ, რომ ირგვლივ ყველაფერი არ დასვაროთ. მსგავსი საჭმლის აკრძალვით, მშობლები სურვილს კიდევ უფრო აძლიერებენ. აკრძალული ხომ უფრო ტკბილია.
სჯობს ჩიფსები თავად უყიდოთ. ბავშვი მიხვდება, რომ სახლში შეძლებს არა მხოლოდ დედის მიერ გაკეთებული საჭმლის ჭამას, არამედ იმას, რასაც თავად ისურვებს. ასე მშობლებისგან მალულად შოკოლადებს ან ჩიფსებს აღარ იყიდის. რა საჭიროა, თუ შეუძლია ისეც შეჭამოს.
2. ტრანსცხიმები
საუბარია ჯიბის ფულზე, რომლის მართვაც ბავშვმა თავად უნდა ისწავლოს. თუ ფულს აძლევთ, მაშინ ბავშვი ფულის სრულუფლებიანი მფლობელი ხდება და უფლება აქვს საკუთარი შეხედულებისამებრ დახარჯოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ფული სკოლაში კარგი შეფასების ან საშინაო დავალების შესრულებისთვის მიიღო.
მაშინაც კი, თუ ბავშვი ფულს სისულელეში დახარჯავს, მოგვიანებით თავად ინანებს. და ეს კარგია. მხოლოდ ამ გზით შეიძლება სურვილების და ხარჯის კონტროლი ასწავლოთ. მხოლოდ ასე ისწავლის ბიუჯეტის დაგეგმვას.
3. დაუდევრობა
სამყაროს შეცნობის მიზნით აქტიურობა და ცნობისმოყვარეობა ბავშვს ავიწყებს, რომ ახალი შარვალი ან მაისური აცვია. მას არ აინტერესებს, თუ რომელი ბრენდის მაისურით კოტრიალობს ბალახზე. საყვედურის თქმა არ იჩქაროთ. სჯობს ერთად გადაწყვიტოთ, თუ რომელი ტანსაცმელი იქნება ყოველდღიური და რომელს უნდა გაუფრთხილდეს.
4. უზრუნველობა
თანამედროვე ბავშვები უფრო დიდი წნეხის ქვეშ იმყოფებიან, ვიდრე წინა თაობები. სწავლა უფრო ინტენსიური და რთული გახდა. გართობა უფრო მეტ ძალისხმევას ითხოვს, ხოლო სოციალური ქსელები ყურადღებას ფანტავს. ბავშვი მუდმივი შფოთვისა და დეპრესიისგან რომ დაიცვათ, ნება მიეცით უზრუნველობა გამოიჩინოს. არა უშავს, თუ ცოტა დიდხანს დაიძინებს ან მთელი დღე არაფერს გააკეთებს.
შეიძლება თუ არა ბავშვმა უფროსებს ეკამათოს?
5. უფროსებთან კამათი
არ ასწავლოთ ბავშვს, რომ უფროსები ყოველთვის მართლები არიან. დაე, საკუთარი კრიტიკული აზროვნება ჰქონდეს და თავად გაიგოს, თუ რა არის კარგი და რა ცუდი, რა არის მისაღები და რა მიუღებელი. დაე, ბავშვმა საკუთარი აზრის დაცვა და პირადი საზღვრების ჩამოყალიბება ისწავლოს. სიბრძნე და კარგი მანერები ყოველთვის წლებზე არაა დამოკიდებული.
6. ტანსაცმლის არჩევა
ბავშვთან ერთად შოპინგზე წასვლა ერთი დიდი სიამოვნებაა. საქმე ეხება არა მხოლოდ ტანსაცმელს, არამედ იმას, თუ როგორი ნივთები მოსწონს თქვენს შვილს. სპეციალისტები გირჩევენ, რომ ბავშვს საკუთარი აზრი არ მოახვიოთ. დაე, თავად აირჩიოს ნივთი, რომელიც მოსწონს. ასე ხომ ბავშვი საკუთარ სტილს ქმნის, საკუთარი ინდივიდუალურობის გამოხატვას სწავლობს. ამასთან ამას ნამდვილად ჩაიცვამს.
7. ასაკთან დამოკიდებულება
თანამედროვე ბავშვები სწრაფად იზრდებიან. ალბათ, არჩევანი არ აქვთ, რადგან მუდმივად ესმით: „როდის გაიზრდები“ ან „უკვე პატარა არ ხარ“. მაგრამ თითოეულს ზრდის საკუთარი ტემპი აქვს. შეუძლებელია მხოლოდ თქვენი თხოვნის გამო გაიზარდოს. ბავშვი შეიძლება თავი მოგაჩვენოთ, მაგრამ ზრდასრული პრობლემების გადასაჭრელად მზად არ იქნება. აჩქარება არ ღირს.
8. ვიდეო თამაშები
ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის ვიდეო თამაშები უფრო სასარგებლოა, ვიდრე მულტფილმების ყურება. უნდა გახსოვდეთ, რომ არსებობს საგანმანათლებლო ვიდეო თამაშები, რომელთაც შეუძლიათ სათამაშო ფორმით ბავშვს უფრო მეტი მისცენ, ვიდრე მოსაწყენ წიგნებს. მსგავსი გართობიდან მიღებული ცოდნა ბავშვს დაეხმარება უკეთ გაიკვლიოს გზა ტექნოლოგიურ მომავალში, რომელიც უფრო სრულყოფილი იქნება, ვიდრე ახლა.
ალბათ, ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია ფიქრებით ბავშვობის წლებში დაბრუნდეს და გაიხსენოს უცნაური აკრძალვები, რომლებიც მას გარს ეხვია. დედები და მამები, ბებიები და ბაბუები საკუთარ მოთხოვნებს და სურვილებს სწრაფად ამბობდნენ, მაგრამ იშვიათად განმარტავდნენ.
„რადგან ასე ვთქვი“ – ისმენს ბავშვი ახლობელი ზრდასრული ადამიანისგან. განა საეჭვო ახსნა ბავშვს რაიმეს გაგებაში დაეხმარება?