ბევრს ავიწყდება, რომ ჯანმრთელი არამხოლოდ სხეული, არამედ თმაც უნდა იყოს. შესაძლოა, თმის საფარი გარედან ლამაზი ჩანდეს, თუმცა, მისი სტრუქტურა შიგნიდან ნადგურდებოდეს. ამიტომაც, მასაც სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, დასაწყისისთვის კი პრობლემა უნდა აღმოაჩინოთ და აღმოფხვრათ.
ჩვენ წარმოგიდგენთ 4 მარტივ გზას იმის განსაზღვრისთვის, თუ რამდენად ჯანსაღია თქვენი თმა. ამ ყველაფრის გაკეთება სახლში შეგიძლიათ, სილამაზის სალონებში ტყუილად რომ არ დაიხარჯოთ.
ელასტიკურობა
ჯანმრთელ თმას კარგი ელასტიკურობა ახასიათებს და სწორედ ეს თვისება უნდა შევამოწმოთ. ფრთხილად ამოიღეთ ერთი ღერი თმა და სცადეთ მისი გაწელვა. თუ თმა იწელება და ისევ იკუმშება, ესე იგი, ყველაფერი კარგადაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თმა ძალიან მყიფეა.
როგორ დავუბრუნოთ თმას ელასტიკურობა?
პირველ რიგში, ნუღარ გამოიყენებთ ფენს, თმას აცადეთ თავისით გაშრობა. აგრეთვე, შეგიძლიათ თაფლიც წაისვათ. იგი შესანიშნავი კონდიციონერია და დაგეხმარებათ პრობლემის გადაჭრაში.
ნასვრეტები
თმის ნასვრეტიანობა გავრცელებული უსიამოვნო პრობლემაა. საბედნიეროდ, მისი შემოწმება სახლის პირობებში ძალიან მარტივია. ამოიღეთ თითო ღერი თმა თავის ყველა ნაწილიდან და ჩააგდეთ წყლით სავსე ჭიქაში. დასვრეტილი თმა კარგად იწოვს სითხეს, ამიტომ მაშინვე იძირება. ჯანსაღი კი წყლის ზედაპირზე აღმოჩნდება.
თმის ნასვრეტიანობის შესამცირებლად, გამოიყენეთ კონდიციონერი თმის ყოველი დაბანის შემდეგ. აგრეთვე, თმაზე სხვადასხვა სახის ზეთის წასმაც შეგიძლიათ. pH ბალანსის დასარეგულირებლად, გამოიყენეთ ვაშლის ძმარი ან ალოე ვერა.
თმის ძირები
ზოგადად, ძირების შემოწმებით უნდა დაგვეწყო. ამისთვის ამოიღეთ რამდენიმე ღერი თმა და დახედეთ მათ ფესვებს. თუ ისინი ხახვის ბოლქვებს გაგონებთ, ყველაფერი კარგადაა. თუმცა, თუ ძირები ძალიან პატარა და ნებისმიერი სხვა ფორმისაა, ეს საგანგაშო სიგნალია!
ამ პრობლემასთან ბრძოლა მარტივი არაა. სპეციალისტები გვირჩევენ ხმელთაშუაზღვისპირული დიეტის დაცვას. აგრეთვე, არ გვირჩევენ მჭიდრო ვარცხნილობების გაკეთებას ძილის დროს. დაიწყეთ ვიტამინების მიღებაც.
სტრუქტურის სიმთელე
მოუჭირეთ თმის რამდენიმე ღერს დიდი და საჩვენებელი თითები და თმის ბოლოდან ძირამდე ააყოლეთ. თუ თმა გლუვია, ყველაფერი რიგზეა. ხოლო თუ ხორკლიანია, სტრუქტურა დაზიანებულია.
ამ პრობლემის გამოსასწორებლად, სცადეთ კერატინული მკურნალობა, იგი არამხოლოდ კურნავს თმის ღერებს, არამედ თმის მთელ საფარს სიელვარეს ანიჭებს. აგრეთვე, შეზღუდეთ თმის შეღებვაც, ნაკლებად გამოიყენეთ ფენიც. აგრეთვე, ზოგიერთი სპეციალისტი გვირჩევს თმის გავლებას ბრინჯის წყლით.
თუ გეცოდინებათ, როგორ უნდა შემოწმდეს თმის ჯანმრთელობა, შეძლებთ მათ დროულად განკურნებას. თუმცა, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ საქმეს სამკურნალო მდგომარეობამდე არ მიიყვანთ.